Tuesday, March 11, 2014

შაბათ კვირა სადმე

სამშაბათია, სამსახურში ვზივარ უსაქმოდ. კარაგ ხანია არაფერი დამიწერია ჩემი გასვლების შესახებ. უსაქმურად ყოფნას გადავწყვიტე რო დავწერო 8 9 მარტს რაც გადაგვხდა 3 ადამიანს.
  ყველაფერი დაიწყო იქიდან რო 2 თვეა არსად არ ვყოფილვარ, ხადას ხეობის მერე. ძალიან მინდოდა წასვლა სადმე და მთელი კვირა ადგილს ვარჩევდი სად წავსულიყავი. სამწუხაროდ ამინდები მაგრად აირია შაბათ კვირისთვის და მთელ საქართველოში წვიმდა და ცუდი ამინდი იყო. ამის გამო გეგმები იშლებოდა და ხალხიც არ მოდიოდა. ხუთშაბათი დღე იყო, გეგმა კი მქონდა ბატეთისი ტბა, მაგრამ ხალხი არ მყავდა და მარტო წასვლაც სისულელე იყო. ქეთი დიდმანიძის პოსტი ვნახე, შაბათ კვირას სადმე მთაში წავიდეთო. მეც რა მინდოდა შევეხმიანე, ისიც ჩემ დღეში იყო. წასვლა უნოდა მარა ხალხი არ ყავდა. მითხრა საღამოს დაგირეკავ და გეტყვი რა და როგორო.
საღამოს მართლაც დამირეკა, არავინ არ მოდისოლ, მე და ირინა ოგანეზოვმა მოვითათბირეთ და ჯავახეთში აფნიაში უნდა წავიდეთო, შენც თუ წამოხვალ კარგი იქნებაო. მე რათქმაუნდა თანმხობა ვუთხარი.
 მატარებლით უნდა წავსულიყავით, მატარებელი დილის 06:40-ზე გადიოდა. როგორც იქნა გათენდა შაბათი დილა, დილით 05:30-ზე ავდექი, ჩანთა გამზადებული მქონდა და სრულიად მზად ვიყავი, რო ავდექი მშობლებმაც გაიღვიძეს, ბევრი მეჩიჩინეს არ წახვიდე სად მიდიხარ წვიმს შეგცივათ და ასე შემდეგ. გარეთ გავიხედე და მაგრად წვიმდა, რაგაც მომენტში თითქმის გადავიფიქრე, ქეთის გადავურეკე, მანქანაში იჯდა უკვე და სადგურისკენ მოდიოდა, ვუთხარი მაგრად წვიმს მეთქი და სანამ სადგურამდე მოვალ დავლპები თქო, ქეთი დაიზმენდა ტაქსი გამოიძახე მე გადავიხდიოო. მართლა ეგრეა ისეთ ადგილზე ვცხოვრობ ფეხით გიწევს გავლა 2 კილომეტრის რაც საკმაოდ მანძილია და წვიმაში საკმაოდ დასველდება ადამიანი. მშობლებიც გაბრაზებულები იყვნენ სად მიდიხარო, მარა მამაჩემს მაინც ვუთხარი ადექი სადგურამდე ჩამიყვანე თქო. ბუზღუნით ადაგა და წამიყვანა, ქეთიმ დამირეკა სადახარო, ეგრევე მივახალე მალე სადგურზე ვიქნები თქო, ერთი სიტყვით შევიკრიბეთ სადგურზე. მატარებლის გასვლას ველოდებოდი როცა ჩემი კლასელი დეა გიგაური დავინახე, თავის მეგობართან ერთად იყო. მაგრად გამიხარდა მისი ნახვა, ცემში მიდიოდა დაქალთან ერთად, ცოტა ვისაუბრეთ.
მატარებელი დაგვიანებით დაიძრა, ზაჰესში ნუნუ დამხვდა საძილე ტომარა მივეცი, ჩვენ კიდე გზა განვარგძეთ. ვიგრძენი რო მიხაროდა და კიდევ კარგი არ გადავიფიქრე წასვლა. გეგმა შემდეგი იყო, გოგაშენში ჩასვლა და იქ ჩვენ მეგობრებთან დარჩენა. ეს გეგმა თუ არ შესრულდებოდა, სადაც დაგვაღამდებოდა იქ გავათევვდით.
ბორჯომში 11 საათზე ჩავიდა მატარებელი. მალევე დავადექით გზას, პირველი გაჩერება აწყური იყო სადაც გაგა გველოდებოდა, ბორჯომ ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის უფროსი, ქეთის მეგობარი იყო. მანქნები არ აჩერებდნენ, თითქმის ლიკანამდე ჩავედით ფეხით როცა მანქნამ გააჩერა, სამხედრო იყო. ახალციხემდე მიდიოდა და გაგვიყოლა. 8 მარტი ქალთა დღეა, გვითხრა რო უცხოელები მეგონეთო და ქალების ხათრით გავაჩერეო, პატივი მინდოდა რო მეცაო. ახალციხეში ძაან ეჩქარებოდა და საკმაოდ სწრაფად დადიოდა. ამასობაში ირინამ გოგაშენში დარეკა, ამაღამ 3 ადამიანი გოგაშენშ მოვალთო. ყველაფერი ხუთიანზე იყო, მთავარია გოგაშენდამდე როგორმე ცავსულიყავით.
აწყურში უცებ ჩავედით სადაც გაგა დაგვხვდა, აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და აწყურის ციხე მოვინახულეთ. ამინდი იდეალური იყო, თბილოდა საკმაოდ და ცოტა ღრუბლიანი ცა იყო. გაგამ თავისთან შეგვიპატიჟა, რამდენიმე ჭიქა დავლიეთ, უფრო სწორად მე და გაგამ დავლიეთ და ხინკებით გაგვიმასპინძლდა. ამასობაში 3 საათიც მოვიდა, ერთი პერიოდი ვიფიქრე ესე თუ გავაგრძელეთ აქ დავრცებით თქო, კი გვითხრა დარჩითო, მარა ჩვენ მეტი თავგადასავალი გვინოდა. გაგამ კონიაკი გვაჩუქა და სადღაც 03:30 იქნებოდა რო გაგასგან წამოვედით. მე მომეკიდა საკმაოდ არაყი, რამდენიმე ასეული მეტრისი გავლის შემდეგ, მარშუტკამ გააჩერა, სომეხი მძღოლი იყო. ახალქალაქში მივდივარო, პირდაპირ ტუზი დაგვეცა, მაგრა გაგვიმართლა.
გოგოები წინ დასხდნენ მე უკან, სიდენიები არ ქონდა სატვირთო მარშუკა იყო, იქვე სიმინდის ტომარაზე მოვკალათდი და ხერთვისი ციხისკენ გავწიეთ. გეგმა ასეთი იყო რო ხერთვისთან ჩამოვსულიყავით იქიდან ვარზიაში და ვარძიიდან ფეხით გოგაშენდამდე. მე ვცდილოვდი გზისთვის მეყურებინა მარა მაგრად მეძინებოდა და არაყი თავისას შვრებოდა. წინ მაგარი სითბო იყო, გოგოებს ეგრევე ჩაიძინათ და მოხდა ისე რო გაცდით ამ ხერთვისს. მეც ვერ შევნიშნე როდის როგორ. ერთი სიტყვით ახალქალაქში ამოვყავით თავი. რაც გეგმაში არ იყო. მარა არც ეგ იყო პრობლემა, კარავი გვქონდა და ყველაფრისთვის მზად ვიყავით.
დავადექით გზას, ახალქალაქიდან გოგაშენისკენ, ოღონდ სამანქანო გზას, იქვე ტაქსი გავაჩერეთ და გზა ვკითხეთ საით იყო გოგაშენი, გზა მიგვასწავლა და გვითხრა რო 30 კილომეტრი იყო, ახალქალაქიდან,ეს ნამდვილად სასიამოვნო არ იყო. იქვე ამხელა ჩანთებით რო დაგვინახეს ტაქსები მოგროვდნენ, გოგაშენდამე 20 ლარად წაგიყვანთო, ჩვენ უარი ვუთხარით, პრინციპის თემა იყო :D. მოხდა ისე რო ამ ტაქსის მძღოლმა რომელმაც გზა მიგვასწავლა იჯიგრა, და ტრასამდე წაგიყვანა. თურმე გამოძახებაზე მიდიოდა სოფელ ჩამძვრალა, ეგეთი სახელი აქვს :D, ტრსიდან არის გადასახვევი და რამდენიმე კილომეტრშია. რამდენიმე კილომეტრით გაცდა ამ გადასახვევს და ჩვენ წინ წაგვწია, ერთი სიტყვით მაგრად იჯიგრა. აგვიხსნა რო სოფელ ვაჩიანამდე უნდა ჩავსულიყავით და მარჯვნივ უნდა გადაგვეხვია.
ჩვენც გავუდექით გზას, თურქეთის საზღვართან ძაან ახლოს ვიყავით, მანქანები საერთოდ არ აჩერებდნენ, მარა არ გვადარდებდა ეგ ფაქტი. რამდენიმე წუთის სიარულის მერე BMW გააჩერა,სომხები იყვნენ, არც კი უკითხავთ სად მივდიოდით, ეგრევე გვითხრეს დასხედითო, მერე ვუთხარით გოგაშენში მივდივართო, იმათმაც კი ჩვენცო, მაგრად გაგვიხარდა და დავსხედით, მალევე ჩავიდა სოფელ ვაჩიანამდე სადაც მარჩვნივ გადაუხვია, სადაც ტაბლო იყო გოგაშენი 20 კილომეტრი გამიხარდა რო სწორად მივდიოდით და ის რო მალე მივდიდოდით. ხმას არ ვიღებდით, მასპინძლები რაღაცას საუბრობდნენ სომხურად, ირინამ სომხური იცის. ერთ ერთმა ლუდი შემომთავაზა მე უარი ვუთხარი, იმან რატო არ გინდაო და ვუპასუხე უკვე დალეული მაქვს თქო, მგონი რო ვერ გაიგო რა ვუთხარი, ქართულად. ირინას გადავხედე და მანიშნა რო გაჩერდიო. მეც მოვკეტე და ხმას არ ვიღებდი. რამდენიმე წუთის სიარულის მერე გვითხრეს მოვედითო ჩვენ აქეთ მივდივართო, აღმოჩდა რო ოკამში მიდიოდნენ და არა გოგაშენში, მადლობა გადავუხადეთ და ჩამოვედით. გავუდექით გზას, საითაც გოგაშენი იყო. ჯერ კიდევ დღე იყო, და საკმაო სინათლე იყო. ოკამიდან მალევე ჩავედით შემდეგ სოფლამდე სოფელი ქარცები, რომელიც თურმე სომხების სოფელი ყოფილა, გვეგონა რო გოგაშენ იქნებოდა. მეც და ირინაც გოგაშენინ რამდენჯერმე ვართ ნამყოფი მარა მა გზიდან არც ერთხელ. ვათვალიერებთ სოფელს და ვინც წამოგვიყვანა ნათქვამი ქონდა რო 5 კილომეტრში არისო, იდიაში ეგ უნდა ყოფილიყო მარა არც ქარაფი ჩანდა არსად და არ გავდა ასკარად გოგაშენს, ირინამ სოფლის ბოლოში გავიდეთო და იქიდან მივხვდებიო, გავედით სოლფის ბოლოში საიდანაც ჩვენ მოვდივართ ხოლმე და აშკარად არ გავდა გოგაშენის იმ გზას რომლითაც ჩვენ დავდიოდით. ბევრი ფიქრის გარაშე იქვე კარებზე დავაკაკუნეთ და ქეთი შევიდა, მაგარი პრიკოლი იყო ქეთი რო დაინახეს ამხელა ჩანთით და გოგაშენსი გზა იკითხა გული გაუსკდა მოხუც სომეხ ბებოს. ყავაზე ეპატიჯებოდა. ბებომ შვილს დაუძახა და ბიჭმა გზა მიგვასწავლა. მეტი გზა არც იყო მარა კაი ინფორმაცია გვითხრა რო 8 კილომეტრია გოგაშენამდეო.
ისევ გაუდექით გზას, უკვე 8 საათი იყო მაგრამ ნათელი ღამე იყო და ხილვადობაც კარგი იყო. შორს ხელოვნური ტყე მოსჩანდა, 20 წუთში ტყესთან მივედით, აქამდე არაფრის გვეშნოდა საშიში არაფერი იყო ამხელა გაშლილი ველი, მარა როგორც კი ტყეში შევედით ეგრევე დაიწყო :D ირინამ მგლებზე დაიწყო საუბარი. ქეთიმ ვიხმაუროთო, ირინამ ვერ გაიგებ როგორ მოგიახლოვდებაოო, ერთი სიტყით 3 ადამიანი ტყეში მიდის სიბნელეში, შიში არავის გვეტყობოდა მარა შინაგანად მაინც დაძაბულები ვიყავით. ეს ტყე კიდე არა და არ ილეოდა. ტყე საკამოდ დიდი აღმოჩა სადღაც 1.5 კილომეტრი იქნებოდა, მალე გავიარეთ, მარა ის ფაქტი რო უფრო მალე გვინდოდა თავი დაგვეხწია ამ ტყეს უფრო ეხტრემალურს ხდიდა ჩვენს მგზავრობას. როგორც იქნა გავედით ტყიდან და ისევ გაშლილი სივრცე გამოჩდა, აგრეთვე შუქი გამოჩდა და მივხვდით რო სოფელი იყო. ეს სოფელი აფნია იყო. საათს დავხედე და 9 საათი ხდებოდა, სადღაც 10-ზე უეჭველი სახში ვიქნებოდი, ფეჩი მეგულებოდა და მაგრად მიხაროდა.
მივუყვებოდი გზას და ნელ ნელა სოფელიი ახლოვდებოდა, ცოტა დაღლა ვიგრძენი მარაა ისეთი განსაკუტრებული არაფერი. მე, ქეთი და ირინაც შემართებით ვიყავით. სოფელში შევედით, ყველა ეზოში ძაღლი იყო ვერც ერთს ვერ მივუახლოვდით წესივრად, ერთი ეზო მოვძებნეთ და ქეთი შევაგზავნეთ :D გზის საკითველად. მალევე გავარკვით საით იყო გოგაშენი, ისიც გავარკვიეთ რო 2 კილომეტრში იყო, ისევ გზას გავუდექით, მე ფანარი ამოვიღე ჩანთიდან. ამასობაში სადაც გზა ვიკითხეთ კაი გამოვიდა, გაგაცილებთო. მაგრად გაგვისწორდა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და წითელმა მარშუტკამ გააჩერა, ვიცოდით რო უჩას ჩვენს მეგობარს ვისთანაც მივდიოდით ზუსტად ეგეთი მარშუტკა ყავდა. დანახვა მაგრად გაგვიხარდა უჩა გვეგონდა, მარა სხვა აღმოჩდა. სოფელ აფნიის სკოლის დირექტორი აღმოჩდა, გოგაშენმდე წაგვიყვანა და პირდაპირ უჩას სახლამდე მიგვიყვანა. ერთი სიტყვით მშვიდობით მივედით გოგაშენამდე. უჩამ რო დაგვინახა მაგრად გაუკვირდა, დარეკილი კი გვქონდა მარა ქეთის ნომრიდან რომელცი არ იცოდა და ასე რო დავაგვიანეთ ეგონა რო ვიღაცა გაეღადავა. სადღაც 10 საათი იყო რო უკვე სახში ვიყავით, სახში უჩა, მისი მშობლები და რძალი დაგვხვდა.
საკმაოდ დაღლილები ვიყავით, სული მოვითქვით, პატარა სუფრა გაიშალა, რამდენიმე ჭიქა დავლიეთ, ვისაუბრეთ აქეთური იქეთური. უკვე პირველი იყო დაწყებული რო დავიძნეთ. ლოგინზე გავსალე ჩემი საძილე და თბილად მოვკალათდი ჩემს საძილეში. ხვალე არსად მეჩქარებოდა და კარგა ხან ძილს ვაპირებდი. მალევე დამეძინა, მარა დიდხანს ძილი არ გამომივიდა სადღაც 9 იქნებოდა რო გამეღვიდა, ვეღარ გავჩერდი და ავდექი. გოგოებს ისევ ეძინათ მარა ოჯახი ფეხზე იყო. რძალი ბელა პურებს აცხობდა. გარეთ გაავედი, ქარაფისკენ გავსწიე, სადაც ტრადიციულად კარვებს ვშლით ხოლმე, წინა ღამის ნაწვიმი იყო. გადავხედე ქარაფს და რას ვხედავ მთელი მტკვრის ხეობა სულ დაფარულია ნისლით საერთოდ არაფერი არ ჩანს ეს მახელა ხეობა, თითქმის გოგაშენამდე იყო ამოსული ეს ნისლი ძაან მაგარი სანახავი იყოო, ენით აუწერელი სიმალაზე. შევტრიალდი უცებ და ქეთის ციფრული გამოვართვი, ქეთიც დგებოდა უკვე, გამოვედი და ვიდეო გადავიღე უჩაც ჩემთან ერთად იყო, მითხრა რო მდინარეს მიჰყვება ეს ნისლიოო და მართლაც რაღაც დროის მერე ნელ ნელა დინების მიმართულებით მიდიოდა ნისლი. ქეთიც გამოვიდა მალე სახლიდან მაგრად მოექონა ხედი. დიდხანს ვიდექით ქარაფზე და ვუყურებდი როგორ მიდიოდა ნილსი მდინარის მიმართულებით.
ნელ ნელა ვარძიაც გამოჩდა, ერთი სიტყვიტ მაგარაი იყო ძაან. გვიან ადგა ირინა, უცებ სუფრა გაიშალა პატარა და ცხელ ცხელ პურებს და ტანინიან ყველს შევექციეთ. უჩა ატყდა რო დარჩითო, მე ნამდვილად ვერ დავრჩებოდი, ქეთის ჭკუაში დაუჯდა, გადარეკა და სმენა გაცვალა სამსახურში, ერთი სიტყვით ქეთი და ირინა დარჩნენ და მარტო გამომიშვეს თბილისისკენ. თმოგვის ციხეზე უნდოდა ასვლა ქეთის ძაან.
 მე ავიკიდე ჩემი ცანთა და ყველანი ვარძიისკენ დავეშვით. მე ვარძიაში დავრჩი, უჩა, ბელა,  ირინა და ქეთი კი ჯერ ჭაჭკარში გადავიდნენ და მერე თმოგვზე ავიდნენ. ვარძიიდან ავტგოსტობი ძნელია, იქვე პოლონელები იქყვნენ გამოვესაუბრე თბილიში მივდივართო მარა ახალციხეში მეგობრები გველოდებიან და მერე თბილიში წავალთო. დიდი ხნის ლოდინის მერე 3 საათიან სარეისოს წავყევი ახალციხემდე. საათნახევარში ჩავიდა ახალციხეში, ჩამოვედი და ისევ გზას გავუდექი, ახალციხეს როგორც იქნა გავცდი, მანქანამები არ აჩერებდნენ, ვიცოდი რო ახალციხის და ახალქალაქის გადასახვევს რო გავცდებოდი იქიდან აუცილებლად ვინმე წამიყვანდა. მივუახლოვდი თუ არა გადაასახვევს მარშუტკას გავუქნიე ხელი და არ გააჩერა, იქვე ხალხი აიყვანა, სანამ ხალხს აიყვანდა მე გავცდი ამ მარშუტკას, წამომეწია და გამიჩერა იფიქრა ჯანდაბას წავიყვანო. ყველას უცხოელი რატო ვგონივარ არ ვიცი. რო ავედი და ქართულად დაველაპარაკე გაუკვირდათ. გაირკვა რო აწყურამდე მიდიოდა. რო ვუამბე სადაც ვიყავი და რატო ვიყავით მაგრა გაუკვირდა, არ მეგონა ეგეთ გაოცებას თუ გამოიწვევდა.
ერთი სიტყვით ჩავედით აწყურამდე, არც თუ ისე მეგობრული კაცი იყო, უთხრეს რო გაუჩერე არ დაგავიწყდესო, პასუხი ცუდი იყო აბა სახში ხო არ წავიყვანო. ჩამოვედი თბილი მადლობა გადავუხადე და გზას გავუყევი. უკე ღამდებოდა 5 ხდებოდა მანქანები კი ფიზიკურად არ დადიოდნენ. საკმაოდ გავცდი ასწურს, იქვე ეზოში ვიკითხე თბილისი მარშუტკები ხო იქნებიან თქო, პასუხი დამაკმაყოფილებელი იყო, ბოლო ახალციხიდან 8 საათზე გამოდისო. რამდენიმე ასელი მეტრის გავიარე და ისევ სარეისომ გავაჩერე, ფიზიკურად მანქანები არ დადიოდნენ და რა მექნა დამაღამდებოდა იქ. სარეისო ხაშურამდე მიდიოდა, ქაშურიდან, უკვე მარტივი იყო ავტოსტობით წასვლა, გეგმა მარტივი იყო თუ გივან ღამე ცავიდოდა მაშინ ეგრევე სარეისოტი წავიდოდი თბილისში. საკმაოდ დიდი ხანი მოუნდა ხაშურამდე ჩასვლას, ხშირად ჩერდებოდა და ნელა დადიოდა.
ხაშურში რო ჩავიდა 06:30-წუთი იყო, სანამ მარშუტკიდან ფეხს ჩამოვდგამდი გადაწყვეტილი მქონდა რო სარეისოთი წავსულიყავი თბილიში, მარა ჩანთა რო მოვიკიდე ეგრევე გადავიფიქრე, და გზას გავუყევი, ერთი რაც გავაკეთე ფული გამოვტანე ბანკომატიდან და ხაშურის გასასვლელისკენ გავსიწე. 10 წუთის სიარულსი მერე გადავწყვიტე რო სარეისოებიც გამეჩერებინა და წავსულიყავი ისე თბილიში. ბევრმა თბილისის სარეისომ გამოიარა მარა არ გამიჩერეს ადგილები ა ქონდათ. ცოტა შემაშინა ამ ფაქტმაა, ამ ფიქრებში ვარ და რამდენიემ ტრაილერმა ჩაიარა უკან დიდი კოლონა მოდიოდა მანქანების, ერთ ერთმა გამიჩერა BMW ახალგაზრდა ბიჭი იჯდა რულთან, მარტო იყო. თბილიში მივდივარო, მეც რაღა მინდოდა, ჩავაგდე ჩანთა და თბილისისკენ გავსწიე. საინტერესო მგზავრობისას არაფერი მალე ჩამოვედი თბილიში, ერთი რაც მივხვდი ვისაც ოდესმე BMW ყოლია ან ყავს ტარებაში გიჟია. ტრასასე ისეთი არაფერი ჩქარა არ დადიოდა, მარა თბილიში რო შემოვიდა, ისევ იმ სიჩქარით დადიდო რაც ტრასაზე, გიჟურ მანევრებს აკეთებდა. როგორც იქნა სარაჯიშვილის მეტრომდე მიმიყვანა, დიდი მადლობა გადავუხადე და სახლისკენ გავსწიე.
მამაჩემს დავურეკე, ნაძალადევის მეტროსთან დამხვდა სახში მალევე მივედი. ნასიამოვნები ვიყავი ამ შაბათ კვირით, სახლში მისულმა ვიგრძენი დაღლა, საღამოს ქეთიმ დამიერეკა როგორ ჩახვედიო. თმოგვზე ასულან გოგირდის აბანოებში უბანავიათ და ისინც ახალი მისულები იყვნენ სახლში. ერთი სიტყვით დიდი შესვენების მერე კარგი გასხვლა გამოვიდა.