Tuesday, April 30, 2013

თმოგვის(ქაჯეთის) ციხე



ეს იდეა მიშო შუბითიძის და კოპალასი იყო. ერთი სიტყვით კარგა ხსნი უკან უფრო სწორად როდესაც ყველანი ფიტარეთში ვიყავით მაშინ ითქვა. როგორც წესით და რიგია თემაც გაიხსნა და სიაც უცებვე გაივსო. მე სამშაბათამდე არ ვიცოდი წავიდოდი თუ არა, ამიტომ კითხვის ნიშნით ვეწერე მეექვსე ადგილას. თემა რო გაიხსნა დაიწერა რო ხუთ კაცზე მეტი არ წავიდოდნენ. მე ცოტა დამიგვიანდა ჩემი პასუხი. რო გავარკვიე ჩემი ამბავი და დრო გავინთავისუფლე, თემაზე ვკითხულობ sham(ალეკოს) პოსტს, „კოპალა 

რახდებაჩვენსკენ,,, მივდივართხომუეჭველი ? რაღაცუცნაურისიწყნარეა“, კოპალა კი წერს რო მე ვერ მოვდივარო. ისეთი პირი უჩანდა რო აღარ წავიდოდნენ აშკარად, ბოლო პოსტი ნუცას გაბრაზებული სმაილი იყო. ეგრევე შევეხმიანე მიშოს, და მეთქი რა ხდება თმოგვზე თქო. მითხრა რო კოპალა ვერ მოდისო, და მიზეზიც გასაგები იყო. მე შევთავაზე რო ჩვენ წავსულიყავით რადგან ამის მერე აღარ მეცლებოდა 25 26 მაისამდე, იქამდე კი დიდი დრო არის და იტოკში სადმე უნდა წავიდე თქო. ერთი სიტყვით ფორუმზე დავპოსტე რა როგორ და რანაირად იქნებოდა. ფორუმზე ალეკო აქტიურობდა. ერთი სიტყვით ბევრი რო არ ვწერო, მე, მიშო და ალოკე წავედით, კიდევ ერთი წამომსვლელი კანდიდატი იყო ქრისტი სალუქვაძე. რომელიც შემპირდა რო უჩემოდ თუ წახვალ მოგკლავო. ხუთშაბათს მითხრა მოვდივარო, მარა პარასკავ საღამოს ისაო ესაო და მე მაინც იმედი მქონდა რო წამოვიდა, მარა დილით 04:30-ზე მომივიდა მესიჯი რო ვერ მოვდივარო. ერთი სიტყვით მე დილით 05:30-იყო რო ავდექი, მიშოს გავუარე და ერთათ მივედით ცენტრალში სადაც უკვე ალეკო გველოდებოდა. უცებვე ჩავედით მატარებელში და ფეხზე დასადგომი ადგილი დავიკავეთ. ბილეთბი შევიძინეთ 2 ლარი ღირდა და მატარებელიც დაიძრა. მატარებელში ისეთი საინტერესო არაფერი, ხაშურის მერე განთავისუფლდა მატარებელი და ჩვენც დავხედით სკამებზე. ბორჯმამდე კარტს ვთამაშობდით, მარა სამნი ვიყავით  და დურაკაც ყელში ამოგვივიდა მალე.ხო მატარებელში კიდევ დიდი კამანდა იყო, კახიზზე მიდიოდნენ, რო ჩავედით მატარებლიდან ამ სასტავს მარშუტკა დახვდათ ჩვენ კიდე განვაგრძეთ გზა ფეხით. ბორჯომში ვიყავით და რამთქმაუნდა პარკში ავედით სადაც წყალი დავლიეთ და ეგრევე გავუდეგით გზას. ბორჯომის გასასვლელს ვუახლოვდებოდით რო მანქანამ გაგვიჩერა ფურგუნი ოპელმა. ვკითხეთ სად მიდიხართ, ახალციხეშიო. საბარგული საკმაოდ დიდი იყო ჩანთები თავისუფლად დაეტია. მასპინძელები დისტრიბუტორები აღმოჩდნენ, მათ მარშუტი ქონდათ, მაღაზიები უნდა შემოევლოთ. ახალციხე, ასპინძა, ახალქალახი და მერე თბილისი. შემოგვთავაზეს რო დავლოდებოდით და ხერთვისამდე ჩაგვიყვანდნენ მარა არ იცოდნენ ამას რამდენ ხანს მოუნდებოდნენ(მაღაზიებს), ჩვენ არ დავთანხმდით. ახალციხის ცენტრში ჩამოგვსვეს. ჩვენ ეგრევე რაბათზე ავედით, მე და მიშო ნამყოფები ვიყავით ალეკო არა. შესვლა 5 ლარი ღირდა, არც გვიფიქრია ეგრევე გამოვტრიალდით. გზა ვიკითხეთ თუ როგორ უნდა გავსულიყავით ახალქალაქის ტრასაზე და გზას გავუდექით, საბოლოოდ აღმოჩდა რო მთელი ქალაქი გადავკვეთეთ. ქალაქის გასასვლელთან ცივი ლუდი დავლიეთ და გზა გავაგრძელეთ. რო გავდიოდით ბევრი მანქანა მოძრაობდა, ხელს ყველას ვუქნევდით და უცებ ერთმა მათგანმა გააჩერა. და აი მაგარი ბედი ისევ ის დისტრიბუტორები აღმოჩდნენ. სანამ ჩვენ რაბათზე ავედით მერე ლუდი დავლიეთ და ქალაქის ბოლოს მივაღწიეთ წამოგვწევოდნენ. დავსხედით და ასპინძამდე გავყევით, ასპინძაში ჩამოგვსვეს და ჩვენ ფეხით გავუყევით გზას. იმედი გვქონდა და რაღაცნაირად ვგრძნობდით რო ჩვენი ბედი ეს დისტრიბუტორები იყვნენ და ხერთვისამდე ჩაგვიყვანდნენ. ეს მანძილი საკმაოდ მალე გავიარეთ სადღაც1:30 იქნებოდა რო ასპინძში ვიყავით. ასპინძას მივუყვებით, თან დიდი სიამოვნებით ვათვარიელებთ და ტრაქტორმა გამოიარა, პატა ეგრედწოდებულმა ხიტაჩმა. პრიცეპკა ქონდა მიბმული და ბლოკი გადაქონდა. შემოგვთავაზეს რო ქალაქის ბოლოში მივდივართ და აგვიყვანთო. შემოვსხედით ამ პრიცეპკაზე და ნელი სვლით გავუყევით ქალაქს. ქალაქი ძაან მოგვეწონა, საკმაოდ კარგად იყო გაკეთებული. ქალაქის გასასვლელთან პოლიციის შენობა იდგა და იქ გადაუხვია ჩვენმა ტრაქტორმა, გზაში გამოგვეცნაურნენ. მერე კი გამოგვიტყდნენ რო უცხოელები გვეგონეთ და მაგიტომ გავაჩერეთო. ჩვენი დამშვიდობების დრო რო მოვიდა, მასპინძლებმა შინ შეგვიპატიჟეს. თავიდან ჩვენ გვეჩქარება უარზე წავედით, მარა არ გაჭრა. ისევ დავსხედით ტრაქტორზე და სახლისკენ გავსწიეთ. არც გვინანია, კარგი ტრადიციული ქართული ოჯახი აღმოჩდა. ტრაქტორის მძღოლი ვალერი ნადირაძის ოჯახში მივედით, თურმე მშენებლობა ქონდა და აგური მაგისთვის  სჭირდებოდა. რო მივედით სახში სუფრის სამზადისი იყო, როგორც ხდება ხოლმე, მეზობლებს იხმარდა და მაღარიჩი უნდა ეკისრა, უფრო სწორად ქართული ელემენტარული წესისისამებრ იქცეოდა. რო მივედით ტრაქტორი დავაცლევინეთ. უცებ გაიშალა სუფრა, ბებო ჩემთვის კარგად ნაცნობ საჭმელს თათარბერაკს აკეთებდა. ბებიაჩემიც აკეთბს ხოლმე და ვიცი რო ძაან გემრიელია. მასპინძელმა შავი ღვინო გამოიტანა, თათარბერაკიც ამოყარეს და სუფრას მივუსხედით. ერთი  სიტყვით კარგად მოვილხინეთ და კარგადაც დავლიეთ. მე რამდენიმე ჭიქის მერე უარი ვთქვი დალევაზე, მარა ბიჭებმა განაგრძეს და საკმაოდ მოუწიათ დალევა. რამდენიმე საათის მერე უკვე ავნერვიულდი რო ამათ შემყურე დიდი შანსი იყო რო ჩვენი გეგმები სრულად ჩაფუშულიყო. ბიჭებს ვანიშნე წავედით თქო, მათაც წამოსვლა უნდოდათ, მარა ეს მარტივი არ იყო, ისენი მაგრად დათვრნენ, გამოშვებაც ძაან გაიწელა, იქ ბევრი რამე მოხდა შენ გენაცვალე შენი ჭირიმე, ეხლა მანქანა მოვა და ყველა ერთად წავალთ და იტოკში. მარა როგორც იქნა წამოვედით და გზას დავადექით ისევ. ერთი გული დაგვწყდა რო დრო დავკარგეთ ძაან, მარა მაგარი იყო იმ ხრივ რო ესეც ერთგვარი თავგადასავალი იყო. ასპინძას გავცდით თუ არა მანქანაც გავაძერეთ, მანქანა მარა რა მანქანა, მაზდა RX6ახალი მოდელი და რუსული ნომრებით. მიშომ კარგად იცოდა რუსული, აღმოჩდა რო ახალქალაქში მიდიოდნენ. დავსხედით, მარტივი შესამჩნევი იყო, რო ციხეშიც ნაჯდომები იყვნენ და ბარიგებიც იყვნენ. ხელზე 5 წერტილიანი სვირინგი და სამ ზოლიანი სპორტულები :D :D. ერთი სიტყვით ხერთვისში 10 წუთში ჩავედით. ხერთვისში ცოტა დავისვენეთ და გზას გავუდეგით, ააქედან საშინელება დაიწყო, არანაირი მანქანა არ მოძრაობდა, თმოგვამდე კი 10 კილომეტრი იყო. მარა რას ვიზამდით გავუყევით ფეხით გზას, ხერთვისში შაქარი ვიყიდეთ და გვითხრეს რო 7-ზე გამოივლიდა სარეისო, მარა 7 უკვე ძაან გვიანი იქნებოდა, და ვარჩიეთ ფეხით წასვლა. საკმაოდ ბევრი ვიარეთ ფეხით. ჰესის მშენებლობამდე მივედით, იქ მარშუტკამ გაგვიჩერა მუშების რომლებიც ბაზაზე ბრუნდებოდნენ, ამ მარშუტკამ 2 კილომეტრით წაგვწია წინ. მერე ისევ ფეხით, კიდევ კარგი რო დღემ მოიმატა, ისე მოხდა რო სარეისო წამოგვეწია და საბოლოო ჯამში მაინც სარეისოს წავყევით თმოგვამდე. თმოგვში ჩვენს გარდა კიდევ პაპა და შვილიშვილი ჩამოვიდნენ, მძღოლმა სთხოვა რო გზა ეჩვენებინათ ჩვენთვის. ბიჭმა დაგვაკვალიანა რო სამანქანო გზით თუ წავიდოდით დიდი ხანი მოვუნდებოდით. თავის სახლზე კი ბილიკი ადიოდა თმოგვის ციხეზე და შედარები მოკლე იყო. გადავიარეთ მტკვარი, ბეწვის ხიდით, ეს იყო ნამდვილი ბეწვის ხიდი, ისე ირწეოდა, რო გადავიარეთ ისევ იმ შეგრძნებით დავდიოდი ვითომ  ხიდზე ვიყავი. ერთი სიტყვით დავადექით ბიჭის მიერ ნასწავლ ბილიკს და სადღაც ნახევარ საათში, უფრო ნაკლებშიც ავედით. თმოგვის ციხე უშველებელი კომპლექსი აღმოჩდა. სიგრძე მინიმუმ 700 მეტრა მაინც ექნდებოდა. ავედით ციხეზე და საკარვე ადგილს დაუწყეთ ძებნა. თავიდან ძლივს მივუდექით ციხეს და ძლივს ვუნახეთ შესასვლელი. როცა ციხეში ამოვყავით თავი, მოსწორებული ადგილის ძებნა დავიწყეთ. მე ბოლო ავედი, რო მივედი ალეკო დამხვდა მიშო კი იქით გავიდა ადგილის საძებნად. კი დავინახე რო აქეთ იქით დაბობღავდა, მერე მიიმალა. რამდენიემ წამში დაბლიდან ვიღაც კაცის ყვირილი ისმოდა, ჩამოდი არ ჩამოვარდეო, თანგანწირვით ყვიროდა. მივხვდით რო მიშოს უყვიროდა, ჩვენ მიშოს დაუწყეთ ძახილი და რო ვერ გავაგონეთ ეგრევე გავიქეცით, საკმო მანძილი უფრო სწორდა მთელი ციხე გავიარეთ და ვხედავთ სურათს მიშო ვიღაც უცხოებს ელაპარაკება. მომეშვა რო მიშო დავინახე და მერე გამიკვირდა რო ვიღააცები იყვნენ. 4 ადამიანი 2 ბიჭი და 2 გოგო. კარვები გაშლილი ქონდათ და პურს ჭამდნენ. უკვე საკმაოდ გვიანი იყო მარა ჯერ მთლად არ ბნელოდა, უცებ მოვიტანეთ ჩანთები და იქვე მეზობლად გავშალეთ კარვები. პრინციპში მეტი ადგილი არც იყო. საკვები რაც გვქონა დავალაგეთ და  შევუერთდით ჩვენს მასპინძლებს. მე ცეცხლის მუღამი მქონდა, გვითხრეს რო აქ შანსი არა, ვერ დაანთებთ ცეცხლსო. ჩვენ არ გვშიოდა, კარგა ნაჭმევები ვიყავით, პროსტა არაყვს სვამდით. ამასობაში მიშო, სადღაც დაიკარგა და ნახევარი საათის მერე გამოჩდა ფიჩხებით ხელში. მაგრად გაუკვურდა იქ მყოფ სასტავს. კარგა გვიანობამდე ვისხედით მიშომ გააოცა ჩვენი მასპინძლები თავისი გამოცდილებით, თითქმეს ყველგანაა ნამყოფი. მერე ცეცხლი დავანთეთ, რამდენიმე საათი გვეყო შეშა. სადღაც 11:30 იქნებოდა რო მთვარე ამოვიდა კუმურდუდან, ძაან ლამაზი იყო მთვარის ამოსვლა. ისე ცაზე ცოტა ვარსკვლავები იყო, როგორც მიჩვეული ვარ ჯავახეთის ცას, ეს აშკარად არ იყო ისეთი. 12-ზე დავიძინეთ, სიცივეს არ შევუწუხებივარ, ტკბილად მეძინა ძააან. დილით მზე საკმაოდ ამოსული იყო რო ავდექი სადღაც08:30 იქნებოდა კარავს მზე მოადგა და უფრე მეტად კი ბუნებრივმა მოთხოვნილებამ ამაყენა. ავდექი, კარგა გვარიანად გავიზმორე და ციხის თვარიელება დავიწყე, როგორც აღმოჩდა პირველი ავდექი, მეზობლებს ეძინათ. ულამაზესი იყო თმოგვის ციხე სურათები გადავიღე, გამაცვიფრა თმოგვის მაშტაბურობამ. მერე ჩვენი მეზობლებიც ადგნენ.ჩვენბიც მალევე წამოდგნენ. უცებ ავშალეთ ბანაკი და საჭმელად დავსხედით. ამჯერად ჩვენ მივიპატიჟეთ, აღმოჩდა რო საროში მიდიოდნენ და მერე თუ მოასწრებდნენ ხიზაბავრაში უნდოდათ გადასვლა. ნომრები ჩავიწერეთ რო, თუ რამეა მატარებლით ერთად გვემგზავრა თბილისისკენ. ჩვენ პირველები წამოვედით. თმოგვის ციხიდან მოჩანდა ფერდძე გაჭრილი გზა, რითაც უნდა ავსულიყავით ზედა თმოგვზე. მთელი ციხე გავიარეთ, კარგა ხანი მოვანდომეთ რთული გადასასვლელები იყო ერთი ორგან. რო დავამთავრეთ ციხე, ეგრევე გზა დაიწყო. ცოტა სიმაღლე რო ავკრიბეთ და ციხეს გადმოვხედეთ უფრო კარგად გამოჩდა თმოგვის ციხის სიდიადე. წინიდან რო შეხედო არ ჩანს საერტოდ რო ამხელა კომპლექსია, თან უკანა მხრიდან უფრო კარგად იყო შემონახული და გამოკვეთილად ჩანდა, ციხე-კოშკები. ერთი სიტყვით ავიარეთ 1 საათში ეს 5 კილომეტრიანი აღმართი და როგორც იქნა მოვექეციტ მწვერვალზე, მე და ალეკო უკან მოვდიოდით მიშო საკმაოდ წინ იყო და აღარ ჩანდა. აღმართი რო გასწორდა, რამდენიმე მეტრი გავიარეთ და მიშოს ჩანთა დავინახეთ, დაეტოვებინა და უჩანთოდ წასულა. ფერდობს შემოვუხვიეთ თუ არა გამოჩდა ზედა თმოგვი, მე სურათში ეკლესია მქონდა ნანახი და ისე იყო სურათი გადაღებული რო მის გარშემო არაფერი არ ჩანდა, ველოდებოდი მარტო ეკლესიას, მარა დიდი სოფელი დამხვდა. ულამაზესი იყო იქაურობა. ეკლესია და სოფელი კარგად დავათვარიელეთ მიწური სახლები იყო სულ და ბოსლებად იყო გადაკეთებული. ერთი ორი სახლი იყო მარტო ნორმალური სადაც მწყებსები იყვნენ. გამოველაპარაკეთ მწყემსებს, კარგი ჭის წყალი დაგვალევინეს და ისტორიაც მოგვიყვა ეკლესიის და სოფლის. ეკლესია მეექვსე საუკუნის იყო და მეთოთხმეტე საუკენეში გაუკეთეს რესტავრაცია. რო შევედით მთელი კედლები შეთეთრებული დაგვხვდა, კომუნისტებმაც მიაღწიეს იქ. მერე სოფელსზეც გვიამბო. თურმე რამდენიმე ათეული წელია რაც არ ფუნქციონირებს ეს სოფელი. კომუნისტები რო დაიშალნენ მერე დაიწყო არეულობები, თურმე შუქიც ქონდათ და ყველაფერიც, კაბელები მოუპარიათ და რავი ერთი ამბები. საკმაო დიდი და ძლიერი სოფელი ყოფილა. ჩვენი ყურადღება სასაფლაომ მიიპყრო, სასაფლაო სადაც ქვის დიდი საფლავები იყო, ყველა მათქანზე ჯვარი და ხმალი ეხატა, გარდაცვალების წელი კი 1936 1937 ეწერა თითქმის ყველას. ისტორიაში ცოტა მოვიკოჭლებ, თურმე ბრძოლა ყოფილა სტალინის დროს თურქებთან თუ რაღაც მაგდაგვარი. ჩვენი წასვლის დრო რო მოვიდა, გზა ვკითხეთ ჭაჭკარში თუ ჩადიოდა ბილიკი, გვიპასუხეს რო კი ჩადისო ცოტა ცუდი ჩასასვლელია მარა ჩახვალთო. სოფელს გამოვცდი და ფერდზე რო შევდექით გოგაშენიც გამოჩდა ხელის გულზე. დავიწყეთ ბილიკის ძებნა, რაღაც ბილიკს მივაგენით, საბოლოოდ საქონლის ნასიარულე ბილიკი აღმოჩდა, მე ცოტა გამიჭირდა მარა საბოლოოდ მშვიდობით ჩავედით, საკმაოდ რთული და ნაშალი ქვები იყო რაც აძნელებდა სიარულს მარა უმტკივნეულოდ ჩავედით ჭაჭკარში. რო ჩავედით სიამოვნებისგან ერთი კარგად ამოვიოხრეთ და გზას გავუყევით. ვარძიას ისე გავურათ არც შეგვიხედავს, რამდენიმე კვირის უკან ვიყავით და ისედაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ზუსტად 2 საათი იყო რო, ვარძიასთან გაჩერებაზე დავდექით და მანქანას დაველოდეთ, ფეხით სიარული გვეზარებოდა, თან მზისგან დავისიცხეთ და ყველანი მაგრად დაღლილები ვიყავით, უფრო სწორად მოთენთილები. გავარკვიეთ რო სარეისო 3-ზე გადიოდა, ისიც გავარკივეთ თო ბორჯომიდან მატარებელი 04:40 ზე გადიოდა და ისიც გავარკვიეთ რო სარეისოს ვარძიიდან ახალციხემდე 1 საათი და 30 ხუთი  უნდოდა, უბრალოდ შანსი არ გვქონდა რო მატარებლისთვის ჩაგვესწრო. დავიწყეთ ფიქრი რითი წავსულიყავით, იდე მარტივი იყო, ან ავტოსტოპით ან სარეისოთი ახალციხიდან. ამასობაში არც ერთმა მანქანამ არ გაიარა, უფრო სწორად სულ ექსკურსიები დადიოდნენ და ჩვენც ვინუჟდენები გავხდით სარეისოს გავყოლოდით, გზაში კი ვბჭობდით რითი წავსულიყავით. ალეკომ, სარეისოთი წავიდეთო. თუ არ გაგვიმართლა და დაგვაღამდაო მერე უფრო გაჭირდება წასვლაო. ისე მოხდა თუ ასე, სამივემ ვთქვით რო მთელი მუღამი ის არის რო ფული რაც შეიძლება ნაკლები დაგვჯდომოდა, ამიტომ ავტოსტოპით გადავწყვიტეთ. ახალციხეში ჩავედით, მძღოლს ვთხოვეთ რო ახალციხის გასასვლელამდე მივეყვანეთ, მას 5 ლარი გადავუხადეთ და გზას გავუდექით. ახალციხეს გავცდით თუ არა, პატარა ოპელ ასტრამ გააჩერა, რომელსაც მამაო მართავდა. ჩავბარგდით ამ პატარა მანქანაში და ბორჯომში გავეშურეთ. მამაო გამოგვეცნაურა მრევლი ხო არ ხართო? ჩვენ ავუხსენი თუ ვინ ვიყავით, ძაან გაუხარდა და მოგვიწონა საქციელი. ცოტა ნელი სიარულით ჩავედით ბორჯომში, რო ჩავედით უკვე 5 საათი იყო. მატარებელი რათქამუნდა წასული იყო. მამაომ ბორჯომის გასასვლელამდე გაგვიყვანა. ჩვენ წინა ღამეს გაცნობილ მეგობრებს დავურეკეთ, რადგან შეთანხმებულები ვიყავით რო რომელი ჯგუფიც ბორჯომში მალე ჩავიდოდა ის დაურეკავდა მეორე ჯგუფს. აღმოჩდა რო ჯერ ახალი ჩამოსულები იყვნენ საროდან და მანქანას ელოდებოდნენ. ისინი 4 იყვენ და ალბათ მაგიტომ უჭირდათ სიარული. ვუთხარით მატარებელი დაევიწყათ და რამე სხვა მოეფიქრებინათ. ერთი სიტყვით გზას გავუდექით, რამდენიმე ასეული მეტრის მერე გააჩერა კარტოფილით დატვირთულმა მარშუტკამ. არმოჩდა რო ახალქალაქიდან მოდიოდა და ხაშურში მიდიოდა, რათქმაუნდა დავსხედით და ხაშურიკენ გავწიეთ, ძველი მერსედესის მარკის მარშუტკა იყო და ძაან ნელა მიდიოდა. როგორც იქნა ჩავედით ხაშურში, კრუგი რო არის იქ ჩამოვედით. ხაშურიდან უკვე მანქანების რაოდენობამ იმატა საგრძნობლად. მარა ამდენი მანქანბებიდან არავინ არ აჩერებდა. 100 მეტრაც არ გვქონდა გავლილი, ერთ ერთ მაღაზიაში მიშომ ანგარიშზე ჩარიცხა, სადღაც 2 წუთში გამოვიდია, 2 მეტრა გავიარეთ და უშველებელი ჯიპი ტოიოტა ლენდ კრუიზერი გაჩერდა, დიდი სიჩქარით მოდიოდა და რამდენიმე მეტრით წინ გაგვიჩერა, მაგრად გაგვიკვირდა, ვიკითხეთ კიდეც ნეტა ჩვენ გაგვიჩერაო. მივირბინეთ და რო გამოვეცნაურეთ თბილიში მიდიოდა. მაგრად გაგვისოწროდა ჩავალაგეთ უკან უშველებელ საბარგულში ჩანთები და კომფორტულად მოვთავსდით. მანქანა დაიძრა მარა რა დაიძრა. 120 ნაკლებით არ დადიოდა, გზას რო თავისუფალს ნახავდა 180-ით მიდიოდა. ერთი სიტყვით ალბათ ფეხის უშეშდებოდა ხოლმე და არ იღებდა პედლიდან, ძალინ ჩქარა მოძრაობდა. ძალიან კომფორტული მგზავრობა გამოგვივიდა, კონდიციონერით და რამე. თბილიში მალევე ჩამოვედით. ვეფხვი და მოყმეს ძეგლთან ჩამოგვსვა ჩვენმა მასპინძელმა, ჩვენ კი ფეხით გავაგრძელეთ გზა სადგურისკენ. მე მანდეთ ვცხოვრობ, ალეკოს კი მანქანა მანდ ქონდა დატოვებული. ხაშურიდან თბილისში ზუსტად 55 წუთში ჩამოვედთ, მიშომ ჩარიცხვის სმს შეამოწმო და რო გადათვალა 55 წუთი გამოვიდა. მერე ჩვენ მეგობრებს დავურეკეთ და ჯერ კიდევ ბორჯომში ვართო და სარეისოთი მოვდივართო. ჩვენ მაგ ამბავში ძაან გაგვიმართლა. ერთი სიტყვით ძაან ადრე ჩასულები ძაან ადრეც მივედი სახში, რო დამინახა დედაჩემმა გაუკვირდა მაგარი. შემაჯამებელს იმას ვიტყვი რო საუკეთესო, გასვლლა გამოვიდა. ასე პირველად ვიყავი და ჩავთვლი რო გაამართლა ამ გასვლამ. მადლობა მიშოს და ალეკოს. განსაკუთრებული მადლობა კი კოპალას რო ეს იდეა დაბადა.

No comments:

Post a Comment