Monday, September 16, 2013

მესხეთ-ჯავახეთი

ეხლა სამსახურში ვარ, ცოტა ფეხებ ახეული მარა ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. კიდევ ერთი ლამაზი და ძაან კარგი გასვლა, რომლის დაწერაც და აღბეჭდვა მომინდა. ისევ და ისევ ჯავახეთი, ოღონდ ამჯერად მესხეთ ჯავახეთი. სულ 3-ჯერ ვარ ნამყოფი ჯავახეთში და სამივეჯერ იმდენად ლამაზი და სასიამოვნო გასვლა იყო რო თვითეული ავღბეჭდე და შევინახე ჩემს დღიურში. არც ეს გასვლა იყო გამონაკლისი და ჰა ვწერ. რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნეა ივენთი. ეგრევე ჩავეწერე სიაში და ჩემი მეგობარიც თამო ზარქუაც ეგრევე დაუფიქრებლად ჩაეწერა და თავის მეგობარიც ხატიაც მიაწერა სიას. სამწუხაროდ თამოს და ნინომ ჯერ არ იცოდა წამოვიდოდა თუ არა მაგისტრატურის გამოცდების ამბავი იყო და ჯერ არ ქონდა გარკვეული. ძაან გული მწყდებოდა რო ვერ მოდიოდა. ახალი დაბრუნებულები ვიყავით შატილის გასვლიდან და მაგრად ძალიან მაგრად შევეჩვიე ამ ორ საყვარელ დაიკოს. რაღაცნაირად გული მწყდებოდა და ვგრძნობდი რო რაღაც დაგვაკლდებოდა არა მარტო მე არამდენ თამოსაც. საბედნიეროდ რამდენიმე დღით ადრე გაარკვია ყველაფერი და სიაში ჩაეწერა, ძაან გამიხარდა ეს ყველაფერი ისევ ის პატარა გუნდი შევიკარით. ვიცოდი სადაც მივდიოდი და ვიცოდი რო ძაან ძაან მოეწონებოდათ ჩემს მეგობრებს. ვიცოდი თუ როგორი ადამიანია ჩვენი ნუცა და მისი ტურები რო არასდროს არ უნდა გამაზო. მისი ისტორიები და ძალიან ლამაზად და საინტერესოდ მოყოლილი ლეგენდები თუ ისტორიული ფაქტები. ნამყოფი ვიყავი მეუფის მუზეუმში და ვიცოდი თუ რამხელა სიამოვნება ელოდათ ჩემს მეგობრებს. ამ მოლოდინსი ვიყავი, უკვე დღეებს და საათებს ვითვლიდი როდის მოვიდოდა შაბათი დღე, რომ ეს ლამაზი მოგზაურობა დაწყებულიყო. უფრო მეტად კი თამოს და ნინოს იქ ყოფნა მახარებდა. ვიცოდი რო 2 ლამაზ და დასამახსოვრებელ დღეს ვაჩუქებდი, რაც ძააან მახარებდა. ერთი სიტყვით შაბათ დილის შვიდზე სევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან, ჩვენმა მძღოლმა დააგვიანა, საბურავი დაშვებია და... ცოტა გვიან გავედით თბილისიდან სადღაც 9 საათი იყო დაწყებული. ჩემთვის იქ მყოფები ადამიანები ყველა ნაცნობი არმოჩდა, რამაც უფრო სასიამოვნო გახადა მგზავრობა. გზაში ტრადიციულად სმა მიდიოდა და ესე ღიღინ ღიღინით მივდიოდით. ჩვენი პირველი გაჩერება აწყური იყო, სადაც აწყურის ციხე მოვინახულეთ და აწხურის მთავარი ეკლესია. ჯერ აწყურის ციხე დავიპყაროთ, აწყურში ნუცას მასპინძელი დაგხვდა მგონი დათო ერქვა. მან დაგვათვარიელება აწყური და მოგვიყვა ბევრი საინტერესო ისტორიები. ვნახე წყალ გაყვანილობა ციხეში თუ რა მაგრად ქონდათ მოწყობილი. აწყურის ციხეს აქვეს დიდი გამონგრეული გალავანზე. მოღალატე რუსმა გენერალმა ტოტლებერმა, რომელმაც ერეკლე II უღალატა და ციხეს ზარბაზანი ესროლა. შემდეგ ვნახეთ ეკლესია რომელიც ძაალიან დიდი არის ამბობენ სვეტიცხოვლის ხელააო. მარა სრულიად დანგრეული მარტოღა შემორჩენილია კედლები. ისტორიული ძეგლების მონახულების შემდეგ ჩვენმა მასპინძელმა სახში შეგვიპატიჟა, დავათვარიელეთ მასპინძლის სახელოსნო, თიხაზე მუშაობს და ფილებს ამზადებს და სხვა ბევრ რაღაცეებს. ხილით გამასპინძლების და ბევრი სურატების გადაღების შემდეგ მანქანასთან დავბრუნდით. უკანა გზაზე ბაჩო ორ მოხუცს გამოესაუბრა, ერთ ერთის სახელი მართლაც რო უცნაური იყო, ბელთაგარი ერქვა და ამტკიცებდა რო ამიერ კავკასიაში მარტო მას ერქვა ეგ სახელი. მანქანასთა მისვლისას სურათი შემდეგი გვხვდება, მტკვრის მეორე ნაპირზე დრამი და მიქაელა არაყს სვამენ, სუფთა რობინზონ კურზო იყოო იმ პომენტში. ბევრი იბანავეს და ჩვენც ძაან მოგვანდომეს ბანაობა მარა შესაბამისად არ ვიყავით მომზადებულები. განსაკუთრებით კი თამოს მოუნდა ბანაობა. როგორც იქნა მანქანაში ჩავიბარგეთ ყველა და გავუდეგით გზას. ჩვენი გეზი მესხეთისკენ იყო აღებული, კონკრეტულად კი ურაველისკენ. ხო დამავიწყდა, ბორჯომში ჩვენი ერთი თანამოლაშქრე ავიყვანეთ გიორგი. ამჯერად კი ირაკლის ასაყვანად გავრჩერდი მესხეთის გადასახვევთან. 1 საათში ირაკლიც მოვიდა. ლოდინში ბევრი სურათები გადავიღეთ ვიმხიარულეთ ვიცინეთ და ასე შემდეგ როგორც ჩვენ შეგვეფერება ისე ვიყავით. ირაკლი სამხედრო არის, ავღანეთიდან 2 თვის დაბრუნებული. რო ჩამოვიდა ჩანთა და ეგრედ ცოდებული ღმერთების სასმელი ჩამოდგა მანქანიდან 6 ლიტრა შავი ღვინო. ალბათ ყველა მიხვდა რო ღამე მაგრად გავერთობოდით. ერთი სიტყვით დავიძარით ურაველისკენ სადაც ურაველის აგარები უნდა გვენახა. სოფელ ურაველში შევედით იქიდან გზა ფეხით უნდა გაგვეგრძელებინა. არ ვიცი საიდან როგორ ნუცამ გამოაცხადა რო მანქანიტ აგვიყვანენო. და იქვე დიდი ურალი იდგა. ურალს შეკეთება ჭირდებოდა და ცოტა ხნით ლოდინი მოგვიწია. სადღაც ნახევარ საათში შეაკეტეს ჩვენი ურალი და დავიძარით. ყველანი უკან პრიცებკაზე დავსხედით. პრიცეპკა ღია იყო არც მოაჯირები და არაფერი არ ქნდა ფიცრებით იყო გაფართოებული გვერდებზე. თივის და შეშის საზიდვად ქონდა გადაკეთებული. სანამ ველოდებოდით, ბევრმა ურალმა ჩაიარა თივით დატვირთულმა. მთიდან თივები და ტუკები მოქონდათ. ერთი სიტყვით 22 ადამიანი შევეყარენით ამ ურალზე და შევუდეგით გზას. გზას მარა რა გზას ეს იყო ენით აუწერელი სიამოვნება და ღადაობა, სრულიად გაუვალ გზაზე ამ დიდი ფერდებზო გაჭრილი დიდი კლდებიანი გზა, სამ ხიდიანი ურალი და 22 ადამიანი მის კუზაოზე. არ ვიცი როგორ ახერხებდა ის მანქანა იქი ასვლას მარა წარმატებით მიდიოდა, ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ვისხედით და ვტკბებოდით ამ ყველაფრით. ზოგს ეშინოდა ზოგსაც სიამოვნებდა ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, თითქმის ასულები რო ვიყავით საწინააღმდეგო მხარეს მანქანა შემოხვა შეშით დატვირული ვილისი. მოდი და ამ გზაზე აუქციე გვერდი მანქანას. ავუქციეთ გვერდი მარა ეს სავალალაოდ დაგვიჯდა, ჩვენ მანქანას წყალი აუდუღდა და ჩამოსვლა მოგვიწია. გზა ფეხით გავაგრძელეთ ემოციებით და ადრენალინით დატვირთულებმა. მალევე ავედით იქ სადაც მანქანს უნდა ავეყვანეთ, აღმოჩდა რო სულ ცოტა დააკლდა. დაგვხვდა გაშლილი ველები სადაც ბევრი თივის ზვინები იყოო. ჩვენ ხამებივით შევესიეტ ამ თივის ზვინებს, ბევრი საინეტერესო სურათი გადავიღეთ, ვიმხიარულეთ და ვიცინეთ. აზრი არ აქვს ბევრი რამის წერას იქ უნდა ყოფილიყავით რო ეს ყველაფერი გაგეგოთ და გეგრძნოთ. მთა გადავიარეთ და დავეშვით დაბლა ჩვენი დანიშნულების ადგილისკენ. დაშვებაც ძაან ლამაზიდა საინტერესო იყოო ისევე საინტერესო როგორც ამოსვლა. პატარა საურმე გზა ბუნებას უკვე ეტყობოდა რო შემოდგომა იყო გზა ხმელი ფოთლებით იყო დაფარული და მთის ფერდობები ჯერ კიდევ მწვანედ იყო შეფერილი. წარმომიდგენი გვიან შემოდგომაზე თუ რა ლამაზი იქნება ის ფერდობები. მოვინახულეთ ურაველის აგარები, რომლის რესტავრაციაც ახალი დაწყებული იყო. დავტკბით ამ შესანისნავი ძეგლით და უკან დავიძარით უკვე საკმაო გვიანი იყო, საბანაკე ადგილამდე კი საკმაოდ შორი იყო, ჯერ მანქანასთან უნდა დავბრუნებულიყავით. სხვა გზით წამოვედით ტყე ტყე, საურმე გზით არ დავბრუნებულვართ. ძაან მაგარი იყო ტყეში ბოდიალი. საკმაოდ ბევრი ვიარეთ, და როგორც იქნა ჩავედით სოფელში, ტყიდან რო გავედით თავი მესაზღვრეების ესოში ამოვყავით, მესაზღვრეები გაგიჟდნენ თქვენ აქ რა გინდათო საიდან მოდიხართო. ტყეში დაშვებისას ხატია ცოტა დაგვეღალა, მარა შეძლო და ჩამოვიდა მანქანმდე მშვიდობით. (რამდენიმე სიტყვა ამ ადამიანზე: ძაან კარგი ადამიანი ხალისიანი და საყვარელი. კიდევ ერთი კარგი მეგრელი ადამიანი. არ მოუწყენია მარშუტკაში მგზავრობისას და არც ჩვენ მოგვაწყინა მთელი ორი დღე. ცოტა ფიზიკურად ძლიერი და ზედ გამოჭრილი მოლაშქრეა, ხალისიანი და ძაან კონტაკტური.) ერთი სიტყვით მივაღწიეთ მანქანასთან, ყველანი ძაან მშივრები და მწყურვალები ვიყავით. უცებ დავნაყრდით და ანდრიაწმინდისკენ ავიღეთ გეზი. მანქანამ გვიჯიგრა და ანდრიაწმინდამდე აგვიყვა რაც გეგმაში ფეხით უნდა აგვევლო, უკევ გვიანი იყო, სადღაც 9 საათი იყო რო ანდრიაწმინდაში ავედით, სოფელში ერთი კაცი ავიყვანეთ რო გზა ესწავლებინა. სოფლის ბოლომდე გავედით და იქიდან ფეხით დავიწყეთ მსვლელობა. სოფლის მთა უნდა გადაგვევლო და ტყესთან უნდა დავბანაკებულიყავით. ღამე ძაან ნათელი იყო რამაც უფრო გაამარტივა ჩვენი მსვლელობა. პატარა ღამის ტური გამოგვივიდა, საბედნიეროდ ძაან კარგი გამყოლი გყვავდა, ირაკლი. რომლის წყალობითაც უცებ გადავიარეთ ეს მთა. მალევე ტყეც გამოჩდა, ტყის პირას დავბანაკდით, თამოს და ნინოს წყალობით უცებ გავშალეთ კარავი, მართალია საკმაოდ დაღლილები ვიყავით და მშივრები მარა არ დაიზარეს სასტავმა და შეშა შევაგროვეთ, არ გაგვჭირვვებია ტყის პირას ვიყავით საკმაოდ ბევრი შეშა მოვზიდეთ. ერთი ცუდი ფაქტი იყო, წყალი არ გვქონდა, უფრო სწორად ძაან ცოტა გვქონდათ, ჩემებმა ცოტა დაისვენენს კარავში, მალევე სუფრა გაიშალა, აღმოჩდა რო იმ 6 ლიტრიანი ღვინის გარდა კიდევ 5 ლიტრა გვქონდა. ორივე შავი ღვინო იყო. მე დალევის ხასიათზე ვიყავი, რაც იშვიათი ხოლმე მარა მართლაც ისეთი კარგი სიტვაცია იყო რო მოგინდებოდა დალევა. თამოც შემომიერთდა სმაში და მაგრად გავაჯაზეთ, აი ძაან მაგარი იყო. ნუცას ბუშტები და სანთლები ქონდა წამოღებული. ძაან მაგარი იყო, თქვენ განსაჯეთ იქ რა სიტვაციაც იყო 10 ლიტრა შავი ღვინო დავლიეთ რამდენიემ ადამიანმა. ისეთი მწყურვალი ვიყავი რო ჩემი დიდი კრუშკით ვსვამდი ღვინოს, თამოც არ ჩამომრჩა. ნინო დაღლილი იყო და ადრე დაწვა. სუფრაზე მე, თამო და ხატია ვიყავით და სასტავი. ცეცხლის გვერძე კარგად მოვილხინეთ, მეტი რო არ შეიძლება ისეთი სიამოვნება მივიღეთ. პარალონიც დავწვით სანთლისგან ცეცხლი გაუჩდა. რავი მთელი რიგი პრიკოლები იყო. თამომ რამდენჯერმე ხელი მკრა და თავი რო ვერ შევიკავე და გადავკოტრიალდი მივხვდი რო საკმაოდ დალეული ვიყავი. აღარც გავარძელე და დასაძინებლად წავედი. ხატია ფხიზელი იყო. მე და თამო რო დავწექით მერე ხატიაც დაწვა, სუფრა აალაგა და ბანაკიც რო დაიშალა ხატიაც დაწვა. კარავშიც მთელი რიგირ პრიკოლები იყო. ორი მაგარი ნასვამი ადამიანი. თამოს გვერზე ხატია იწვა. ხატია რო შემოვიდა თამოს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ხატიას ეხუტებოდა და სიყვარუსლ ეფიცებოდა. ძაან მაგარი სიტვაცია იყო. ეგრევე გავითიშე და გათიშულმა დავიძინე. ბუძელნიკი დილის 6 ზე მქონდა დაყენებული, იდეაში მზის ამოსვლა უნდა გვენახა. რო დარეკა ბუძელნიკმა ვის ქონდა მაგის თავი, გავთიშე ტელეფონი და დავიძინე. სადღაც 8 საათი იყო რო გავიღვიძე, მარა რა გავიღვიზე, მაგარ პახმელიაზე ვიყავი და თავი მტკიოდა. კარვიდან პირველი ნინო გავიდა მერე მე გავედი. სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით რათა 9ზე საფარაში ჩავსულივათი და წირვას დავსწრებოდით. ბანაკი უცებ აიშალა. ცუდ პახმელიაზე ვიყავი ესე არასდროს ვყოფილვარ. ბანაკი უცებ ავშალეთ, ხელის განძრევის თავი არ მქონდა. თამომ და ნინომ იყოჩაღეს და კარავი ისე დაშალეს და ჩადეს ჩანთაში ხელი არც გამინძრევია. აქ მოხდა მაგარი პრიკოლი, გვიანობამდე ვინც სვამდა არაფერი აღა ახსოვდა. ერთი ჩვენი თანა მოლაშქრე დათვი, როგორ ჩავიცვი კურტკა და როგორ დავწექი არ მახსოვსო. მოხდა ისე რო კარავში რაც ხდებოდა არაფერი არ ახსოვდა თამოსაც, მაგრად ვიმხიარულეთ ამ ყველაფრით. კარგი იყო. უცებ ავალაგე ჩემი ჩანთა. ორი ჩემხელა ჩანთა მოვიკიდე და დავიძარით საფარისკენ. არც ვჭამეთ, უფრო სწორად არავის ქონდა ჭამის თავი და თან ნუცა უნდა ზეარებოდა. ტყეში შევედით და საურმე გზას გავუყევით. საფარაში მალევე ჩავედით უფრო სწორად ძაან მალე. წირვასაც დავესწარით, საუცხოო რამ იყო. კაცების გალობას აქამდე მოსმენილი არ მქონდა, ეს ენით აუწერელი სიამოვნება იყო, ძაან კარგად იმოქმედა მამაოების გალობამ, ყველანაირმა ტკივილმა და ცუდმა შეგრძნებებმა გამიარა. ეზოში დავსხედით ყველა, ტაძრის გვერძე, გალობა საუცხოოდ ისმოდა ტაძრიდან, ერთი დიდი ნეტარება იყო ჩემთვის. პატარა წავილუკმეთ და ცოტა ხალისზეც მოვედით იქაურობის თვარიელება დავიწყეთ, მე, თამომ და ნინომ ბევრი ვიძრომილაეთ საფარას მონასტრის თავზე ორი კოშკი დგას ორივეში ავედით, საკმაო ძრომიალი მოგვიწია გალავნებზე, ბევრი ძრომიალი ვიწრო შესასვლელებში და ბევრი დასამახსოვრებელი სურათიც გადავიღეთ. ამასობაში საფარაში ბევრი ექსკურსია მოვიდა. საკმაო სიცხე იყო. სადღაც პირველისკენ დავიძარით, ფეხით უნდა ჩავსულიყავით ახალციხემდე. სადღაც შუაში გავჩერდით და კარგად მოვილხინეთ, მე ისევ პახმელიაზე ვიყავი და არაფერი ჩამდიოდა, ლობიანი და კიტრი შევჭამე. კიტრი კარგად წავიდა მარა ლობიანი არა, მგონი გაფუჭებული იყო, მარა ვინ უყურებდა მაგას. ნუცამ მანქნას გადაურეკა რო საფარაში ამოდიო. ზოგს სიარული უნდოდა და ნაწილმა განაგრძო გზა. მე, თამო, ნინო და ხატია წინ მივდიოდით. მოხდა ისე რო გავერთეთ მე და ნინო საუბარში და საკმაოდ გავუსწარით ყველას. კარგა ხნის სიარულის მერე ირაკლი წამოგვეწია და გადაგვასწრო. უღელტეხილზე რო შევდეგით ახალციხეც გამოჩდა, იქვე წყარო იყო წყალი ავავსეთ. მე, ნინო და ირაკლი დავეშვით ახალციხისკენ. ირაკლი მოკლეებზე ჩავიდა და ჩვენც მივყევით დაღმართზე სიარული ამხელა ჩანთით დამღლელია მარა ეგ არაფერი. უცებვე ჩავედით ახალციხეში და გზაზე გავჩერდით. მაღაზიაში წვენი ვიყიდეთ, უფრო სწორად ირაკლიმ გვიყიდა, გაასწორა წვენმა, იქვე ჩრდილში დავსხედით და პაწა ჩავთვლიმეთ, ნინო ჩემს ჩანტაძე მიყუდებული, ირაკლი თავისაზე მეც გვაზე ვიჯექი და სიცხისგან მოთენთლიბეს ჩაგვეძინასავით. უცებ მარშუტკამ გააჩერა და რუსულად რაგაც გვითხრა, რათქმაუნდა ვერ გავიგე და ქართულად რო ვუთხარი რა გინდა თქო. უი ქართველები ხართო? ავტო სტოპი ხო არ გინდათო, ტრასამდე გაგიყვანთო. მაგარი ხალხია ჯავახეთში, ავტოსტობის მამები არაინ. სადღაც 40 წუთის ლოდინის შემდეგ მანქანც ჩამოვიდა. უკვე საკმაო გვიანი იყო, ახალციხეში შევედით ჩვენი ბორჯომელი თანამოლაშქრე ჩამოვსვით და ჩვენ გეზი ხერთვისისკენ ავიღეთ. 1 საათიანი მგზავრობის შემდეგ ხერთვისში ჩავედით და დავიპყარით ხერთვისის ციხე, უკვე აღარ ვიცი რამდენჯერ ვარ ნაყოფი ხერთვისში. ბევრი ვიმაიმუნეთ ვიხტუნეთ და რავი მე. მერე კარგა ხანს მტკვარზე გადებლ ბეწვის ხიდზე ვისხდეთი და სასიამოვნოდ დაღლილებს ადგომაც აღარ გვინდოდა. ნეტარებს რამდენიმე წუთი გვქონდა. შემდეგი ჩვენი გაჩერება ახალქალაქი იყო, სადაც ტურინის სუდარა მოვინახულეთ და მეუფეს მუზეუმიც დავათვარიელეთ. ახალქალაქში კიდევ ერტი საინტერესო მონაკვეთი იყო ჩვენი ლაშქრობისა. მოვისმინეთ ტურინის სუდარის ისტორია. მერე გადავინაცვლეთ მეუფეს მუზეუმში, სამწუხაროდ მეუფე არ იმყოფებოდა. მე მესამედ ვიყავი მუზეუმში, ამ ჯერზე უფრო დაწვრილებით დავთვალიერე თვითეული მუზეუმის ნივთი, ძაან მრავალფეროვანი და საიტერესო მუზეუმი აქვს მეუფეს. კარგა ხანს მოვუნდით მეუფის მუზეუმის დათვარიელებას, მგონი რო ჩემმა მეგობრებმა დიდი სუამოვნება მიიღეს ამ ყვეაფრისგან. უკვე საკმაო გვიანი იყო რო თბილისისკენ დავიძარით. სომხური ნაყინები მივირთვით და გზა განვარგძეტ თბილისისკენ. გზა ჩემთვის ძაან ცუდი იყო, მგონი ლობიანმა ცუდად იმოქმედა ჩემზე და მთელი გზა ცუდად ვიყავი, არა და მგზავრობაზე პრობლემა არასდროს მქონია. საბდენიეროდ მშვიდობით ჩავედით თბილიში, 11 რაღაც წუტები იყო რო რუსთაველზე ჩამოვბარგდით. ხალხის რაღაც ნაწილმა გადავწყვიტეთ თავისუფლებამდე გაგვესეირნა. თავისუფლებამდე ჩავედით და სახლებისკენ დავიშალეთ. ერთი სიტყივთ და ორი გაგებით: ბევრი რამ გამოვტოვე და შეიძლება გამომრჩა კიდეც, მარა ძირითადი მაინც დავწერე. კიდევ ერთ დავწერ იქ მყოფებზე, ჩემთვის პირველი ლაშქრობა არ იყო ამ ადამიანებდათ ერთად და არც უკანასკნელი იქნება. უკვე კარგად ვიცნობ, მინდა მადლობა გითხრათ ხალხო თქვენი გულიანი ადამიანობისთვის. ნუცა, საუცხოო ადამიანი ხარ რო იცოდე, ჯერ მარტო იმიტომ რო 3 ლამაზი გასვლა მაჩუქე, ცხოვრება გამიხალისე და ასე შემდეგ. რაც შეგეხებათ თქვენ დებო ზარქუებო. მიხარია რო ჩემ გვერძე ხართ და იმედია რო კიდევ ბევრჯერ წავალთ ერთად და ის საერთო სურვილები ერთად უნდა ავისრულოდ აუცილებლად. მომავალ ლაშქრობამდე.