Wednesday, June 11, 2014

სვანეთი


ყველაფერი დაიწყო ძალიან ადრე, 4 დღიანი დასვენების შესახებ თითქმის 2 თბით ადრე ვიცოდი, ტურებიც მალევე დაიდო ბევრი ზოგი სად ზოგი სად. ერთი სიტყვით ტური დაიდო, ტაო კლარჯეთის, ნათიამ მითხრა მაგ ტურის შესახებ ჩაეწერეო, სია უკვე გავსებული იყო როცა ჩავეწერე სიაში ორივე სათადარიგოში ვიყავით მარა წინ კიდევ 1 თვე იყო და იმედი გვქონდა რო ვინმე ამოიწერებოდა, ასეც მოხდა ნათია ძირითადში გადაიყვანეს მე ისევ სათადარიგოში დავრჩი, რამდენჯერმე მივწერე ალექსას მარა ვერაფერი ვერ გახერხდა, მაგრად მინდოდა მარა ძირითადში ვერ გადამიყვანეს, დავიწყე სხვა რამე ტურის მოძებნა, ჩემი event-ების სია ძაან დიდი იყო იმ 4 დღის დასვენებაზე. ავარჩიე 3 დღიანი გასვლა აჭარაში და სიაშიც ჩავეწერე, კარგა ხნის მაძილზე სიაში ვიყავი. 

ერთ ლამაზ და მზიან დღეს ქეთი დიდმანიძემ მომწერა, 4 დღე დასვენება რო გვაქ სვანეთში წავიდეთო, თავიდან ისე ვუყურებდი მარა ვიცოდი რო ქეთისთან ერთად შეიძლებოდა წასვლა სვანეთში, არც ერთი არ ვიყავით ნამყოფი. უცებ ავიტაცე ეგ იდეა event გავაკეთე და დავიწყე მთელი რიგი ინფორმაციის მოძიება, რუკების ნახვა, ფასების გარკვევა და ასე შემდეგ, დავგეგმეთ თვითეული დღე რომელ დღეს რისი ნახვა შეიძლებოდა და ასე შემდეგ, event-მარტივად გამოიყურებოდა სიაში 7 კაცი ვეწერეთ, ერთ დღეს მიშო შუბითიძემ დამირეკა და წამოსვლა მინდაო, მე და კიდე 4 ჩემ მეგობარსო. მაგრად გამიხარდა მიშოს წამოსვალ, მიშოს ვიცნობ კარგად და ვიცი რო კარგი ადამიანია და ლაშქრობაში ძაან გამოცდილი. ერთ საღამოს შევიკრიბეთ კიდევ ნუცასთან კონსულტაცია გავიარეთ, როგორ შეიძლებოდა სვანეთში მოვხვედრილიყავით, გადაწყდა რო ზუგდიდში მატარებლით წავიდოდით იქიდან კიდევ სარეისოთი მესტიამდე. ერთადერთი რაც იყო ჩემი მეგობრები, ელენე, ნატა და ნინო ითრევდნენ ფეხს, აღმოჩდა რო 4 დღე ბევრი იყო და დაუბანლები ვერ გავჩერდებითო, ეგ პრობლემაც მოგვარებული იყო, ნუცამ გაგვაფრთხილა და პირდაპირ გვითხრა რო gest house-ში 5 ლარად გაბანავებენო. ეს ინფორმაცია რო გაიგეს გოოგების პრობლემაც მოიხსნა და 100% ჩაეწერნენ სიაში. ერთი სიტყვით სია საკმაოდ გაივსო 18 ადამიანი მოვგროვდით, 1 კვირით ადრე შევიკრიბეთ და ზუგდიდის ბილეთები ვიყიდეთ ხუთშაბათს ღამისა და ორშაბათს ღამის. სალაროსთან რო მივედით და 18 ბილეთი გვინდაო ზუსტად 19 ბილეთი იყო დარჩენილი, მაგრად გაგვიმართლა აი ძაან. ასე ვიყიდეთ ბილეთები. 

რამდენიმე დღით ადრე ნატალია მწერს რო მე ვერ მოვდივარ და ჩემს მეგობარს უნდა წამოსვლაო და უჩემოთ რო წამოვიდეს ხო შეიძლებაო, რათქმაუნდა შეიძლებოდა, ნომერი გამოვართვი ლიკა ერქვა. დადგა ნანატრი ხუშაბათიც სიიდან ნატალიეს გარდა ჩემი მეგობარი და თანმშრომელი ვახო ამოაკდა კიდე, ერთი სიტყვით 16 ადამიანი დავრჩით. საღამოს მატარებელი 21:10-ზე გადიოდა, მე თავის დროზე მივედი, ბავშვებიც ნელ ნელა მოვიდნენ ისე მოხდა რო, ლიკა აგვიანებდა და მიშო შუბითიძეს მეგობარიც აგვიანებდა. უკვე ახლოვდებოდა გასვლის დრო, ლიკას დავურეკე და ტაქსში ვზივარო, შეხვედრაზე ვიყავი თუ მოვასწრებ მოვასწრებო, ცოტა ავნერვიულდი. ნახევარი კამანდის გავუშვი მატარებელში რო ადგილები დაეკავათ მე და რამდენიმე ლიკას ველოდებოდით, მალევე დარეკეს რო მატარებელი მიდის და მალე მოდითო, ზევით მესამე სართულზე ბიჭები ვიყავით, უცებ ავრკიბეთ ჩანთები და ბაქანისკენ გავიქეცით, მატარებელი უკვე იძვრებოდა ძლივს მივაგენით ჩვენს ვაგონს, წამოსვლის ბილეთებს დავხედეთ და 11 ვაგონი იყო არა და პირველი მახსოვდა, ასე თუ ისე როგორც იქნა ჩვენს ვაგონში შევედით, რო შევედი და დავლაგდით მერე მოვიკითხე ლიკა, მოუსწვრია მოსვალ და პირდაპირ მატარებელთან მოსულა.

ერთი სიტყვით ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა ყველანი მატარებელში ვისხედით და ზუგდიდისკენ მივდიოდით. უცებ გადავცვალ გადმოვცვალეთ ადგილები და შეძლებისდაგვარდა ყველა ერთ მხარეს მოვექეცით. ღვინო გვქონდა პატარა სუფრა გაიშალა და დალევას შევუდექით მე არ ვსვავდიი, რაღაცნაირად არ მინდოდა. მატარებელში 2 პატარა ბავშვი გავიცანით ლუკა და დაჩი ეთქვა მეორეს მგონი. ძალიან ჭკვიანები და მოაზროვნეები იყვნენ. ნატა, ელე და ნინომ მალევე გაუგეს ბავშვებს და კარგათაც ვერთობოდით მატარებელში. ჩვენს მატარებელში გადამღები ჯგუფი გაიჩითა, დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ ღამის მატარებელს. რამდენი კადრი ჩვენც გადაგვიღეს სუფრას გადაუღეს და ბავშვებთან ერთად რო ვთამაშობდით. ბევრი არ დაგვილევია, ერთი სიტყვით სადღაც პირველი იქნებოდა დაწყებული რო დავწექით, მარტო ჩვენი ყაყანი ისმოდა ვაგონში. ასე თუ ისე ზოგს ეძინა, ზოგს ნახევრად, ზოგს ვაფშე არ ეძინა.



ზუგდიდში მატარებელი თავის დროზე ჩავიდა, ბაქანზე ვიდექით ჩანთებს ვიმაგრებდით და წასასვლელად ვემზადებოდით, ვიცოდით რო სვანეთისკენ მარშუტკები კოშკიდან გადიოდნენ და ეს კოშკი გვქონდა მოსაძენბი. ერთი კაცი მოვიდა და გვკითხა სვანეთში ხო არ მიდიხართო, მარშუტკა ხო არ გჭირდებათო ჩვენ უარი ვუთხარით, როგორც ვიყავით დარიგებულები იმ სვანური კოშკიდან უნდა წავსულიყავით, მერე კიდევ ერთი კაცი მოვიდა მე მარშუტკების დისპეჩერი ვარო, სვანეთის მარშუტკებისო, ფასი გავარკვიეთ და 15 ლარი აღმოცდა ისე როგორც ვიცოდით, რა პრობლემა იყო რატომ უნდა გვეძება კოშკი ზუგდიდში და ამ მარშუტკებს წავყევით, 2 მარშუტკაში ვისხედით ჩვენთან ერთად უცხოელებიც იყვნენ, უცხოელებს 20 ლარი გამოართვეს ჩვენ 15, უცხოელებს შორის ერთი წყვილი იყო, ქართველი გოგო და გერმანელი ბიჭი. დავადექით სვანეთის გზას, 20 25 წუთის მგზავრობის შემდეგ ჩვენი მძღოლები ერთ სასადილოში გაჩერდნენ, ამ დროს აღმოვაჩინეთ რო ქეთი დიდმანიძეს კარავი არ ჩანდა, პანიკის გარეშე მივხდით რო მატარებელში დაგვრჩა და არავის არ გადმოუტანია მატარებლიდან. ჩვენი სვანი მძღოლები დაგვეხმარნენ ამ ამბის გარკვევაში უცებ გადარეკეს პრავადნიკთან და სთხოვეს რო კარავი მოეძენათ თუ ნახავდნენ უახლოეს მარშუტკისთვის გამოეტანებინათ. გზა განვაგრძეთ, შემდეგი გაჩერება ენგურ ჰესი იყო.


 საკმაოდ მაშტაბური და საუცხოო სანახავი იყო, ჟინვალის მერე შთაბეჭდილება დატომიტოვა ენგურ ჰესმა. სურათების გადაღების მერე გზა განვარგძეთ, შემდეგი გაჩერება ბეჩო იყო. გზა საკმაოდ რთული მიხვეულ მოხვეული და სულ აღმართები იყო. სოფელ ბეჩოში მარშუტკამ ბოლომდე აგვიყვანა, მარშუტკას შევუთამდით რო საღამოს ისევ ბეჩოში დაგვხვეედროდა და სოფელ იენაში წავეყვანეთ, გეგმა იყო რო მეორე დღე მხერზე უნდა ავსულიყავით. ჩანთები მარშუტკას დავუტოვეთ, გზა მიშო შუბითიძემ იცოდა, ორიენტირი გვქონდა კიდეც საითაც უნდა წავსულიყავით, მიშოს ახსოვდა რო ხიდი იყო სადღაც და მდინარის მეორე მხარეს უნდა გადავსულიყავით. რამდენიმე საათის სიარულის მერე მდინარეს მივადექით, გზა აღარ გრძელდებოდა, მიშო შუბითიძე კიდევ ზევით წავიდა ხიდის მოსაძებნათ, ჩვენ დაველოდეთ, მაგრად მოგვშივდა რამდენიმე წუთის მერე მიშოც დაბრუნდა ხიდი ვერ ვნახეო რაღაც მორით კი გადადის მარა ის არ უნდა იყოსო. ამასობაში ცოტა წავიხემსეთ, ჩანჩქერზე ასვლა მაგრად გვინდოდა. უკან გამოვბრუნდით იმ იმედით რო ხიდი დაბლა შეიძლებოდა ყოფილიყი, ეგრეც აღმოჩდა ხიდს მივაგენით,



გადავიარეთ მდინარე და აღმართებს შევუყევით, საკმაოდ შორი აღმოჩდა ჩვენი ჩანჩქერები. რამდენიმე საათის სიარულის მერე შორიდან დავინახეთ ჩვენი დანიშნულების ადგილი, კიდევ საკმაო მაძილი იყო დარჩენილი. ამასობაში წყვილს დავეწიეთ, ეს წყვილი ჩვენს მარშუტკაში რო იყო ისენი აღმოჩდნენ ქართველი და გერმანელი, გამიკვირდა თან ძაან საიდან როგორ რანაირად, ერთად გავუყევით ჩანჩქერისკენ გზას, ორი ძალიან დიდი ჩანჩქერი რო მივუახოვდით ძალიან მაშტაბური აღმოჩდა შორიდანაც დიდი ჩანდა მარა ახლოდან უფრო მაშტაბური იყო, ჩანქერთან მიმავალი გზა თოვლიანი იყო, ჩანჩექი სახელად შდგრა. ამასობაში წვიმა დაიეწყო, სურათების გადაღების მერე უკანა გზას დავადექით, ჩვენი წყვილი ჩვენზე ადრე წამოვიდა და საით როგორ წავიდნენ ვერ გავიგეთ, რამდენიმე საათის მერე დაბლა ჩამოვედით სადაც მარშუტკამ დაგვტოვა. მარშუტკისთვის დარეკილი გვქონდა და უკვე გველოდებოდა რო ჩავედით, პური ვჭამეთ ყველა მოგროვდა ნელ ნელა წვიმა საკმაოდ გაძლიერდა, ყველა რო მოვგროვდით სოფელ იენაშისკენ დავიძარით.




 სანამ იენაშში ჩავედით წვიმა კიდევ უფრო და უფრო გაძლიერდა ისე გაძლიერდა რო კარვის გაშლის შანსი არ იყო, დავიწყეთ მიტოვებული სახლის ძებნა რო წვიმისთვის თავი შეგვეფარებინა და ბანაკი შიგ გაგვესალა, ბეჩოში სოფლის ბოლოს იყო ეგეთი შენობა და ვიფიქრეთ ერთი პერიოდი რო უკან ხო არ დავბრუნებულიყავით მარა მძღოლმა ეგრევე უარი გვითხრა, სოფელ იენაშში ერთი დაკეტილი შენობა ვნახეთ ბირჟაზე ერთი ბიჭი იდგა მძროლი გამოელაპარაკა და აუხსნა რო ბანაკის გაშლა უნდათ და ეგ შენობა ვისიაო. ბიჭმა ჩემთან წამოდითო სახლი მაქვს სადაც არ ვცხოვრობ და იქ მოგათავსებთო, თავიდან უარი ვთქვით შეწუხება არ გვინდოდა, მარა ეს წვიმა არ იღებდა. მასპინძელთან მივედით და უცებ ჩამოვბარგდით, სახლი მიტოვებული იყო და სულ მტვრიანი, სველი ფეხებით რო შევედით ამდენი ხალხი ეგრევე ატალახდა, ჩამობარგებული არ ვიყავით რო დედამისი გამოვიდა და თავაანთ სახლში შეგვიპატიჟა, აქ ყველაფერი მტვრიანია ჩვენც ხო ადამიანები ვართო, ქართულად უჭირდა ლაპარაკი და სვანური კილოთი გველაპარაკებოდა, ერთმანეთს გადავხედეთ და გაჯიუტებას აზრი არ ქონდა, მეორე სახში გადავედით სადაც თვითონ ცხოვრობდნენ, ორი ოთახი მოგვცეს გათბობა შემოგვიტანეს და ჩაიდანი,  უცებ მივლაგდი მოვლაგდით. სუფრა გაიშალა და ამ ჯერად კარგი სმა წავიდა. ოჯახი რამდენჯერმე დავპატიჟეთ, მაგრად არ მოვიდნენ, შესვლის მომენტიდან არავის არ შევუწუხებივართ. ასე დამღამდა ჩვენი პრიველი ღამე სვანეთში სოფელ იენაშში ფარჯიანების ოჯახში.




 უკვე საკმაო გვიანი იყო სადღაც პირველი საათი უფრე მიტიც რო ყველანი დავწეიქით. მეორე დღეს დილით ადრე ავდექი, ჩემზე ადრე ნატა ადგა, მე და ნატამ დილით სოფელი დავათვალიერეთ, გადასახვევი ვნახეთ მხერის მთისკენ 5 კილომეტრი ეწერა, ძააან ლამაზი იყო ჩვენი სოფელი დილით ნისლში გახვალეუ მთები და რო თენდებოდა ნისლი ნელ ნელა იფანტებოდა. სეირნობისას სოფელმაც გამოიღვიძა, კარგი კისტის თოფით 2 სვანი ბიჭი გაიჩითა სვანურად რაღაცეებს ლაპარაკობნენ. ცოტა ისე ვიყავით ვერიდებოდით, მალევე დავრუნდით ოჯახში, ხალხი უკვე გაღვიძებული იყო. წუხანდელი დანაგვიანებული ოთახი უცებ მივალაგეთ და პირვანდელ სახე დავურნუნეთ. ოჯახს გამოველაპრაკეთ და რო ვუთხარით მხერზე გვინდა ასვლა შანსი არააო, დიდი თოვლია იქ ძაან და ვერ ახვალთო. ძაან გვეწყინა რადგან ერთი დღე ამოგვივარდა, წავიდა საუბრაი თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ქეთიმ იდეა წამოჭრა რო იქნებ უშგულში გადავიდეთო. ყველას ძაან გვინდოდა უშგული მარა ეს ფინანებთან იყო დაკავშირებული, მარშუტკას დავურეკეთ და ვკითხეთ თუ უშგულში რამდენად გადაგვიყვანდა ძაან ძვირი გვითხრა თან ორი მანქანით მარტო ვერ გადაგიყვანთ ამდენ ხალხსო. ცოტა ცუდი სიტვაცია შეიქმნაა, ამდენი ფული მართლა არავის არ გვქონდა, შევთამხდით რო მარშუტკას დავლოდებოდით რო მოვიდოდა მერე კიდე გადაგვეწყვიტა. მარშუტკა უკვე 10-ზე მოსული იყო, მძღოლმა შანსი არაა მარტო მე ვერ გადაგიყვანთო, ერთი სიტყვით უშგული ვერ გამოვიდა, კიდევ კარგი ვერ გამოვიდა. მძღოლმა მესტიაში აგვიყვანა, 10 ლარი ავკრიბეთ კაცზე, მძღოლს 120 გადავიუხადეთ და საერთო ფული მოგვრჩა, უკან ხურდების დაბრუნებას გვანცამ მოიფიქრა რო საერთო ფული გვქონოდა, ეგ იდია ძაან მომეწონაა და ძაან გაამართლა. ერთი სიტყვით, მძღოლი გავუშვით, ხო ამასობაში კარვის ამბავიც გაირკვა რო ვიპოვეთო და მარშუტკას აქვსო, მეორე დღეს დილით პოლიციაში დატოვებს და აიღეთო. მოვძებნეთ ტურისტული ცენტრი რუკები გამოვართვით, ყველაფრის რუკა მოგვცეს, მესტიაში ვიყავით და ვთქვით რო ბარემ მუზეუმი მოვინახულოთო და მერე წავიდეთ ქორულდის ტბებისკენო, ზევით მთაზე ჯვარი ჩანდა, ვთქვით რო ღამე იქ გაგვეთია და მეორე დღეს უფრო მარტივად მივიდოდით ტბებთან. შევუდექით გზას, მოვინახულეთ მესტიაში მუზეუმი ძაან მაგარი იყო, კარგი სანახავი და ბევრი საინტერესო ნივთი ვნახეთ მუზეუმში მართლაც რო კარგი იყო. 




გამოვედით თუ არა, ეგრევე ტბებისკენ გავწიეთ, ქეთიმ გამაჩერა და მითხრა რო ჯგუფი ვნახეთ რომლებიც ხვალე უშგულში მიდიან და ხალხი აკდებათო და რამე პრობლემა ხო არაა რო ჩვენ წავყვეთო და გამოგეყოფით ერთი დღეო, რა პრობლემა უნდა ყოფილიყოო. დათო მისი მეგობარი რომელიც გერმანიიდან ჩამოვიდა და ეგრევე სვანეთში წამოვიდა ბარემ აქ ვართ და უშგულსაც ვნახავთო. ეგრეც მოიქცნენ, ამასობაში გზა ვიკითხეთ და შევუდეგით ძალიან დიდი და ციცაბო აღმართს ამ აღმართმა ყველა მოგვკვეთა ამასობაში კიდე წვიმა დაუშვა სანამ ეს აღმართი ავიარეთ რამდენჯერმე იწვიმა და გადაიღო, დავაწყვიტეთ გზა არ გაგვეგრძელებინა, რადგან ზევით წვიმაში უფრო ცუდი იქნებოდა და დღევანდელ დღეს მესტია დაგეთვარიელებინა. ასეც მოვიქეცით ამ აღმართის ავლის მერე მესტიის თავზე მოვექეცით, იქვე დავბანაკდით, მთელი მესტია ხელის გულივით ჩანდა, უცებ გავშალეთ კარვები და დავბანაკდით, ცოტა ხანში წვიმა გადაიღო, უკვე ბინდდებოდა, ყველანი მესტიისკენ დავეშვით ქეთი და დათო ბანაკში დარჩნენ, ჩვენ კუბდრების საჭმელად წავედით, ყველას გვახსოვდა მძროლის ნათქვამი რო 1 ცალ კუბრადრს ძლივს ვჭამო, რომელიღაც რესტორანში შევედით, კუბდრები და ლიმონატები შევუკვეთეთ, ცოტა შევუკვეთეთ გვეგონა გვეყოფიდა, მარა ეგრე არ აღმოჩდა ისეთი მშივრები ვიყავით ყველამ თითო მთლიანის ჩამა გამოგვივიდა, მარა ვაღიარებ რო საკმაოდ მსუყე იყო და ერთიცალის შეჭმის მერე  აღარ მომდომებია, 90 ლარამდე მოვიდა ანგარიში 14 კაცი ვიყავით 10 ლარი ავკირბეთ და ისევ საერთო ფული დავიტოვეთ. ჩვენი ხაზინა გვანცა იყო. გემრიელად მივირთვით სვანური კუბდრები და ჩვენი ბანაკისკენ გავსწიეთ,



 გზად მუზეუმი კოშკი იყო ის მოვინახულეთ სურათები გადავიღეთ კოშკში რამდენი ადამიანი ადიოდა სახურავზე და სურათებს ვიღებდით, ამასობაში ძლიერი წვიმა დაიწყო თან ძაან ძლიერი, კოშკთან მაგიდა იყო გადაფარებული მარა ისე ძლიერად წვიმდა რო ეგ გადაფარებულიც არ გშველოდა, ყველანი კოშკში შევედით და მეორე სართულზე მოვთავსდით, 13 ადამიანი ერთ სართულზე ვიყავით. ველოდებოდით წვიმა როდის გადაირებდა მარა შენც არ მოგიგვკდე უფრო და უფრო ძლიერდებოდა წვიმა. ყველანი მაგარ ხასიათზე ვიყავით კივილას იდეა მოუვიდა რო საჭმელები აქ ჩამოგვეტანა და კოშკში დაგველია და დაგველოცა. მე ჩემი საწვიმარი მქონდა კივილას თავისი პონჩო, თავიდან არაო დავანაგვიანებთო, მარა მერე მაიცნ წავედით მე და კივილა უცებ ავირბინეთ ბანაკში ბანაკში ქეთი და დათო იყო კიდე გიორგი მერებაშვილი რომელიც ადრე წავიდა რადგან ბასანოჩკებით იყო და ძაან შესცივდა. უცებ ავიღეთ არაყი ტკბიკლლეული და რაც რამე მოგვხვდა ხელს და ისე კოშკში დავბრუნდით სრულიად გალუმპულები მარა მისია შესრულებული იყო, მერე ქეთი და დათოც შემოგვიერთდნენ და კოშკში მაშტაბური სმა გაიმართა, ძალიან კარგი და სასიამოვნო დრო ვატარეთ ბევრი ვიხალისეთ ვიცინეთ და ბევრიც დავლიეთ თითქმის ყველა სვავდა. როგორც ხდება ხოლმე ძაან მაგარი საღამო გამოვიდა. ძაან გვიანი იყო, ნელ ნელა ხალხი შემოგვეცალა კიდეც, კივილას იდეა მოუვიდა კიდე რო ღამე კოშკში გაგვეთია, მსურველები იყვნენ, კივილა და გიორგი ბანაკში ავიდნენ და ეკიპირება ჩამოიტანეს, მე არ დავრჩი კოშკში ძაან მტვერი იყო და კარავი ვარჩიე. ერთი სიტყვით კოშკში ელენემ, ნატამ, ნინომ, გიორგიმ და გიორგიმ გაათიეს, დანარჩენებმა კარვებში გავათიეთ.



 ესე დასრულდა მეორე დღე სვანეთში. მესამე დღეს დილით ადრე ავდექით ამინდი ვიცოდით რო ძაან კარგი უნდა ყოფილიყო დღის ბოლომდე, ასეც აღმოჩდა. ცოტა დააგვიანეს ამოსვლა კოშკში ვინც გაათია ღამე, აღმოცდა რო gest house-ს პატრონმა მიიპატიჟა ყავა და ყველი შეუთავაზებია. ჩვენც ამასობაში ვჭამეთ საძილეები გავამზეურეთ და რაც რამე გვქონდა სველი გამოვფინეთ. ჩვენი ბანაკი წხალსაცავზე იყო საიდანაც მთელი მესტია მარაგდებოდა სასმელი წყლით მანდვე იყო ეკლესია, რო გავიღვიძეთ მთელი სვანეთი თავზე გვადგა, აღმოდა რო დღეობა იყო აღდგომიდან მეორმოცე დღეს უწევს ხოლმე საკლავებს კლავდნენ და მთელი დღე სვავდნენ ამ დღეს თურმე სვანები ყველაზე ლმობიერები ყოფილან. რამდენიმე ბიჭი ჩამოვიდა არაყი და საჭმელი ჩამოიტანეს, დაგვილოცე დღევანდელი დღეო. არაყი კაპიკად არ ვარგოდა და თვითონაც იცოდნენ, თითო ჭიქა დავლიეთ, ხოლო საჭმელი კი უგემრიელესი იყო, ყველი და კართოფილი როა ეგ იყო პატარა პონჩიკის ხელა ცომში, უგემრიელესი იყო. მალევე ჩვენებიც მოვიდნენ, და ინფორმაცია მოიტანეს რო gest house-ს პატრონმა თუ წვიმა მოვიდა მე შეგიფარებთო. ამასობაში ქეთი და დათო უშგულში გავუშვით ჩვენ კიდე აღმართს შევუდექით და ტბებისკენ დავიძარით. ამინდი მზიანი და თბილი იყო. დიდი აღმართების სიარულის მერე ჯვართან ავედით სადაც წუხელის ვაპირებდით დაბანაკებას, აღმოჩდა რო საკმაოდ რთული იყო იქ ასვლა, უკვე ალპურ ზონაში ვიყავით, რამდენიმე ათეული წუთის სიაარულის მერე თოვლის საფარი დაიწყო, თოვლი ალაგ ალაგ იყო და გვერდს ვუვლიდით, ულამაზესი იყო იქაურობა წინ ბუმბერაზი უშბა იდგა ხან ნისლში იმალებოდა ხან ჩდებოდა ხოლმე უკან კიდე თეთნულდი ჩანდა, გარშემო თოვლიანი და ულამაზესი მთები იყო. წინ წინ მივდიოდით და უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით უშბას. მე, თეო წიქარილშვილი და თამთა ჭიკაიძე წინ მივდიოდით და გზას ვიკვლევდით, სამანქანო გზა მიდიოდა მარა გზა თოვლით იყო დაფარული და ორიენტირი ჭირდა, სამაგიეროდ კარგად იყო მარკირებული ყველა შემაღლებულ ადგილას ბოძები იდგა და ორიენტირს იღებდი მარტივად. კარგა ნხის სიარულსი მერე ისევ ის წყვილი შეგვხვდა ჩანჩქერზე რო ვნახეთ. გზა და მანძილი ვკითხეთ, რო აგვიხსნეს სად იყო მივხვდით რო ძაან შორს იყო და კიდევ ბევრი გვქონდა სავალი. გვითხრეს რო დიდი არაფერი არ არისო სულ თოვლითაა დაფარული და ზევით კიდევ უფრო მატულობს თოვლის საფარი. ყველა შევიკრიბეთ, ამ ინფორმაციიის გაცნობის მერე გადავწყვიტეთ რო უკან დავბრუნებულიყავით, გზა კივილამ, ტატო მითაიშივლი და ირაკლი მანაგაძემ განაგრძეს დანარჩენები უკან დავბრუნდით. ამასობაში აღმოვაჩინეთ რო მიშო შუბითიძე არსად ჩანდა, ვინც მასთან ერთად მოდიოდა თქვეს რო უკან დარჩა და ისვნებდაო მერე არ ვიცი არ დაგვწევიაო. 



მაგრად ვინერვიულეთ, ვიცოდით რო ფეხი ქონდა ნატკენი და ვიფიქრეთ ხო არ დარჩა და უკან ხო არ გაბრუნდაო. ერთი სიტყვით სადაც ჯვარი იყო იქამდე ჩავედით რო არ შეგხვდა გზად ლოდინი დავიწყეთ ტელეფონსაც არ პასუხობდა გიორგი მერებაშვილმა თქვა რო უკან იყოო წინ არ წასულაო, მე და თამთა დაველოდეთ ჯვართან დანარჩენები წავიდნენ gest house პატრონს მოელაპარაკეთ და მანდე ჩვენც ჩამოვალთო. ამასობაში მაგრად დასცხო და სეტყვა წამოვიდა საკმაოდ ძლიერი მე და თამთამ იქვე გადმოსახედს შევაფარეთ თავი. როგორც იქნა მიშომ გვიპასუხა ტელეფონზე, მოვიდავრო, ვიღაც უცხოელებთა ერთადო და ნელა მოვდივარო. ერთი სეტყვით ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა მიშო მალევე მოვიდა და მესტიისკენ დავიზარით. რამდენიმე საათში ჩავედით მესტიაში, ბანაკი უვებ ავსალეთ და gest house-ში ჩავედით. ერთი სიტყვით კოშკის გვერძე აივანზე მოგვცა ადგილი დიდი ფართი იყო და მაგიდა იდგა ერთი ტახტი ზაან მაგარი ადგილი იყო, წვიმა კიდე არ იღებდა, გოგოებმა ბანაობა შეძლეს, მაგრად გაუსწორდათ. მაგრად მოგვშივდა, საერთო ფული გვქონდა 40 ლარი, მე და გვანცა მესტიაში ჩავედით კიტრი, პამიდორი, არაყი, ყველი და მწვანილები ვიყიდეთ. ცოტა ფულის დამატება მოგვიწია ხო პური კიდე. დავბრუნდით ჩვენს gest house-ში, ამასობაში ქეთი და დათოც დაბრუნდნენ, ისტორიებით ძლივს გადავედითო გზა ძაან იყო გაფუჭებულიო და ამდენი წვიმების გამო მეწყერები იყოო, მარა მაგარი იყოო. კიდევ კარგი არ წავედით მარშუტკით ან გადავიდოდა ან არა. ერთი სიტყვით სუფრა გაიშალა მაგარი სალათა ადიჭრა და მაგრად მოვილხინეთ, სადღაც 9 იყო დაწყებული რო კივილა, ირაკლი, და ტატო დაბრუნდნენ. სრულიად სველები მარა მაგარი შთაბეჭდილებებით <3. იმ ღამესაც მაგრად გავაჯაზეთ და მაგარი აივან ბანაკი გვქონდა. იმ ღამესვე, თეო წიქარიშვილმა იდეა წამოჭრა ხვალე ანაკლიაში მოვხიოთო, რა პრობელმა იყო. იმ წამსვე მარშუტკას დავურეკეთ და დილით ადრე დავიბარეთ. ჩვენი მესამე ღამეც დაღამდა სვანეთში ლამაზი და ემოციებით სავსე. დილით უცებ ავიბარგეთ. ვინც იბანავა 5 ლარი გადაუხადეს gest house დანარჩენებმა 1 ლარი. მარშუტკა იქვე გველოდებოდა, ეგრევე დავიძარით ზუგდიდისკენ, გზა ძაან ცუდი აღმოჩდა, ძაან ჩქარა დაყავდათ ამ მიხვეულ მეხვეულ გზაზე და ყველა ცუდად გავხდდით, დამღლელი მგზავრობის მერე როგორც იქნა ჩავახწიეთ ზუგდიდში. მარშუტკამ დადიანების სასახლეში მიგვიყვანა, 15 ლარი გადავუხადეთ მარშუტკას და დავემშვიდობეთ, დადიანების სასახლე დავათვალიერეთ და ბოტაკინური ბაღი ძაან მაგარი იყოო. 



ლიკამ მე არ წამოვალ ანაკლიაში ბებოს ვნახავო ბარემ აქ ვარო. ლიკას მიშო შუბითიძე გაყვა რო მარშუტკა ენახა, სანამ ჩვენ დადიანების სასახლეს ვათვალიერებდით და ბოტანიკურ ბაღს 4 ადამიანი გამოგვეყო, გიორგი მერებაშვილი, ია ჩუთლაშვილი, თეო წიქარიშვილი და ტატო მითაიშვილი. გადაწყვიტეს რო ავტოსტოპით წასულიყვნენ. დადიანების სასახლეში ნატა გოძიაშვილი ვნახე თურმე ისიც სვანეთში ყოფილა, თვარიელების დროს ლიკამ დარეკა რო არსად წახვიდეთ ჯერ ჩემთან გეპატიჟებით ხინკლებზეოო, მაგრად გაგვისწორდა, შევიკრიბეთ ყველანი უცებ ზუგდიდის ცენტრში და ხინკლების საჭმელად წავედით, მიშოს მანაქა ნაშოვნი ქონდა 50 ლარად წაგვიყვანს და წამოგვიყვასო. რო მივდიოდით ხინკლების საჭმელად აღმოჩდა რო რესტორანში მივდიოდით. ცოტა მოგვერდიდა მარა გაირკვა რო ლიკას ბიძა ყოფილა დირეკტორი, რო შევედით სურათი შემდეგი იყო, ის წყვილი რომლებიც სულ გვხვდებოდნენ სვანეთში მანდ გაიჩითა, მაგათთან ერთად კიდე ცვენი 4 მეგობარი ვითომ რომ ავტოსტოპით მიდიოდნენ.



ამ წყვილს მაგრად გაუსწორდათ და ყველანი გაოგნებულები ვიყავით საიდან რგოორ რანაირად. აღმოჩდა რო ჩვენები საპირფარეშოს გამო შესულან წყვილი იქ დახვედრიან და მიუპატიჟებიათ. ერთი სიტყვით მაგრად მოვილხინეთ ცხელმა ხინკალმა, მეგრულლმა ხაჭაპურმა ცივლა ლუდმა და ცივმა ლიმონათმა მაგრად გაასწორად. ასე ნასიამოვნებმა მოვხიეთ ანაკლიაში, ლიკა ბებოსთან დარჩა. დრო ბევრი გვქონდა მატარებელი 21:20 წუთზე გადიოდა ვთქვით რო 8-ზე ჩამოვსულიყავით წინ კიდევ 2 საათი გვქონდა რო ჩავედით. ანაკლია მაგრად გაგვისწროდა მიშომ, გიორგი მერებაშვილმა და ტატომ იბანავეს. კარგად დავისვენეთ პლიაჟზე განმუხურის მხარეს გადავედით, ერთი სიტყვით ძაან სასიამვნო იყო. 



ნატამ მადლობა რო წამოგვიყვანე და ასე გვაძალებდი წამოსვლასოო. მაგრად გამოსწორდა მივხვდი რო ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა და ყვენალი კმაყოფილები იყვნენ უზომოდ. გავიცანი იდეალური ადამიანები, არ შემიძლი არ ვთქვა და მადლობა არ გადავუხადო გვანცა ჭიკაიძეს, ძაან დამეხმარა ზოგადად, და ყველას, ჩემ მეგობრეს კივილას და გოგოებს ნატას, ელეს და ნინოს. :* :* :* :* :*. ყველაფერი საუცხოო იყოო. ბედნიერი საახეებიტ და ემოციებიტ სავსე დავბრუნდით უკან ზუგდიდში. ლიკას გავუარეთ და სადგურზე მივედით, იქვე სმარტი იყოო საჭმელები და რაღაცეები ვიყიდთ სმარტის საპირფარეშო გავიფინეთ. მატარებელი ჩამოდგა თუ არა ეგრევე ავედით ჩვენ ჩვენი ადგილები ვნახეთ. მატარებელიც მალევე დაიძრა, დაღლილობამ მაინც თავისი ქნა, მალევე დავწექით და პირველი შემთხვევა იყო როცა ეგრევე დამეძინა და მატარებელში ყველალზე ჯიგრულად მეძინა. მატარებელში ლუკა შეგვხვდა ის პატარა ბავში მაგრად გაუხარდა ჩვენი დანახვა. თბილიში რო ჩამოვედი მამაჩემი დამხვდა, და 9 საათისთვის ეგრევე სამსახურში წავედი.

ასე ჩაიარა ჩემმა პირველმა მოგზაურობამ სვანეთში. გავიცანი ძაან მაგარი ხალხი. ია, თეო, ლიკა, გვანცა, თამთა უმაგრესი ხალხი. მადლობა ხალხო რო ესეთი ორგანიზებული იყოო და ყველაფერი არ ვიცი გათვლილი და მოფიქრებული საღოლ ;) . დავიღალე ამ წერთი.