Thursday, August 15, 2019

ჩაჩუბეთი


08.07.2012 00:00

შაბათი დღე ბუძელნიკი 06:30 მეყენა, დარეკა თუ არა ეგრე ავდექე, დილის 8 ზე კივილასთან ვიყავი დაბარებული. ჩემმა ადგომამ მშობლები გააღვიძა, იცოდნენ რო უნდა წავსულიყავი და ეგენიც ეგრევე ადგენენ. მე არაფერი არ მაინტრესებდა, სწრაფად ვემზადებოდი და ჩემ წასვლაზეც არაფერს არ ამბობდნენ.ასე იყო თუ ისე უცებ გავემზადე პური ვჭამე, მამამ მეტრომდე ჩამიყვანა და კივილასკენ გავწიე, გლდანში. სადაც ცხოვრობდა მშვენივრად ვიცოდი, რადგან ნინოს მეზობელი იყო. სადღაც 9 იწყებოდა რო, კივილას კორპუს მივუახლოვდი. ვიცოდი რო ძმის მანქანით უნდა წავსულიყავით და ჯიპი ყავდა. დავიწყე ეზოში მანქანების თვარიელება მარა შესაბამისი მანქანა ვერ ვნახე. მერე კივილას დავურეკე რო მოვედი მეთქი, უცებ ჩამოვიდა და მაღლა სახში ავედით. აღმოჩდა, რო ძმა დაოჯახების მერე ცალკე გადასულა საცხოვრებლად. ძალზედ საინტერესო ოჯახი ყავს კივილას, რაც მთავარია თბილი და კეთილი ადამიანები. სხვანაირად არც იქნებოდა კივილაც ხო ეგეთია. ველოდებოდით კაკის, კაკი გიორგის ძმაა. ამ მზადება მზადებაში 10 საათიც მოვიდა, ამასობაში ნინომ გიორგის დამაც გაიღვიძა. ნინოს მე ვიცნობდი ბირთვისიდან. საუბარ საუბარშიც დრო გადიოდა. მერე კაკიც მოვიდა, თავის მეუღლესთან ერთად. კიდევ კარგი ხანი გავჩერდით, სადღაც 11 სკენ დავიძარიდ, მანქანაში ჩავბარგით და გზას გავუყევით. ერთი ორი სიტყვა მანქანაზეც უნდა გითხრათ. მანქანა მიცუბიშის მარკისაა, გარედან დიდი ვერაფერი მარა ძალზედ საინტერესო რამე აღმოჩდა. როგორც ჩანს კაკი ტექნოლოგიეგბში კარგად ერკვევა, მანქანა გაზზე იყო და თურმე თვითონ გადაეყვანა გაზზე. მანქანას ქონდა დიდი საბარგული თავზე. სალონში ოთხი კამერა ეყენა რომელიც გზას უყურებდა. აგრეთვე ორი მონიტორი რომლითაც ეს კამერები კონტროლდებოდა. ქონდა აგრეთვე უამრავი ახჭურვილობდა. ერთი სიტყვით ეტყობოდა რო პატრონი პახოდის ადამიანი იყო. დავიძარით, მცხეთით წავედით, როგორც აღმოჩდა შორი არ იყო, ან მე ვერ ვიგრძენი მგზავრობა. 40 წუთის მერე გზიდან გადავუხვიეთ და გრუნტიან გზაზე გავაგრძელეთ გზა. საკმაოდ დიდხანს ვიარეთ ესეთ გზაზე ხან ზევით ხან ქვევით, უმეტეს წილად ზევით. საკმაოდ დიდი აღმართებს ავდიდოდით და მე მიხაროდა რო უფრო და უფრო საინტერესო ადგილას რო მივდიოდით. მერე კაკიმ გიორგი დასვა მანქანაზე, ტარების სწავლების მიზნითდა თვითონ აიღო ფოტოაპარატი და მანქანის სახურავზე შემოჯდა.ბუნებას და საინტერესო ხედებს უღებდა სურათებს. ერთი სიტყვით მივედით, ჯერ პირდაპირ, მეზობელთან მივედით. მეზობელთან ქონდასთ სკები. სულ 20 სკა აქვთ. ჯერ სკებს მოუარეს, ძმებმა მოასუფდთავეს გათიბეს ბალახი და სკები შეამოწმეს. დიდი დრო წაიყო ამ ყველაფერმა. მე ვერ ვეკარებოდი რადგან ბევრი ფუტკარი იყო იმათ კი სკაფანდრები ეცვათ, მარა კბენა მაინც მოახერხეს, ჩვენი გიორგი საკმაოდ დაკმინეს დაახლოებით 15 მაინც უკბინა სულ მცირე. მე შორიახლოს ვიდექი სახლის მარა მეც არ დამტოვეს ისე და სამმა მოასწრო კბენა. პირველი ნაკბენი მარცხენა ხელის შუა თითზე, მეორე კისერში და მესამე მარცხენა ხელის მტევანზე.როგორც მითხრა გიორგიმ ნაკბენი სპეციფიკურ რაღაცას ტოვებსო და შემდეგი ფუთკარი კბენას რო ცდილობს ცდილობს რო იგივე ადგილას გიკმინოსო. ახერხებენ კიდეც ნაკბენის მიდამოში კბენას. მერე უკვე გიორგის სახლისკენ დავიძარით. უცებ ჩავედით, აღმოჩდა დაჩების პონტი. დაკეტილი სახლები, სადაც ხალხი მარტო სეზონზე ჩამოდიან, ან როცა გაუსწორდებათ მაშინ. 2 სართულიანი სახლი, გარშემო პატარა ბაღით, და ღობესთან ჩაყოლებული ალუბლები. რომლის დასაკრებათაც ჩავედით ჩვენ. საჭმელი არ გვიჭამია, არ გვშიოდა, მე უკვე გამოცვლილი ვიყავი ჯერ კიდე ფუტკრებთან რო ვიყავით მაშინ გამოვიცვალე. ეგრევე შევუდეგით მუშაობას. მე და გიო ერთ ხეზე, ერთ ვედროში ვკირფავდით. აკაკიმ სანაძლეო შემოგვთავაზა, ვინ უფრო მალე დაკრიფდავსო, ოღონდ ჩვენ რო ორნი ვიყავით ორჯერ მეტი უნდა დაგვეკრიფა. თუ მოვიგებდით მანქანით წავიდოთი მდინარეზე თუ არა და ფეხით. ამ სტრატეგიამ გაამართლა და უცებ გავავსეთ 40 ლიტრიანი ქვაბი. არ ვიცი ვახსენე თუ არა მარა ამ სოფელს ჩაჩუბეთი ქვია. მდინარეს კიდე თეძამი. უცებ ავლაგდით და მანქანაში ჩავლაგდით ორ ლიტრიანი ღვინო წავიღეთ საზამთრო, კიტრი, პამიდორი და ატამი. თეძამი აღმოჩდა პატარა, მთის მდინარე. სუფთა ჩქარი სადაც დიდი ქვები ეყარა და საინტერესო მორევებს აკეთბდა.აკაკიმ მანქანა მდინარის პირას გააჩერა, მანქანაში ჰამაკი და ლებიოტკა ჰქონდა და მდინარის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე, ჰამაკი გაჭიმა მანქანის და ხეების დახმარების, შუა მდინარეზე ჰამაკში ვნებივრობდით.ეს ორ ლიტრიანი ღვინო რო დავლიეთ, გიორგის გეგმაში ქონდა რო მთაზე ზევით უნდა ავსულიყავით სადაც ეკლესია იყო. ხო დამავიწყდა ჩვენთან ერთად ბუკია გაგა იყო, გიორგის ბავშვობის მეგობარი, ამ ორ ადამიანს მოვლილი ქონდა იქაურობა. მასაც უყვარდა სიარული და ექსტრემი, თურმე ცოტა ხანი კლდეზე ცოცვაზეც კი დადიოდა და კიდე თორნიკე მჯავიას ნაცნობიც ყოფილა. ერთი სიტყვით ჩვენ სამნი წავედით. იდეა ის იყო რო თურმე იმ ეკლესიაზე ჩვეულებრიბი ბილიკი ადიოდა მარა ორ მეგობარმა სხვა გზა უფრო საინტრესო იცოდნენ და რთული. დავიძარით ჩანჩექირს ნადენებს მივუყვებოდით, სადაც წყალი დამშრალი იყო რათქმაუნდა. მარა კლდეები სველი იყო მაინც. თავიდან დიდი არაფერი მარა მერე მივადექით სალ კლდეებს ერთი ეტაპი ავიარეთ მარა მეორე ეტაპზე თითქმის ნახევარი საათი ვიყავით გაჭედილი. მე და კივილა, თოკებით ვიყავით გადაბმული და შეთანხმებულად ერთმანეთს ვიჭერდით, კლდე სველი იყო და ფეხი გვიცურავდა. აი ამ დროს გამომამდგა ვარჯიში კლდეზე ცოცვაზე. თავს მაგრა ვიმაგრებდი და კივილას და ბუკიას ტოლს არ ვუდებდი. ბუკია მარდი აღმოჩდა, ალბათ კივილაც მიყვებოდა უკან მარა მე ვაფერხებდი. ბუკიამ ის ეტაპიც აირა მარა გაჭირვებით. ჩვენ შუა კლდეზე გაჩხერილები, ბუკიას ველოდებოდით რო უნდა ჩამოსულიყო მეორე მხრიდან და ავეყვანეთ მარა შენც ამ მომიკვდე. იქ ისეთე სიტვაცია იყო რო სულ ზევით ზევით უნდა გევლო. უკან წამოსვლის შანსი არ იყო. ამას რო მივხვდით მე და კივილა, გადავწყვიტეთ რო ბუკია როგორც ავიდა ისე ავსულიყავით ჩვენც. პრობლემა გვქონდა დიდი. კლდე იშლებოდა და ძნელი იყო მყარი მოსაჭიდის მოძებნა. მარა შევძელი ის რო მარჯვნიდან მარცხნივ გადავედი სადაც მიწა იყო და ბალახები დიდი, ვიყოჩაღე მაგ დროს, მარა მიწაც საშინელი იყო სილა თითქმის პროსტა ბალახების ფესვები ამაგრებდა. ერთი ბალახი ვნახე იმას მოვეჭიდე ფეხიც რო გავამაგრე მერე კივილამ დაიწყო მარცხნივ გადმოსვლა ასე იყო თუ ისე გადმოვიდა. 2 მეტრით მაღლა რო ავედით მერე ხეები იყო და ხეების დახმარებით უცებ ავედით. მარა კიდე ერთი პრობლემა დაახლოებით 3 მეტრიანი სალი კლდე. აი მანდ კი მართლა გავიჭედეთ კაი ხანი, უკან დაბრუნების შანში არ გვქონდა, იმ სამ მეტრიან კდეზე სადღაც შუაში იყი ხე და ოდნავ დადგებოდა ან დაწვებოდა კაცი. იმ ხემდე თუ მიახწევდა ვინმე თოკის დახმარებით მერე მარტივი იქნებოდა. ჯერ კივილამ ცადა მარა არ გამოუვიდა. მერე ბუკიამ ცადა და ბუკიას გამოუვიდა მიახწია ხემდე თოკი მოაბა. მარა ეს მცდელობა კაი ხანი გრძელდებოდან. ამასობაში ღამდებოდა. კაკი დაბლა გველოდებოდა და ვიცოდით რო თუ ძაან დაგვაღამდებოდა მაგარ შარში ვიქნებოდით. როგორც იქნა ავედით ამ კლდეზე და ბევრი ლაპარაკის გარეშე დაბლა დავეშვით, მარა დაბლა დაშვებაც ესე მარტივი არ იყო. უგზოო მთაზე მივდიოდით და ვცდილობდით რო ნელ ნელა მაინც დაბლა ჩავსულიყავით, ამჯერად ბუკიამ ივაშკაცა და ის მიგვიძღოდა წინ სწრაფად მოძრაობდა კლდიდან კლდეზე. მაგრად მიკვირდა ჩვენ ეგრე ვერ მივყვებოდით სწრაფად. ბუკია წინასწარ გზას ნახულობდა და იმის მიხვედით ჩვენ მერე დროს აღარ ვკარგავდით. ჩასვლა ძაან გაჭიანურდა, უკვე საკმაოდ დაღამდა. მარტო ტანსაცმელს ვხედავდით ერთმანეთის. მე და კივილა ახლო ახლო დავდიოდით თოკით მარა ბუკია შორს იყო ხოლმე 5 მეტრის იქით აღარ ჩანდა ხოლმე. მარა მაინც მივდიოდით, სანამ სულ არ დაბნელდებოდა იქამდე ჩავედით სადაც წყალი მიედინებოდა მთიდან. ჩავტოპეტ და წყალს გავყევით რათქმაიუნდა მდინარეზე ჩაგვიყვანდა და იქიდან უკვე სამშვიდობოს ვიყავით. მარა საკმაოდ გრძელი გზა აღმოჩდა, ბევრი ეკლები და საშინელი სავალი იყო. ერთი სიტყვით არც ერთი არ დავიბენით და მდინარსი მდელოზე გავედით როგორც იქნა. მაშინ მგონი სამივემ ღმერთს მადლობა გადავუხადეთ. მდინარე გადავჭერით და სირბილით გზას გავუყევით. ბუკია ჩქარა წავიდა რადგან იცოდა რო კაკი გველოდებოდა და მალე რო მისულიყო მასთან. მოსახვევში მანქანამ მოუხვია, დიდი შუქებით, კაკი აღმოჩდა მეზობლებთან ერთად. უსიტყვოთ ჩავჯექით მანქანაში და სახლისკენ გავწიეთ. ხმა არ ამოგვიღია, პროსტა მაგრა გვლანძღავდნენ და ასე შემდეგ. სახში მივედით სველი ბოტასები გავიხადე, ცოტა მოვწესრიგდი და საჭმელად დავსხედით. კარგად რო ვჭამეთ, არაფრის თავი აღამ მქონდა გავშალე ჩემი სპალნიკი კრაოტზე კივილაც გვერძე კრაოტზე მიწვა ეს კრაოტები აივანზე იყო, ღია ცის ქვეშ. სასიამოვნო, სიტვაცია იყო. გიორგიმ ერთი ორი ისტრორია მომიყვა, ფუტკრებზე მესაუბრა, კივილასაც თავი აღარ ქონდა მივწექით და მივიძინეთ.

გათენდა კვირა დილა, თბილიში რო ვიყავი მიჩვეული მზე რო დავინახე სადღაც 9 საათი მეგონდა. საათს რო დავხედე 6-ის რაღაც წუთები იყო, წესივრად ვერც დავინახე. წუხანდელის მერე მაგარი დანგრეული ვიყავი და მეძინებოდა. მე და გიომ დილით 9-ზე გავიღვიძეთ. მოვწესრიგდით რამე რუმე და სანამ კაკი ადგებოდა ცოტა მუშაობა დავიწყეთ, ალუბლის ხეს შევუტიეთ, ნახევარ ნახევარი ვედრო რო დავკრიფეთ მერე კაკიც ადგა. პური ვჭამეთ და უსიტყვოდ ისევ ალუბალს შევუტიეთ. ისეთი არაფერი ხდებოდა, ჩუმად და წყნარად ვკიფავდით ალუბალს. მარა ცოტახნის მერე საზიზღარი საკრეფი გახდა მარტო კენწეროებში ება და კიბით ძალიან ძნელი იყო მიდგომა. სადღაც 3 იწყებოდა რო მივანებეთ თავი და მდინარეზე წაგვიყვანა კაკიმ. გუშინდელზე წუხდა გიორგი რო ბოლომდე ვერ ავედით, მარა მე იქ ახლიდან წამსვლელი არ ვიყავი. მდინარეზე საზამთრო წავიღეთ. ისე ვიყავი ერთი სული მქონდა როდის ვიბანავებდი. მდინარეზე უცებ მივედით, კაკიმ ისევ გაჭიმა მდინარეზე ჰამაკი, კარგა გვარიანად ვიბანავე პატარა ჩანჩქერთან სადაც წყალი ძაან ჩქარი იყო და თავს ძლივს ვიკავებდი. სურათის გადაღება ვთხოვე გიორგის, კაკის მაგარი ფოტო აპარატი ქონდა. მერე დაიწყო სურათების გადაღებები, წყალში საზამთროთი როგორ ვთამაშობდით, ჰამაკზე როგორ ვიწექით და ასე შემდეგ. საინტერტესო სურათები კი გამოვიდა.ერთი სიტყვით კარგად მოვილხინეთ მდინარეზე. სახში რო დავბრუნდით სადღაც 5 რაღაც წუთები იქნებოდა. პური ვჭამეთ, ჭამის მერე მე კი ენრეგიაზე ვიყავი მარა ხალისი არავის გვქონდა ალუბლის კრეფის. ძმები მაგარი მშრომელი ხალხი აღმოჩდა, დაზარებით ვის არ დაეზარება, მარა მაინც უსიტყვიდ კრეფდნენ მეც ალაგ ალაგ ვეხმარებოდი, მარა უკვე ხალტურობა დავიწყე. მერე კაკიმ რო შეატყო რაც ხდეებოდა, ჭკვიანური ხერხი მოიფიქრა, ხეებს კენწეროები დააჭრა. ტოტები დაბლა ჩამოვყარეთ და დაბლა ოთხივემ შეუტიეთ, საკმაოდ ბევრი გამოვიდა მაგრად იკრიფებოდა და ესე უფრო მარტივიც იყო და არ დაგეზარებოდა კაცს. 2 საათი მოვანდოეთ ამ ტოტების კრეფვას, ნელ ნელა ღამდებოდა. თბილისისკენ წამოსვლის დროც მოდიოდა. მანქანა უცებ დავგრუზეთ, ალუბლით და ალუჩით, ჩვენ უცებ გავემზადეთ და 8 საათი იყო ზუსტად რო დავიძარით. მე და გიო უკან ვისხედით სასიამოვნო სიმღერები იყო და ღამის ხედებით ვტკბებოდით. რამდენიმე წუთი წითელი ცა იყო, მერე გაქრა, მზე ბოლომდე ჩავიდა. გიოს გზაში დაეძინა, მე ეგეთ დროს ვერ ვიძინებ ხოლმე. ასე იყო თუ ისე, კარგად ვიმგზავრეთ და თბილიში სადღაც 10 საათი იქნებოდა რო ჩავედით, მე მეტრო ახმეტელთან ჩამომსვეს, ალუბალი გამომატანეს. ტკბილად დავემშვიდობე და წამოვედი, მარა სახში არ წავსულვარ. გლდანში ვიყავი და ნინოსთვის როგორ არ გამევლო. გადავურეკე ნინოს და ვკითხე თუ ეცალა, ნინო ეგრევე გამოვიდა გარეთ. ნის სახლის ზემოთ პატა პარკია იქ ვისხედით კარგა ხანობა, და ამბებვს ვუყვებოდი. ვუყვებოდი თუ როგორი დრო ვატარე და ასე შემდეგ. ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა, სადღაც უკვე 12 იქნებოდა რო სახლისკენ დავიძარი ნინოს დავემშვიდობე, მეტროში ჩავედი და სახლისკენ, დადებითი ენერგით დავიძარი. ვაგზალზე რო მივედი, უცებ ავედი 222 გაჩერებაზე მარა გამასწრო მარშუტკამ და ტაქსით წავედი. ზუსტად 12:45 იქნებოდა რო სახლის კარი შევაღე, შევაღე მარა რა შევაღე, მაგარი დანგრეული და განადგურებული. ეგრევე ავედი მაღლა, ჩანთები დავდე და აბაზანაში შევარდი. ფუტკირს ნაკმენებზე ცხელი წყალი მეამა. ბევრი ნაკაწრები მქონდა და ცოტა მეწვოდა ძლივს ვიბანავე, მერე როგორც ყოველთვის ცივი წყალი გადავივლე, ცოტა აზრზე მოვედი, გამოვედი, წინა დღეს თურმე ექეიფათ ჩემთან და რაღაცეები იყო შემორჩენილი, უკვე პირველი იწყებოდა, მწვადი, თევზი, ლობიანები და ხაჭაპურები. ერთი სიტყვით მაგრად ვიკიშკავე და ავედი მაღლა. კომპიუტერი ჩავრთე და ამის საწერად დავჯექი ეხლა სადღაც 2 საათია. მაგრად მეძინება და ვერ ვაზროვნებ, თქვენის ნებართვით წავალ დავიძინებ და ხვალინდელ დღეს ბევრი საინტერესო ამბებით დაგიბრუნდებით. ესეც ჩემი შაბათ-კვირა.