Tuesday, April 16, 2013

სამცხე-ჯავახეთი(კუმურდუ,გოგაშენი,ვარძია,ჭაჭკანი,ვანის-ქვაბები)


15.04.2013 12:03
გამარჯობათ, კიდევ ერთ ლამაზ გასვლას ავღწერ. ეს იმდენად კარგი და მშვენიერი გასვლა იყო, რო უნდა დავწერო რათა არ დამავიწყდეს არასდროს. დავიწყებ სულ თავიდან. ეს გასვლა თითქმის ერთვი თვით ადრე დაიდო, მეორე დღესვე ადგილები უკვე აღარ იყო. მე თავიდან არც ვაპირებდი წასვლას რადგან ერთვი თვე ბევრი იყო და არც ვიცოდი რა მოხდებოდა ერთვი თვის მერე. დრო უცებ გავიდა ამ ერთვი თვის მანძილზე რამდენიმე ადგილზე ვიყავი. ერთი უწყინარი დღე იყო, მწერს ნუცა რო ორი ადგილი არის ჩვენს გასვლაში და სიაში ხო არ ჩაგწეროო, კივილაძეზეც მკითხა ხო არ უნდაო. გადავრეკე გიორგისთან, თანხმობა მომცა და 2 კვირით ადრე ჩავეწერეთ სიაში. რამდენიმე დღეში გიორგიმ ეგრევე უარი თქვა ვერ წამოვალო, ახალი სამსახურის გამო და ძმას ეხმარება რემონტის ამბებში. ერთი სიტყვით სიიდან არ ამოეწერა და დავიწყე ჩალიჩი ვინმე ჩემიანი წამეყვანა, ძაან მინოდა რო ჩვენი რომელიმე მეგობარი წამოსულიყო, სამწუხაროდ 2 კვირა ვიჩალიჩე და არავინ არ წამოვიდა ოთხშაბათი დღე იყო, რო ვუთხარი ნუცას გიორგი არ მოდის და სიიდან ამოშალე თქო, 1 ადგილი განთავისუფლდა. საბედნიეროდ უცებ გამოჩდა მსურველი და სიაც შეივსო. მეორე დრეს ხუთშაბათ საღამოს რავი რა მოხდა მარა ბევრი ამოეწერა სიიდან და დავრჩით 16 ადამიანი სიაში. ისე მოხდა რო დიდი შანში იყო ეს გასვლა გადადებულიყო, ცოტანი ვიყავით მარშუტა კი დაქირავებული გვყავდა 22 კაცზე, ჩვენ კი 16 კაცი ვიყავით და შესაბამისად მგაზვრობაც ძვირდებოდა. საბედნიეროდ მოხდა ისე რო, ვიქირავეთ 17 კაციანი მარშუტკა, ქრისტი სალუქვაძემ დააკომენტარა რო წამოსვლა უნდოდა მარა არაფერი არ მაქვს, რათქმაუნდა ეგ პრობლემა არ იყო ჩვენთან, მე გამოვეხმაურე, ყველაფეი მაქვს ოღონდ შენ წამოდი თქო. ისე მოხდა რო სპონტამ გადაწყვიტა წამოსვლა და პარასკებს საღამოს სახში მივუტანე აღჭურვილობა. ყველაფერი იდეალურად იყო, დილით ადრე ავდექი 06:45 წუთზე, გავემზადე და გავეშურე სამგორისკენ სადაც მარშუტკა გველოდებოდა. სადღაც 06:50 წუთი იყო რო მივედი ადგილზე, ყველანი ადგილზე იყვენ და კიდევ უარესი,ს უფრო ბევრი იყვენ ადგილზე ვიდრე საჭირო იყო. ისე მოხდა რო პარასკებს ღამეს 5 ადამიანი დაგვემატა, მარშუტაკ უკვე 17 კაციანია ნაქირავები და ასე უცებ მეორე მარშუტკას ვერ დავუძახებდი. ბოლომდე რო შეივოს მომსვლელები, რატქმაუნდა 17 კაციან მარშუტკაში 22 კაცი ვერ ჩავეტეოდით. მითუმეტესე რო ყველა ჩვენთაგას ჩვენ ხელა ჩანთები გვქონდა. ცუდი სიტვაცია იყო, საბედნიეროდ, ერთ ერთი იქ მყოფი მანქანით იყო. ალეკო და მისი მეგობარი, 2 კაცი და ჩვენი მანქანით წამოვალთო. ისე მოხდა რო სასტავ სასტთავ იყვნენ იქ და უცებ მე დავთანხმდი რო მე წამოვალ თქვენთან ერთად თქო და კიდევ გიორგი ლოპარტელიანი წამოვიდა. კიდევ კარგი მანაქინთ წავედი. 4 ადამიანი მოაკლდა მარშტკას და 17 კაციან მარშუტკაში 18 კაცი იჯდა. ფული რათქმაუნდა გვქონდა ჩავასხით ბენზინი და დავიძარით. დილის 8 საათზე გავედით თბილისიდან, საკმაოდ ციოდა, მანქანში ტემპერატურა 4 გრადუს არ აცდა და რაც შორს მივდიოდით იკლებდა და იკლებდა. სამანქანო გზა შემდეგი იყო, თეთრი წყაროს მხრიდანწ ავედით, ასპინძა ნინოწმინდა, ახალქალაქი. უღელტეხილზე რო ავედით ტემპერატურა ძაან დაეცა, -1.5 ჩამოვიდა, გარშემო სულ თოვლი იყო, მაგრად შემეშინდა, სადაც მივდიოდი იქაც რო თოვლი დამხვედროდა დარხეული მქონდა, ბოტასი და კეტი მქონდა წაებული. ტანსაცმელი კი მქონდა თბილი მარა ფეხზე არაფერი არ მქონდა. ცოტა ხნით გავრჩერდით უღელტეხილზე, სურათბი გადავიღეთ მაგარი გავიყინეთ და დავიძარით ახალალაქისკენ. 40 წუთით ადრე ჩავედით ჩვენ, მეუფესთან მივედით სადაც ნუცა დაგვხდა. კარგად დავისვენეთ, ნუცამ ლობიანები გვაჭამა ლავშში გახვეული. ამასობაშ ჩვენებიც მოვიდნენ. იქვე ახალქალახში მეუფეზ რეზიდენციაში გადავედით სადაც ისე ქრისტეს კავრთი(ასლი) ასვენია. მე აქ ნამყოფი ვიყავი წინა გასვალზე რომელიც ნუცას დაგეგმილი იყო. მოვისმინეთ ის სასწაული თუ როგორ გარდაისახა ქრისტეს აღდგომისას კვართზე და მეცნიერების კვლევები და აღმოჩენები ამ კვართის შესახებ. მერე დავბრუნდით მეუფესთან, დავათვარიელეთ მეუფის მუზეუმი და ვესაუბრეთ მეუფეს. საკმაო ხანი გავჩერდით ახალ ქალაქში. სამწუხაროდ ჩვენ მანქანით ვინც ვიყავით გზას მანქანით ვერ გავაგრძელებდით, ახალქალაქიდან კუმურდუში მივდიოდით და იქიდან იწყებოდა სიარული ფეხით. რადგან ბევრნი ვიყავით, მარშუტკამ 2 გზა გააკეთა და ახალ ქალაქიდან ყველა წავედით კუმურდუში. სამწუხაროდ სამცე ჯავახეთში, ქართული სოფლები ძალიან ცოტა, თავი უცხოეთში მეგონა ძალიან იშვიათად თუ შეხვდებოდი ქართულ წარწერებს და საერთოდ ქართულად მოლაპარაკე ადამიანს. რო ჩავედით კუმურდუში და მოვინახულეთ ეკლესია, იქაური მაცხოვრებლები შეგვხდნენ, აბირჟავებდნენ ტაძრის ეზოში, რო მივედით გამოგვებებნე სომხები და რუსულად გვითხრეს „კეთილი იყოს თვქვენი მობრძანება ჩვენს ტაძარში“, როდის აქედან გახდა მაგათი არ ვიცი. ერთი სიტყვით სურათები გადავიღეთ და დავიძარით შემდეგი გაჩერება გოგაშენი იყო. საკმაოდ დიდი სოფელი იყო კუმურდო რომელიც არა ქართული სოფელი იყო და რაღაცნაირად არასასიამოვნო სიტვაცია ჩემთვის, ჩემ ქართულ მიწაზე თავი უცხოეთში მეგონა. კუმურდოდან გოგაშენამდე მანძილი 6 კილომეტრზე ცოტა მეტი იყო. კარგა ხანს მოვანდომედ ამ მანძილის გავლას, მიზეზი მარტივი იყო, ვტკბებოდით ხედებით. მთელი გზა ქარაფზე მივდიოდით და დაბლა მტკვარი მოსჩანდა ქარაფიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა. ერთი სიტყვით საღამოვდებოდა რო მივედით გოგაშენამდე. გოგაშენი ქართული სოფელია სადაც ნათენაძეები ცხოვრებდნენ. ჩვენი მეგობარი ბაქარ ნათენაძე აქედან ყოფილა წარმოშობით, ინტერნეტით გაუცვნია იქ მცხოვრები ნათენაძე  და იცოდნენ რო ჩვენ უნდა ჩავსულიყავით იმ ღამით. მთელი მუღამი ისი იყო რო იცნობდნენ მარტო ფოტოებით. რო შევედით სოფელში ორი ეკლესია მოვინახულეთ ღვთის მშობლის ეკლესია და მთავარ ანგელოზის ეკლესია. სოფელი გოგაშენი ქარაფის პირასაა 1700 მეტრზე. ულამეზი ხედები იყო გოგაშენიდან, ხელისგულივით მოჩანდა ვარძია. ვარძიაში ნამყოფი ვიყავი და ვიცოდი რო ძაან დიდი კომპლექსი არის, მარა ამ სოფლიდან ძაან პატარა მეჩვენებდოდა. ერთი სიტყვით თბილი შეხვედრის მერე დავლაგდით, სადაჩ ჩვენი მასპინძელი ცხოვრობა იქვე ახლოს ქარაფის პირას გავშალეთ კარვები, ვისაც საძილეები ქონდა და სურვილი კარავში დავიძინეთ დანარჩენებმა სახლებში. ჩემ კარავში ქრისტი და ირაკლი ჭუბბურიძე იყვენენ. ღამე მშვენივრად გავათიეთ, საკმაო სიცივე იყო მარა არ შეუწუხებივარ, რო გავიღვიძე წყალი გაყინული დაგვხდა, კარავი კი სულ გადათეთრებული. 8 საათი იღო რო მე ავდექი, მოვწესრიგდი, ირაკლიც მალევე ადგა. გეგმა შემდეგი იყო, ნუცა და ირინა ოგანეზოვი 100% უნდა ყოფილიყვნენ ზედა ვარძიაში დედათა მონასტერში და წირვას დასწრებოდნენ. დანარჩენენს ვისაც რა უნდა ის უნდა ექნა და დათქული იყო რო 1:30 ზე ვარძიაში უნდა შევკრებილიყავით. მე ძალიან მინდოდა წირვაზე წასვლა, ქრისტი გვიან ადგა, საჭმელიც არ მეჭამა უცებ ავბარგდი, ქრისტის საძილე და პარალონი დავამაგრე ჩანთაზე კარავი ისევ სველი იყო მარა მაინც დავკეცე და გავემზადე, ნუცა და ირინა სწრაფად მიდიოდნენ რამდგან დაგვიანება არ უნდოდათ, სულ ამ დილაადრიან წავედით მე, ქრისტი, ნუცა, ირინა, თამარ ლომიძე,   ნინო სურმავა მისი მეგობარი და კიდე რამდენი ადამიანი სულ გოგოები და ბიჭი მარტო მე ვიყავი.  ერთი სიტყვით გოგაშენიდან დაბლა დავეშვით ვარძიაშია, 1.5 კილომეტრიანი ფერდობი ჩავიარეთ, მე და ქრისტი ბოლოს მოვდიოდით. დაახლოეით 1 საათი მოვანდომეთ ჩასვლას ისე მოხდა რო ნუცა და უმეტესი ნაწილი ბავშვებისა წინ იყვნენ, უკან მარტო მე, ქრისტი, ნინო სურმავა და მისი მეგობარი. რო მივედით ვარძიასთან მშებებლობა იყო, ვთხოვეთ რო ჩანთებს დავტოვებდით, რადგან ისევ აქ უნდა დავბრუნებულიყავით და გზა ვიკითხეთ დედათა მონასტრისაკენ. მამაო იდგა, ვუთხარით რო წირვაზე ძალიან გვინდოდა დასწრება და გვეჩქარებოდა. გვიპასუხა რო ეხლა მალე პიკაპი მოვა და წაგიყვანთო. მაგრად გაგვიხარდა, მანქანა მალევე მოვიდა. უკან კუზაოზე დავსხედით და დავიძარით მაგარი მოგზაურაბო გამოგვივიდა პიკაპით. ყველას ჩვენ ავასწარით ნუცას გზაში წამოვეწიეთ. რო მივედით მალევე ნუცაც მოვიდა. პატარ სამოთხე, ძაან მკაცრი წესები აქვთ. კლდეებს შორის 2 კელია იდგა და კიდევ პატარა ტაძარი, ხეხილის რამდენიმე ხე ინდა რომელიც ძაან ლამაზად ყვაოდნენ. უფლება არ მოგვცეს, უფროს სწორად არც გვითხოვია იქაურობის კარგად დათვარილება. უკან სიღმეში კლდიდან ჩანჩქერი გადმოედინებოდა. მაგრა მინდოდა იქ მისვლა მარა არ მივედით, შორადან ვუყურებით. მოხდა ისე რო ერთი მამაო და 2 დედაო დიდ გაზის ბალონი მიქონდათ, გოგოებმა მანიშნენს მიეხმარეო, უცებ გავიქეცი, მართალია მათ ტერიტორიაზე შევედი მარა ეგ არაფერი დედაობეს მივეშველე და ავატანიენ ეს გაზის ბალონი, ძალიან მძიმე იყო, ან როგორ აწიეს დედაოებმა. ტრაპეზისთვის ემზადებოდნენ და სადილს აკეთებდნენ. წირვა 10 საათზე დაიწყო და 1.30 წუთი გაგრძელდა. ჩვენ ვინც პირველი ჩგუფი წავედით, წირვას თავიდან ბოლომდე დავესწარით, დაგვიანებულები გვიან შემოგვიერთნენ. დედაოებმა ძაან კარგად იგალობეს და ძალიან კმაყოფილი ვიყავი რო მე იმ მომენტში იქ ვიყავი. დაგვიანებულები წირვას არ დაესწრნენ გარეთ რამდენი კაცი მოვიდა და მერე წავიდა ზუსტად არ ვიცი არ გამოვსულვარ ტაძრიდან. მარტო ჩვენთან დარჩა ბაჩო ხორგუაშვილი. წირვა დამთავრდა, ნუცამ ზეთი აჩუქა დედაოებს, დაემშვიდობა და ფეხით გამოვუყევით გზას. საკმაოდ ჩამოვცდით მონასტერს რო პიკაპი წამოგვეწია, სულ ცარიელი იყო. რო მოგვიახლოვდა გააჩერა, ნუცამ ეგრევე უთხრა „ვარძიაში მივდივართ და ხო არ გაგვიყოლებთო“ მამაომ უთხრა რო დედაოები ტრაპეზისთვის ემზადებიან და აუცილებლად უნდა წამოხვიდეთო, თურმე ჩვენთვის გამოაგზავნეს მანქანა. დავსხედით მანქანაში ზოგი უკან ზოგი სალონში და ავტრიალდით მონასტერში. დედაოებმა, სად წახვედით ასე უცებო. შეგვიპატიჟეს, ტრაპეზის წინ ლოცვები წაიკითხეს და საჭმელად დავსხედით. დილას აქეთი უჭმელები, მაგრად გვშიოდა.  წვნიანების მოყვარული არ ვარ მარ ეგრევე წვნიანი გადავიღე, უფრო სწორად ყველამ გადაიღო, რამე ცხელი და წვნიანი გვინდოდა ამ შრალი საჭმელების მერე. უგემრიელესი იყო და საკმაოდ  ბევრიც შევჭამეთ, კიდე ჭინჭარი იყო, როგორც ისპანახი კეთდება ეგრე გაკეთებული. ჩაი დავლიეთ და წამოვედით, დიდხანს არ გავჩერებულვართ. ტრაპეზისთვის განსაზღვრული დრო აქვთ. სუფრა ავალაგეთ, მადლობა გადავუხადეთ და ვარძიისკენ დავიძარით. ამჯერად ვარძიაში ფეხით ჩავედით. ყველა შევიკრიბეთ და ვარძიის დათვარიელება დავიწყეთ. სამწუხაროდ ქრისტი დაიღალა და ვარძიაში აღარ ამოვიდა. საკმაო ხანი მოვანდომეთ დათვარიელებას, ყველგან ავედით და ჩავედით ბევრი სურათებიც გადავიღეთ და ნასიამოვნები ჩამოვედით დაბლა. უცხოელები გავიცანით წყვილი იყო გამოვესაუბრე, ეხლა ვნახე რო დამამატა facebook-ზე. შემდეგი გაჩერება იყო სოფელი ჭაჭკარი, რომელიც ვარძიის გვერდით იყო. მარა მოხდა ისე რო წამოვედი, ალეკო და მისი მეგობარი ვისი მანქანიტაც ვიყავი მე, ეჩქარებოდათ მეგორის დაბადების დღეზე, მანქანა კი ჩვენ ახალქალახში გვყავდა და ფეხით ანუ ავტოსტოპით ვიყავით ასასვლელები ახალქალაქში. ქრისტიც წამოგყვა, ბარემ წამოვალ თბილიშიო, მარშუტკაში ძაან ჭედვა არის და თან დაღლილი ვარო. ერთი სიტყვით 5 ადამინი წავედით. ჩანთევი ავიკიდეთ და გზას გავუყევით, 2 მეტრიც არ გვქონდა გავლილი რო სარეისომ გამოიარა ახალციხის და გავყევით ხერთვისის ციხემდე. ხერთვისის ციხესთან სადღაც 20 წუთი ვიცადეთ და ერთმა სატვირთომ გაგვიყოლა ახალქალაქამდე, პირდაპირ მეუფის სახლთან მიგვიყვანა სადაც მანქანა გვქონდა დატოვებული. საკმაოდ დაღლილები ვიყავით როგორღაც ჩავტიეთ ჩვენი ბარგი ჩვენს პატარა მანქანაში და დავიძარით თბილისისკენ. ფული მე დადებული არ მქონდა ბენზინი საკმარი იყიო, მეთქი რამე ვიყიდოთ თქო, გამახსენდა რო აქ წინა წელს ნაყინი ვიყიდეთ სახელად საიუზი. მაღაზიასთან გავაჩერეთ, ნაყინები, წვენები და ლიპარტელიანმა ლუდი იყიდა. მაგრად გაგვისწორდა ნაყინი. არც ვაციეთ არც ვაცხელეთ და თბილისისკენ დავიძარით. საკმაოდ მალე ჩამოვედით, ბიჭებს ეჩქარებოდათ და ცოტა სცრაფად მოდიოდნენ. უნდა ვთქვა რო კარგი მძღოლი იღო, დასტოინი და რამე, ამიტომ არ მეშნოდა. თბილიში სადღაც 8 საათი იქნებოდა რო ჩამოვედით, ვაგზლამდე გამიყვანეს, იქ კი მამაჩემი დამხვდა და სახლში ასე მშვიდობით მივედი. ძაან ემოციებისგან დატვირთული და მთელი ამბებით, ეხლა სურათებს ველოდები რადგან ბევრი კარგი ფოტოაპარატი იყო და ძააან ლამაზი სურათები გადაიღეს. ერთი სიტყვით და ორი გაგებით, ძააან მნიშვნელოვანი გასვლა იყო ჩემთვის, კიდევ კარგი წავედი. მადლობა ნუცა ცქიმანაურს <3.









3 comments:

  1. :) კაარგია
    ისე დანკალი არ გიხსენებია :)

    ReplyDelete
  2. კარგია:)მაგრამ მე ჩუბბურიძე არა ვარ,ჭუმბურიძე ვარ :)

    ReplyDelete
  3. გასწორებულია ;) :D

    ReplyDelete