Saturday, December 14, 2013

დაბადების დღე

გამარჯობათ, მოგიყვებით ორი ლამაზი დღის შესახებ რომელიც 19 ადამიანს გადაგვხვდა 7 8 დეკემბერს. ყველაფერი დაიწყო 24 ნოემბერს, როდესაც ნინო კივილაძესთან ერთად ვიყავი სონჩოს ხეობაში 5 ადამიანთან ერთად, სადაც გავიცანი ქეთი დიდმანიძე. საუბრისას ქეთიმ თქვა რო დაბადების დღეს რკონში ვიხდიო, ჩემი დაბადების დღეც შუა კვირაში იყო და მეც ეგრე ვაპირებდი გაკეთებას სადმე წავიდოდი, უფლის ციხე მქონდა დაგეგმილი. ნინომ შემოგვთავაზა რო ლომის მთაზე წადითო, შარშან გადაიხადეს ეგრე ერთ ერთი მეგობრის დაბადების დღე და ძაან მაგარი იყო. ქეთის ძაან მოეწონა ეგ იდეა, მეც რათქამუნდა თანახმა ვიყავი. ქეთიმ თქვა რო შევთავაზებო თუ წამოვლენ და წავიდეთო. მოხდა ისე რო ქეთიმ ის გასვა ჩაიშალაო და ლომის მთაზე მივდივართო. ქეთიმ თავის მეგობრები მოიწვია მე ჩემი, საერთო მეგობრებიც ბევრი გვყავდა მოლაშქრეები და ესე შევიკრიბეთ 19 ადამიანი. მიკიბ მოკიბის გარეშე როგორც იქნა გათენდა 7 დეკემბერი და დიდუბეში შევიკრიბეთ. ჩვენი მძღოლი დიტო ძია იყო. დაბარებული 7-ზე ვიყავით, გათვლილი მქონდა რო 8-ზე მაინც გავიდოდით. ასე თუ ისე 07:30-ზე უკვე ყველა ვიყავით და მანქანაც დავტვირთეთ ბარგით, ოთარ გაბუნია მირეკავს რო დამეძინა და მაგვიანდებაო, დამელოდეთ ძაან მალე მოვალო. აი აქ დაიწყო ყველაფერი. რას ვიზამდი შეყვარებული მოსული იყო და თვითონ არა, ვიფიქრე ტაქსით წამოვა და უცებ მოვა. მარა შევცდი, ვურეკვა სად ხარ მეთქი და ეხლა ჩავედი მეტროშიო, ნუ კარგი სადღაც 15 20 წუთში მოვა. აქაც შევცდი ვურეკავ და მეუბნება პირველ ხაზზე გადმოვედიო, აქ გამიხარდა 3 გაჩერებაც და მოვა. გავიდა 15 წუთი ვურეკვა სადგურზე ვარ შემეშალა და მალე მოვალო. აქ უკვე ნერვები აღა მყოფნიდა მარა რა გინდა ქნა სადაც აქამდე ელოდე უნდა დაელოდო. ერთი სიტყვით საათ ნახევრის გადვიანების მერე მოვიდა, თბილისიდან 10-ის რაღაც წუთები იყო რო გამოვედით, სმარტშიც დიდი ხანი გავჩერდით. ვიფიქრე ჯანდაბას 11-ზე მაინც იქ ვიქნებით და მსვლელობა რო 12 მაინც დავიწყოთ ავალთ შებინდებისას 15 კილომეტრს როგორმე გავივლით თქო. მცეხათს გავცდით და მანქანა გაფუჩდა, კერძოდ წყალმა აადუღა საიდანღაც იკლებდა წყალი, აქ უკვე მაგრად დავიგრუზე, ჩავამატეთ წყალი და გავაგრძელეთ გზა, სანამ ბორჯომამდე ჩავედით 5 ჯერ გავჩერდით, ნევრვები აღარ მქონდა. ცუდად მიდიოდა საქმე და არ მომწონდა. ბორჯომში მივაგენით ვიზიტორთა ცენტრს, გავიარეთ რეგისტრაცია ფული გადავიხადეთ და სოფელ ლიკანში ავედით, საკმაოდ კარგი თოვლი დაგვხვდა, სანამ ჩამოვბარგდით და გავემზადეთ პირველიც მოვიდა, ორი იყო დაწყებული რო გზას შევუდექით. გზა არავინ არ ვიცოდით, რუკა ნანახი მქონდა და ერთი დიდი გზა მიდიოდა, ლაგოდეხის ნაკრძალში ვარ ნამყოფი ჩემით და არ გამჭირვებია, ვიცოდით რო ჩვენ წინ 2 ადამიანი იყო წასული და კვალი იქნებოდა, დაგვარიგეს რო იმათ კვალს გავყოლოდით. ერთი სიტყბით ნაკრძალში შევედით, 2 კილომეტრის შემდეგ პირველი ნიშნული შეგვხვდა სადაც ნაკრძალის რუკა იყო და მარცხნივ მიმართული ისარი სადაც ეწერა ტურისტული თავშესაფარი 13 კილომეტრში, აქ დავუშვით ყველაზე დიდი შეცდომა. სამწუხაროდ ჩვენი ბრალიც არ იყო, მარცხნივ გზა უფრო სწორად ბილიკი შედიოდა და კვალიც არ მიყვებოდა არანაირი, იმ ორი ადამიანის კვალი კი პირდაპირ გრძელდებოდა. თან ეს გზა უფრო გავდა გზას ვიდრე ის უფრო კი კვალს გავყევით. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ კვალი გაწყდა. ყველაზე წინ მე ნარიმანიძე და კიდე რამდენიმე ადამიანი მივდიოდით, კვალი არსაით აღარ მიდიოდა, მარჯვენნა მხარეს აღმართი მიუყვებოდა და გზაც იქით გრძელდებოდა, რო მივუახლოვდით ამ აღმართს ხეზე ნიშანი შევნიშნეთ ჟეშტი იყო დალურსმული. გვახსოვდა რო 4 კილომეტრის შემდეგ აღამართი დაიწყებოდა ძაან ცუდი, ჩავთვალეთ რო ეს ის აღმართი იყო და ყოველგვარი ყოყმანის შემდეგ შევუყევით ამ აღმართს. საკმაო ხნის სიარულის შემდეგ გზა დავინახეთ რომელიც ჩვენ გზას ქვევიდან უერთდებოდა, რუკის მიხედვით ვიცოდით რო ქვევიდან მომავალ გზას შევხდებოდით , თან გზადაგზა ნიშნულებს ვნახულობდით. ვცდილობდი წინ მევლო, მინდოდა რო მალე ავსულიყავი დაღამებადე და თუ რამე იქნებოდა დახმარების ამბავში ვინმეს რო დავხმარებოდი ან პირდაპირ თბილი სახლი რო დახვედროდათ. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, მე, გიორგი ნარიმანიძე და ირინა ოგანეზოვი დავწინაურდით, დრო გადიოდა ჩვენ კიდე წინ წინ მივიწევდით, საკმაოდ დიდი ტემპი გვქონდა აკრეფილი და სწრაფად დავდიოდით, ყველა უკან ჩამოვიტოვეთ და საკმაოდ წინ გავიჭერით. საკმაო სიმაღლე გვქონდა აკრეფილი უკვე და ნელ ნელა მთელი ტყე პარკი ხელის გულზე იშლებოდა, მარადმწვანე დათოვლინი ნაძვები ულამაზესი სანახავი იყო. ძაან ბევრი თოვლი, თვალუწდენელი ნაძვნარი და უკიდეგანო მთები მაგარი სანახავი იყო. ამასობაში მზე ჩადიოდა, წუწუნა არ ვარ და არც არასდროს ვწუწუნებ ხოლმე, მარა ცოტა შემეცვალა გუნება, ნებისმიერ ვარიანტში უკვე ასულები უნდა ვყოფილიყავით იმდენი ვიარეთ, მარა კოტეჯი არსად ჩანდა, წყალს ძაან ცოტას ვსვავ პახოდში სიარულისას და ჭამით ხო საერთოდ არ ვჭამ როცა ვმოძრაობ. უკვე მზე ჩასული იყო, მარა ბოლომდე ჯერ არ დაბნელებულა, რაღაც ადგილზე ჩვენი გზა დავაკდა, ცოტა წავილუკმეთ, ჩვენ სამმა და გზა განვაგრძეთ. ფიზიკურად კარგად ვართ როგორც მე ასევე გიორგიც და ირინაც, მარა რობოტები არ ვართ და საკმაოდ დავიღალეთ. რაც უფრო ბნელდებოდა სიცივე უფრო მატულობდა, მე ერთი პლიუსი მაქვს ძაან თბილი სხეული მაქვს და უცებ ვთბები ხოლმე. როცა ჰორიზონტს დავინახავდი ხოლმე, ამ აღმართსაც ავივლი და დამთავრდება ეს მთა, ყოველი მთის ავლისას კოტეჯს ველოდებოდი, ვცდილობდი რუკის მიხედვით მიმხვდარიყავი სად ვიყავით, რომელ მოსახვევში მარა არაფერი არ გამოდიოდა, კოტეჯი არსად ჩანდა. ბოლო ჰორიზონტს რო მივუახლოვდით გზა მარჯვნივაც მიდიოდა, მე მაღლა ავირბინე ფერდობზე და გადავხედე, აი მანდ მართლა ბოლო იყო აღმართი აღარ დრძელდებოდა გზა უკვე მარცხნივ და მარჯვნივ იყოფოდა და დაბლა ეშვებოდა. მივხვდით რო შარში ვიყავით. საბედნიეროდ ნათელი ღამე იყო და გზა კარგად ჩანდა. მსვლელობისას კავშირი გვქონდა დანარჩენებთან, ჩვენ ვაიმედებდით რო მალე მივიდოდით და ყველას გვეშველებოდა, თურმე დაბლა დიდი დაძაბულობა ყოფილა, სასტავი დაღლილი უმრაველესობას ფეხები სველი. ჩვენ უკან რამდენი ადამიანი მოდიოდა მიქაელი და ჩემი მეგობრები. მიქაელს ცეცხლი დაუნთია რო ძაან უკან ვინც იყვნენ გაყინულები იქნებიან და გათბებიანო. ჩვენ სამის საძებნელად და იმ იმედით რო სადმე შეგხვდებოდნენ რამდენიმე ადამიანი წამოსულა, კივილაძეები, თამო, ნათია, დრამი. მარა აღმოჩდა რო ჩვეენ ძაან ძაან შორს ვყოფილვართ. ქეთის ავუხსენით სადაც ვიყავით და რეინჯერთან დაგვალაპარაკა, ვუხსნიდით სადაც ვიყავით მარა უშედეგოთ, პრინციპში როგორ გინდა გაიგო აბა როცა სულ სხვა გზაზე დგახარ შენ და იმას სულ სხვა გზაზე გონიხარ. ერთი სიტყვით დაბლა დავრეკეთ და აქ დაბანაკებას და ღამე გათევას ვაპირებდო. ეგ იდეა ჩვენ სამს არ მოგვეწონა და გავბრაზდით სავით, რას ვიზამდით უკან დავბრუნდით. წყალი აღარ გვქონდა, გიორგის მაგრად მოწყურდა წყალი და თოვლის ჭამა დაიწყო, მაგრად ყინავდა მარა სიარულისა ვთბებოდით, ირინაც ძაან დაგვეღალა. გიორგის ხელები მაგრად მოეყონა და ვეღარ ითბობდა, ერთი ადგილი გვქონდა დამახსოვრებული სადაც გზა მარცხნივაც მიდიდა და მარჯვნივაც, ჩვენ ვივარაუდეთ რო ორივე გზა ერთმანეთ შეურთდებოდა ზევით. მაგ ადგილს რო მივუახლოვდით მე წავედი შესამოწმებლად და მართლაც ეგრე გამოდგა, ეგ ბოლო იმედი იყო მეგონა რო იმ გზაზე კოტეჯი იქნებოდა, მარა შევცდი. საკმაო მანძილი რო გამოვიარეთ, გიორგიმ შენიშნა რო კიდევ იყო სხვა ნაკვალევი, მივხვდით რო აქამდე ამოსულან ჩვენები და მერე უკან გაბრუნებულან, ეს ის 5 ადამიანი იყო ვინც ჩვენ გვეძბდა. ერთი პერიოდი ვთქვით რო ცეცხლი დაგვენთო, გამთბარიყავით და მერე გაგვეგრძელებინა გზა. მარა ნარიმანიძებ ჯობია გავუძლოთო და ხახსლ შევუერთდეთო. თავქვე სიარული საკმაოდ მარტივი აღმოჩდა და უფრო სწრაფად მივდიოდით, თან ორმაგად გაკვალული იყო გზა. გზა ბევრგან ჩახერგილი იყო წაქცეული ხეებით და ეგ აფერხებდა მსვლელობას მისი გვერდის ავლა არც ისე მარტივი იყო. საკმაოდ დაბლა ჩამოვედით და ერთ მოსწორებულ ადგილზე ჩვენი ბანაკს მივადექით, გიორგის ფანარი ქონდა ანთებული შორიდან შეგვნიშნეს და ყვირილი დაგვიწყეს რო გავაგონეთ ხმა ძაან გაუხარდათ, პირველი ნათია შემხვდა. დაბრუნება მოგვილოცეს, ბანაკი საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო იმის და მიუხედავად რა სიტვაციაშიც იყვენენ. ცეცხლი ენთო და თბებოდნენ, ბაქარს ნაძვის ტოტებისგან ქოხი აშენებინა, იგივე ექნა მიქაელსაც და ირაკლისაც. ნარიმანიძემაც უცებ ააშენა ქოხი. საბედნიეროდ დრამს ქონდა წამოღებული კარავი. ესე ძაან ჩემი კარავი არასდროს მინატრია. კივილაძემაც გააკეთა ქოხი მარა მაგას თუ ქოხი ერთქვა. კარგი სმა და პურის ჭამა წავიდა. კარგა გვიანობანდე ვიყავით გარეთ მერე მივწექით და მივიძინეთ ნამდვილ კარავში 6 გოგო მოთავსდა, დანარჩენები ნაძვის ქოხებში გადავნაწილდით. საერთოდ არ შემცივნია როგრც ადრე ისე დავწექი შარვალი გავიხადე ნასკებიც და ისე შევწექი ჩემს საძილეში. საშინელი ის იყო რო ეს ნაძვები ზევიდან გვეყარა პირდაპირი მნიშვნელობით დაბლაც ნაძვები იყო და პარალონზე ვიწექით, ჩემი ყველაზე სქელი პარალონი იყო და ყინვა არ გაატარა. სამწუხაროდ ვერ დავიძნე საერთოდ, ალბათ ცოტა წამთვლიმა, ვერ ვინძრეოდი და ერთ მხარეს ვიწექი სულ, მძიმე ტოტები იყო და გადატრიალებას ვერ ვახერხებდი მარა ძაან თბილად კი ვიყავი. სადღაც 5 იქნებოდა რო ვეღარ გავძელი და ჩვენი ქოხი ადგა, ჩავიცვით ამ ყინვაში და ცეცხლს მივაშურეთ. მთელი ღამე ცეცხლთან ვისხედით. საბედნიეროდ არ მციოდა საერთოდ, ბევრს ვმოძრაობდი წამდა უწუმ შეშა მომქონდა. ცეცლხლი კარგი გვქონდა კარგად გვათბობდა. სადღაც შვიდი რო დაიწყო პირველი ფანტელი გადმოაგდო, და უცებ საკმაოდ ძლიერი თოვა დაიწყო. სიცივემაც უმატა, მარა რას ვიზამდით ვუძლებდით. ყველაზე ცუდი ის იყო რო ცეცხლზე გაუჩერებლივ ვადნობდით თოვლს და ადუღებულ წყალს ვსვამდით, უფრო სწორად ყავებს, მერე ყავა გამოგველია და კივილამ თაფლი გააძრო. თაფლიანმა წყალმა გაასწორა ძაან ის ყავები უშაქრო იყო და ტკბილმა ცოტა ხასიათზე მოგვიყვანა. თოვლის წყალი ძაან ჭუჭყიანი და თავისი გემო ქონდა, მერე ერთჯერადი სალფეტკით ვფილთრავდით და ისე ვსვამდით მარა გემო მაინც თავისი ქონდა. 8-სკენ ინათა, მარა რათ გინდა მზე თვალით არ გვინახავს გუშინდელი ხეობები სულ ნისლში იყო ცა კიდე სულ დაფარული ღრუბლებით. ნელ ნელა ბანაკიც ადგა ყველა გარეთ გამოვიდა. თოვა კი მატულობდა და მატულობდა. ვინც მთელი ღამე გარეთ ვიყავით წასვლა გვინოდა ვეღარ ვჩერდებოდით. ხალხს კი ისე ეძინა თითქოს და აქ არც არაფერიაო. გოგოების კარავიც ნელ ნელა აიშალა. აღმოჩდა რო კარავში ძაან შესცივნიათ სასტავს, ფეხების მოყინვას გადაურჩნენ. კარავი რო ავშალე და პარალონები გამოვიღეთ პარალონი მიღინული იყო კარავზე. კარვის ჯოხებიც კაყინული იყო ძლივს დავკეცეთ კარავი. მე ჩემი ჩანთა გავამზადე და წასასვლელად გავემზადე. ყველაზე ბოლოს ბაქარი ადგა. ბაქარს ნადვილად ვეღარ დაველოდებოდი. პირველი კამანდა ოთარ გაბუნია და მისი შეყვარებული გვანცა ბოჭორიშვილი წავიდნენ, საკმაოთ ადრე, გვანცას ძაან ციოდა და ბარემ წავალთო, რამდენიმე საათში, მე, ალექსი, კივილაძე, თამო, ნათა, ნინო და ნიო დავიძარით, წინ მე მივდიოდი უფრო სწორად გავრბოდი ისე ძაან მინდოდა რო მალე ჩავსულიყავი. მარა წინა დღეს ნასიარულევი, მთელი ღამე ფეხზე ნადგომი, დაღლილობამ მაინც თავისი ქნა. ერთი სიტყვით სოფლამდე სულ ღიღინ ღინით ჩავედით, ბევრი კარგი სურათი გადავიღეთ და კარგადაც ვხალისობდით გზაში. საკმაოდ მალე ჩამოვიარეთ დაღმართი და საწყის მდგომარეობას დავუბრუნდით. იმ ადგილზეც მივედით სადაც უნდა გადაგვეხვია სინამდვილეში და გზა მოვნახეთ ნამდვლი, კი დაგვწყდა გული მარა მიუხედავათ ამისა მაინც მაგარი იყო. ბევრი რამ გამოვტოვე, ძაან გამიგრძელდებოდა, მთელი ღამის ამბები. როგორ ავღნიშნეთ დაბადების დღე, როგორ ვილოთავეთ და ასე შემდეგ. იქ უნდა ყოფილიყავით რო ეს ყველაფერი იგრძნოთ. ამიტომ მარტო ფაქტებს და თქვენთვის საინტერესო ამბებს დავწერ. დაბლა რო ჩამოვედით პატარა წყარო იყო, იმდენად მონატრებულები ვიყავით, სუფთა წყალს რო ძაან ბევრი წყალი დავლიეთ, ვსვამდით უზომოდ. მარა თოვლის გემო მაინც ვერ გავიყვანეთ. უყკვე რო ვიგრძენით რო სამშვიდობოს ვიყავით. ფრიზბის თამაში დავიწყეთ, კარგა ხანს ვითამაშეთ, ბევრი ვიხალისეთ და ბევრი სურათები და ვიდეოებიც გადავიღეთ. ერთ ადგილზე დგომით ისევ სიცივემ აგვიტანა და გზას გავუდექით. სოფელში ჩავედით და კიდე 2 კილომეტრი ვიარეთ ტრასამდე სადაც ჩვენი დიტო ძია გველოდებოდა. რამდენიმე საათში ყველა ჩამოვიდა. იქვე მაღასიაში შრებოდა სასტავი და იცვლიდა, ფეხზე. უცებ ავბარგდით და თბილისისკენ დავიძარით. სადღაც 7 იქნებოდა რო გზას დავადექით. ბორჯომში ის 2 ადამიანი ავიყავნეთ ვის გამოც გზა აგვერია, ამ პატარა მანქანაში 19 ადამიანი შევვიწროვდით და კიდე 2 ადამიანი დავიმატეთ. ისინი გვიან ღამე დაბრუნებულან სოფელში და იქ გაუთევიათ ღამე. დიტო ძიას მანქნა გაუკეთებია წყლის შლანგი ყოფილა გახეთქილი და იქიდან აპარებდა წყალს. ვიფიქრე ვსო 2 საათში თბილიში ვართ, მე და ნათიამ დავგეგმეთ რო საპილმენეში წავსულიყავით, შეციებულ ადამიანს გაგვისწორდებოდა ძაან. რამდენიმე საათში ხაშურში ჩავედით, მშივრები ვიყავით რამდენიმე ადამიანი გადავიდა, ჩვენს სტუმრებს საჭმელი ქონდათ ჩანთაში ის გადმოიღეს და შოთის პურის საყიდლად წავიდნენ. რო დაბრუნდნენ, ცუდი ამბავი გავიგეთ თურმე აკოს ფეხზე მანქანამ გადაუარა. უცებ მიქაელმა უნახა ფეხი და საკმაოდ დასიებული ქონდა ცივი საფენები დავადეთ და გზას გავუყევით. აქ მაგრად დავიძაბეთ ყველა ვერა და ვერ დასრულდა ეს 2 დღე. კიდე ერთი უსიამოვნბა შეგვემთხვა. ამ ჯერზე გორამდე არ გავჩერებულვართ გორში გავჩერდით სოკარის კალონკასთან კამადა გუდვილში გადავიდა რაღაცეები იყიდა, ზოგი საპირფარეშო მოითავა, ვინატრე რა იქნება ცხელი წყალი იყოს თქო და მართლაც ხელების დასაბანად რო გამოვედი, ცხელი კი არა ქაფქაფა წყალი მოდიოდა, მაგრად გამისწორდა, ხელები საპნით დავიბანე სახეც და ვიგრძენი რო ადამიანი ვიყავი. რო გამოვედი სველი სახე ეგრევე მომეყინა. უცებვე ავედით მანქნანაში და გზა განვაგრძეთ. გორს ვიყავით საკმაოდ გაცელილები თითქმის იგოეთამდე მისულები რო ქეთის გაახსენდა საფულე დარჩა გუდვილში. აი აქ ატყდა წივილ კივილი და პანიკანა იქ რო ვიყინებოდით არ ყოფილა ისეთი პანიკა როგორც ეხლა. გადავრეკეთ 112 მარა თავი ბოლო ვერ მოაბეს, ნანა ელაპარაკებოდა ვერაფრით ვერ აუხსნა რა გვინდოდა ხან სოკარს და სმარტს ეუბნეობდა ხან ვისოლს და გუდვილს მაგრად დააბნია, აქეთ ეჩხუბებოდა. ერთი სიტყვით ამ სიტვაციაში ნათიამ ივაშკაცა. დეიდამისი გუვლილში მუშაობს დიღმის. გადარეკა და აუხსნა რო გორის გუდვილში სოკარის კალონკასთან რო არის დაგვრჩა საფულეო და იქნებ გაარკვიოო. 5 წუთში დეიდამისმა დარეკა და სახელი გვარი მითხარითო ვისი საფულეაო. ყველაფერი გაირკვა საფულე დაცვას აქვს და თუ გინდა ხვალე მიდითო და წამოიღეთო. დავწყნარდით, მე და ნათიამ გადავხედეთ ერთმენათს და უკვე ვნატრულობდი სახში მშვიდობით ჩავსულიყავი. საქმე ის იყო რო ავტობანზე ვიყავით და როგორ მოვტრიალებულიყავით, დიტო ძიას არ უნდოდა, პატრულს ვთხოვოთო და იქნებ წაგვიყვანოს და მოგვიყვანოსო. აქ კიდევ ერთი დიდი პრიკოლები გაიჩითა. ერთი სიტყვით ისევ დიტო ძიამ წაგვიყვანა. რომელიღაც სოფელში მოვტრიალდით და უკან წავედით, რუისში ჩადეთი და იქიდან ისევ უკან წამოვედით. საბედნიეროდ უვნებლად დაიბრუნა ქეთიმ საფულე, დიტო ძიას 30 ლარი დავუმატეთ. ამ ჯერზე ბოლო გაჩერება თბილისი იყო. პროსტა მაგარი გული დაგვწყდა მე და ნათიას რო პილმენები გავმაზეთ. უცებვე ავედი სახში მაგარი დანგრეული და რავი ამდენი რამ ერთად არასდროს არ გადამხდენია თავს. მინდა რო ყველას მადლობა გადავუხადო რო ესეთ დროს იქ ცირკები არ დადგით არც ერთმა და ვაიმე დედიკოს ძახილი არ დაიწყეთ. ყველას საღოლ ჩემი ჩათვლით და ამის მერე უფრო დაკვირვებულები ვყოფილიყავით. პერსონალური მადლობა კი თამოს და ნათიას, ესეთი კარგი მეგობრობისთვის და კიდე ის საჭირო საჩუქრებისთვის რომელიც მე სულ გამომადგება პახოდში და მათ თავს გამახსენებს. პრინციბში რა სულ ჩემთან ერთად დადიან და გახსენება არ დამჭირდება. მართლაც რო მაგარი იყო!!!.