Monday, October 28, 2013

ვაჟაობა - ჩარგალი

ორშაბათია, სამახურში ვარ მაგარი დანგრელი მხრების კუნთები სულ მტკივა, ცოტათი მოვრჩი ჩემ საქმეებს და დაწერა მომინდა. ეხლა რა მოხდა ამ საბათ ვკირას 26-27 ოქტომბერს. ერთი კვირით ადრე დაიგეგმა რო რამდენიმე ადამიანი მივდიოდით ნუცასთან ასფარაში კარტოფილი უნდა ამოგვეღო და ცოტა სახლი შეგვეკეთებინა, 5 ადამინი მოვგროვდით. ამ გასვლაში, ნათია დარჩიაც მოდია, ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ყოველთვის სასურველი ადამიანი, აგრეთვე თამო ზარქუა, ამ ადამიანზე ბევრს არაფერს არ დავწერ, მოკლედ ვიტყვი ძაან ძაან მაგარი ადამიანია, ადამიანი! კამანდაში თათული იყო და მისი მეგობარი. პარასკევს საღამომდე ვიცოდით რო მივდიოდით უკვე ყველაფერი გამზადებული და გათვლილი იყო, საღამოს თამოს წავყევი და პარალონი ვაყიდინე, ზუსტად 18:43 იყო რო ნუცას sms მივიღე ასფარა ჩაიშალაო, მამაო ავადაა და მარტო არ გვიშვებსო. ამ sms წაკითვის მერე წამიერად დავიგრუზე და ჩამოუშვი ყურები მარა რა პრობლემა, კარვებით წავალ ვიფიქრე. ვიცოდი რო თათულის ძაან უნდოდა წამოსვლა და იმედი მქონდა რო დამთამხდებოდა. ნათიას და თამოს მივწერე რაშიც იყო საქმე. ნათიას მაგრად გაუტყდა, მერე კარვის იდეა უთხარი თამოს, მარა გრიპი მაქვს და კარავში არ გამიუარესდესო, თათულისაც შევეხმიანე როგორც იქნა და კარვის გეგმა არაო მეზარება კარვის ამბავიო, ასე იყო თუ ისე მარტო მე და ნათია ვერ წავიდოდით ამხელა გზაზე და არანაირი მუღამიც არ ექნებოდა. საღამოა უკვე და სახში არ ვამბობო რო ვეღარ მივდივარ იმედი მაქვს რო სადმე წავალ და ბოლომდე მჯეროდა ამის. ნათია მირეკვას და მეუბნება რო ხვალე ვაჟაობა და წამოდი იქ წავიდეთო. გამიბრწყინდა თვალები და ვუთხარი ინფორმაციას მოვიძიებ და წავიდეთ თქო. ვაჟაობის ტური ლელა წიკლაურს ქონდა დაგეგმილი და მიდიოდნენ, ლელას ინფორმაცია გამოვკითხე სარეისოების შესახებ. ჩარგალში 11 ზე გადიოდა თბილისად და მეორე დღეს 2-ზე ბრუნდებოდა თბილიში, იდეალური ვარიანტი იყო. ერთი სიტყვით ნათიას და მეც ძაან გვინოდა წასვლა. ნათიამ იქნებ იქ სახლი ვნახოთ ღამე და გავათიოთო, რამე ოჯახური სასტუმრო იქნებაო, ეგეც ვკითხე ლელას და არ ვიცი ეგ ადგილზე უნდა გაარკვიოო. ეგ არაფერი კარავი, თბილი საძილეები და არ შეგვცივდეობა, უბრალოდ ნათიამაც კარავში არ გავცივდეო, ახლახანს გამოვკეთდიო. ვნახოთო თუ ვიშოვეთ დავრჩეთო თუ არა და წამოვყვებით რამესო. სანამ ლელასთან ინფორმაციას ვაგროვებდი რა და როგორც, მსურველები გამოჩდნენ წამოსვლის და ლელამ მეორე მარშუტკა დაამატა, შემომთავაზა რო წამოდითო და ნახევარი ფასი გადაიხადეთ იქ რო რჩებითო. მაგრად გამიხარდა, ნათიას დავურეკე და ვუთხარი, რო თუ რამე მარშუტკით დავბრუნდებით თქო. ძაან მარტივად იყო ყველაფერი და სიაში ჩავაწერინე ჩვენი თავი. ეგრევე თამო გამახსენდა, უფრო სწორად არც დამვიწყებია, 1 დღე ვიცოდი რო აწყობდა და ვიცოდი რო ეგეც ჩემსავით იყო, ჩანთა ჩალაგებული და ამოლაგება რო ეზარება. დავურეკე და ამაბვი ვახარე. თამოც ჩავწერე სიაში, თამოს მივწერე რო მაინც სრული ეკიპირებით წამოდი თქო რო თუ რამე დარჩები მეთქი, თუ სახლი ვნახეთ თქო. სახლი თამოს აწყობდა. რამდენიმე საათში ყველაფერი მოგვარდა. დილით 7ზე გავიღვიძე და 8-ის ნახევარზე ნათიას ვურეკავ ადექი გაემზადე თქო. შეთანხმებულები ვიყავით რო დილით უნდა შევხვედროდით ერთმანეთს და რარაცეები უნდა გვეყიდა, რავი ვიფიქრე ამ ყველაფერს დიდი დრო მოუნდებოდა და ნამეტანი ადრე გავაღვიზე ნათია. ერთი სიტყვით შევიკრიბეთ ვაგზალზე ვერაფერი ვერ ვნახეთ და შეხვედრის ადგილზე წავედით, სადაც სმარტი მდებარეობს და მთელი საათ ნახევრით ადრე მისულები სმარტში დავბოდიალობდით. 10 საათიდან დაიწყო ხალხმა მოგროვება, თამო 10-ზე მოვიდა, ხალხის ლოდინში გავიხედე და drum დავინახე თავისი ჩანთით. მანდ თვალები გამიბრწყინდა, მარშუტკიდან ჩავედი და მივესალმე ეგრევე ვაჯახე რჩები თქო? რო გავიგე რო drum-იც რჩებოდა გამიხარდა, ჩვენი დარჩენის ამბავი გადაწვეტილი იყო. ჩარგალაში ჩასასვლელად 2 საათი მოგვინდა, ცხვარი შეუკვეთეს საერთო მეგობრების ფაცხაში და საღამოს ცხვრის ხორცი და ხაშლამაზე უნდა გვექეიფა. ჩარგალში მანქანებს არ უშვებდნენ, რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მოგვიწია. ასვლისას დოღი იყო, მარა ძაან ბანძი ცხენები ყავდათ, შატილში რო დოღი იყო ის უფრო მაგარი იყო, შატილში ცხენები ჩემზე 4 თავით მაღლები იყვენენ და უფრო ძლიერები, ამ ცხენებს კი სიარული ეზარებოდათ. რამდენიმე წუთში ჩარგალში ავედით, შავფაროსნები ვნახეთ ბაქარი თავის თორღვასთან ერთად, სამწუხაროდ დავაგვიანეთ და შავფაროსნების გამოსვლა კიდე ვერ ვნახეთ. ოდოსმე იმედია ვნახავთ. ძაან მაგარი ფრინველია ჩვენი თორღვა. სცენა გამზადებული იყო, მონაწილეები ემზადებოდნენ. სანამ დაიწყებოდა გამოსვლები მუზეუმი დავათვარიელეთ, იქვე წიგნი იყო სადაც რასაც გინდა იმას ჩაწერდი სტუმრების წიგნი იყო, ჩვენ ყვეკლაზე ორიგინალური ჩანახატი გავაკეთეთ. მივდექით მოვდექით, სურატები გადავიღეთ. გამოსვლები საინტერესო იყო, ვაჟას ლექსებს ამბობდნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ერთი სიტყვით კარგი იყო. ისევ ლელას ვეკითხობოდით ინფორმაციას, სად შეიძლებოდა დაბანაკება და ასე შემდეგ. ლელამ შემოგვთავზა რო წავყოლოდით ცხვრის ხორცი გვეჭამა და სადმე იქვე ახლო მაქლოს დაბანაკდებითო. ბევრი არ ვითათბირია და წავყევით, მეორე დღეს ანანურის ციხე იყო გეგმაში და იქიდან უფრო მარტივად წავიდოდით. ერთი სიტყვით ლელას წავყევით და მაღასკარის იქეთ ერთ ერთ ფაცხაში მივედით მგონი მგზავრული ერქვა. უკვე ბნელდებოდა რო მივედით, ცხვარი დაკლული და უკვე ხაშლამაც და მწვადით მზადდებოდა. ჩვენ უცებ ნებართვა ავიღეთ რო იქვე ფახცაში დავბანაკებულიყავით, უცებვე კარავი გავშალეთ და გავამზადეთ ყველაფერი სანამ დაბნელდებოდა. ყველანი სუფრას მივხედით და სმა ჭამა გაჩახდა, კარგად მოვილხინეთ. ლელა და კამანდა 9 საათზე დაიშალნენ, ფაცხსის მფლობელებიც წავიდნენ, drum უცებ ცელცი დაანთო და ჩვენ ჩვენი კარვის და ცეცხლის გვერძე გადავინაცვლეთ. სასტავს დავემშვიდობეთ, ყველას ჩვენთან უნდოდა დარჩენა. ჩვენტან დარჩა იქ მაცხოვერებელი პაატა. პაატა საკმაოდ ნასვამი იყო, როგორც ხდება ხოლმე მთვრალ ადამიანებთან, თქვენი ჭირიმე თქვენ შემოგევლეთ. პატა წავიდა მაღაზიაში და უცებვე დაბრუნდა, პივადა ჩიფესები და რაღაცეები მოიტანა. მე და drum ვსვამდით და გოგოებიც შიგა და შიგ. პაატა ბევრ ფილოსოფიურ რამეებს გვიყვებოდა და ასე შემდეგ ცოტა ტვინი ბურღა და რავი... ერთი რაც მართლა კარგი გვითხრა და კარგად დამამახსოვრდა. ოჯახის სადღეგრძელო დავლიე, როცა ვსვამ ლაპარაკი ბევრი ვიცი ხოლმე უფრო სწორად სადღეგრძელოები მიგრძელდება ხოლმე. პაატამ რო განაგრძო, რაღაც დაგავიწყდაო თვქენი თავი რატო არ დალოცეო. ეხლა ესე ერთად რო ზიღართ ერთად რო გძინავთ თვქენც ოჯახი ხართო, რაღაცნაირად მომეწონა და მესიამოვნა, მართლაც რო ლაშქრობაში ერთი ოჯახი ვართ, ერთმანეთს ვუვლით ერთმანეთს შევციცინებთ აბა ვინმეს რამე ხო არ უჭირს და როგორც ოჯახის წევრები უვლიან ერთმანეთს ისე ვუვლით ლაშქრობეში ჩვენ ერთმანეთს. სადღაც 12-ზე მასპინძლები ჩამოვიდნენ მაგარი მთვრალებ იყვნენ ისენიც, დაგვხედეს და მთელი ამბები, თუ რამე დაგჭირდათ და ასე შემდეგ, მალელვე წავიდნენ. პაატამ ხვალინდელი დღის გეგმა შემგოვთავაზა, ბებრის ციხეა და იქ ავიდეთო, და დილით ნავით გავისეირნოთო პატივს გცემთო. მეტი არაა ჩემი მტერი მაგას ნავით ვეკატავეთ მარა ბებრის ციხეზე ინფრომაცია გავიგეთ და ოთხივემ გონებაში ჩავიმეჭდეთ. რამდენიმე ხანში პაატაც წავიდა, პაატას წასვლის შემდეგ რამდენიმე საათში ჩვენც დავწექით უფრო სწორად დაწოლა მინდოდა და ცეცხლი ჩავაქრე, გოგოები ვინუჟდენები იყვნენ დაწოლილიყვნენ, ნათია გამიჯვარდა რატო ჩააქერიო. მარა მარტო არ დავტოვებდი გარეთ. არც გარეთ და კარავში ხო საერთოდ არ ციოდა. დავწექით, გოგოებს არ ეძინებოდათ drum კუთხეში იყო და გოგოები ვერ ეკარებოდნენ, მე კიდე მაგრად გამიფიქნეს არ დამაძინეს, მაწვალებდნენ და მაწამებდნენ. რამდენიმე საათის წამების მერე სხვა ხერხს მიმართეს თავი მოვიმკვდარუნე ვცდილობდი რეაქცია არ მქონოდა, მერე სიმღები ჩართეს და მთელ playlist მომასმენინეს. მარა გავუძელი და ხმა არ ამოვიღე. უკვე გვიანი იყო და ნათიას სიტყვები რო გავიგონე მეძნებაო მანდ ავოსითუქე და ტკბილად დამეძინა. დილით 8 საათი იყო რო გამეღვიძა, მგონი თამოს უკვე ეღვიძა, წყნარად უხმაუროდ ვიწექით და რაღაცეებზე ვლაპრაკობდით მე და თამო, სამომავლო გეგმებს ვუზიარებდით ერთმანეთს. მალევე ნათიამ წამოყო თავი დამაძინეთო, ისევ შევიტრიალეთ ძილი და 9-ზე დავაყენეთ ბუძელნიკი, მარა მე დავასწარი და ადრე ავდექი ვერ გავუძელი ტყუილა ყოფნას კარავში. დილა ძაან ლამაზი იყო. ფოთლები ცვიოდა ხეებიდან, ფოთლების წვიმა იყო ჩვენს ფაცხაში. მზე ამოდიოდა და მიწას სხივი რო ეფინებოდა ფოთლები თავის ოქროს ფერს უფრო იძენდნენ და უფრო და უფრო ლამაზი ხდებოდა. მალევე ყველა ადგა, ამასობაში პაატა მოვიდა, ბებრის ციხე დამანახა აი იქ არისო, ნომერი ჩავიწერეთ და რო გაემზადებით დამირეკეთო წავიდეთო. მეტი არაა ჩემი მტერი, ვრეკეთ მარა უშედეგოთ. ყველა ადგა მზე მალევე მოადგა ჩვენს ბანაკს. წინა დღესთან შედარებით ბევრად თბილი და მზიანი დღე იყო, მოკლე მკლავიანებით დავდიოდით. ამასობაში გოგოებმა დაასუთავეს იქაურობა და ძაან ძაან ბევრი ნაგავი მოაგროვეს, drum-ს დიდი ნაგვის პარკები ქონდა. ჩვენ ცეცლი დავანთეთ წყალი ავადუღეთ და სუფრა გავშალეთ. ამასობაში ჩვენი მასპინძლები მოვიდნენ, სიმართლე გითხრათ ვინ ვინ იყო არ ვიცი აზრზე არ ვარ. პახმელიაზე იყვენე drum-ს არაყი დაულიეს, ჩვენ ბებრის ციხეზე გამოვკიხეთ, არაო დღეს ვერ ახვალთო. არა და გუშინ პაატამ 20 წუთში ავდივარო, კი ბლატაობდა და ჩვენ 1 საათი ვიანგარიშეთ ამან კიდე დღეს ვერაო. იტოკში თვალი ხედავდა სადაც იყო და რატომაც არა ავშალეთ ბანაკი და დავიძარით. კოშკი, უფრო სწორად სვეტი, მთის ფერდობზე იდგა თითქმის მთის წვერზე შუა ტყეში. გზა შევნიშნეთ უფრო სწორად წყილს ნავალი და გადავწყივეთ იმით ასვლა, მთის ძირში 20 წუთში მივედით. შევუდექით ფერდობზე ასვლას, მარა ვაი ამ ასვლას, ყველანი სწრაფად მიდიოდნენ ჩემს გარდა, ძაან დამრეცი იყო ფოთლებით და მიწიანი გზა ფეხი არ ეკიდებოდა, ბევრი დამპალი ხე იყო და არც ერთი მათგანი სანდო რო ჩაჭიდებოდი. ორ მეტრს რო გაივლიდი ერთი მეტრით დაბლა მოდიოდი. ერთი სიტყვით ამ ფორთხიალ ფორთხიალში როგორც იქნა ავედით, ბანაკიდან ციხემდე 1 საათი და 20 წუთი მოვანდომეთ. რამდენიმე ხანი ციხეზე გავჩერდით. ამასობაში 2 ბიჭი დაგვეწია იქაურები უფრო სწორად მგონი ფახცის ნამდვილი მფლობელები. ბევრი სურათის გადაღების მერე და კარგი ხედების ტკბობის მერე დაბლა დავეშვით, პირდაპირი მნიშვნელობით დავეშვით. ჩამოსვლა უფრო საშინელი აღმოჩდა მარა ჩამოსვლას 30 წუთი მოვანდომეთ, ორჯერ ნაკლები. ფოთლების სერფინგი მოვაწყვეთ. Drum და კიდე ჩვენი მასპინძლები და თამო წინ მიდიოდნენ მერე ნათია და მერე ბოლოს მე. თავიდან გამიჭირდა, მარა დავამუღამე, ავირჩევი გასაჩერებლ ხეს და დავეშვებოდი მაგარი ექსტრები იყო. ბოლოს მე და ნათია ერთად მოვდიოდით, მარა იყო ადგილები სადაც კარგა მაინძილზე ხე არ იყო, ერთ ადგილზე კარგად დასრიალდა ნათია და მე რო არ გამეჩერებინა რავი. ასე თუ ისე მივდიოდი, წინ ხალხს ვერ ვხედავდი მარა ალაგ ალაგ თამოს წამიწივლების ხმა მესმოდა, მერე გავაგონებდით ერთმანეთს ხმას და ვიცოდით რო ცოცხლები ვიყავით. გვერძე ხევამდე ძლივს მივახწიეთ, ხევში ჩასასლელი 90% იყო ჯერ მე წავედი და ყველაზე ცუდად მანდ ჩავსრიალდი უფრო სწორად ჩავიჩეხე, საბედნიეროდ გადავრჩი და უმნიშვნელო ნაკაწრები მქონდა ხელის გულებზე. მერე ნათიამ უფრო წარმატებით გამოიარა ეს გზა, გზა უფრო გამარტივდა მარა ვეღარ დავდიოდი ფეხები სულ მიკანკალებდა ადრენალინისგან, ეგეთი რამ პირველად ბირთვიში დამემართა მარა ეს ორმაგად ძლიერი იყო. იქვე რამდენიმე მეტრში სასტავი დავინახეთ და მალევე შევუერთდით. Drum-მა ტელეფონი დაკარგა უცებ გადავრეკეთ და რამდენიმე წუთის ძებნის მერე ფოთლებში იპოვა. ასე მშვიდობით ჩამედით, შევხედე დრამს და მაგარი საშინელ დღეში იყო, უცებ drum წაბორძიკდა და თამოს სესწივლა. მერე გამახსენდა თამოს წივილი და მივხვდი რო თვითონ კი არ იქცეოდა drum-ის ჩაჩეხვებზე წიოდა. მაგიტომაც იყო დრამის ასეთ დღეში. იმ ეკლიან გზაზეც შორტიკებშიც რადენიმე მარცხი მოუვიდა, გზაზე რო დავდექი მერე ამოვისუნთქე. ყველას ადრენალინის მაქსიმალური მოზღვავება გვქონდა და მაგარ ხასიათზე ვიყავით. მარა ზოგ ზოგიერთები დაზარალებულები, ნათიაც არ იყო კარგ დღეში, კარგად ქონდა დაბეჟილი ერთი ადგილი და სტკიოდა. რამდენიმე წუთში ბანაკში მივედით, მოვწესრიგდით და გზას გავუდექით სადღაც 4 იყო რო მსვლელობა დავიწყეთ იმ იმედით რო ვინმე გაგვიჩერებდა. ჟინვალამდე 15 კილომეტრი იყო მგონი, და ვარაუდობდით რო 3 საათში ჩავიდოით, კარგი ტემპი კი გვქონდა მარა 3 საათში ვერ ჩავიდოდით. მანქანა ცოტა მოძრაობდა თან არ აჩერებდნენ. რამდენიმე ჯიპმა სულ ცარიელმა არ გაგვიჩერა, მაგრა გატეხილში ივყავით მზე უკვე ნელ ნელა ჩადიოდა, თამო სურათებს იღებდა და 2-2 გავიყავით წინ drum და ნათია მიდოდნენ უკან მე და თამო, თან მე ის ტემპი აღარ მქონდა თამოს ვსთხოვე ერთად ვიაროთ თქო და ჩემთან ერთად მოდიოდა, ძაან წინაც არ იყვნენ. ძველმა მერსედესის მარკის მარშუტკამ გაგვიჩერა და თიანეთის გადასხვევთან ჩამოგსვევს, სოფელში მიდიოდნენ არჩევნებზე. იქვე მანქანა იდგა, აღმოჩდა რო მისი მეგობარი გოგო თიანეთისკენ მიდიოდა ჩვენ მარშუტკას გაყვა ეს გოგო და ამ მანქანას კი ჩვენ წავყევით, მანქანამ მთავარ გზამდე ჩაგვიყვანა. გავუდექით ანანურისკენ გზას, უკვე 6 საათი იყო. მაქნანები არ გვიჩერდებდნენ. Drum ჯოხი გააძრო და ომობანას თამაშობდა, მერე მეც მოშოვა რაღაც ჯოხი და ამხელა ეკიპირებით გზაზე აქეთ იქით დავრბოდით პატარა ბავშვები სოფელში რო თამაშობენ მარა ჩვენ უფრო მაგრები ვიყავით სამხედღო ჩანთებით და ისეთ მოძრაობებს ვაკეთებდით ვითო ერთმანეთს ვაზყვევით სპეცრაზმელს შეშურდებოდა. ამის შემხვედვარე მანქაები სვალს ანელებდნენ და ჩვენ გვიყურებდნენ. კარგა ხნის სიარულის მერე ერთმა მაქნანამ გაგვიჩერა, და რამდენიმე კილომეტრი წაგვწია წინ. აღმოჩდა რო მეგორის დასახმარებლად მიდიოდნენ რომელსაც მანქნანა გაუფუჭდა. შემოგვთავზეს რო მაქნას 15 წუთში გააკეთებსო და ამას წაყევითო ვლადიკავკაზში მიდისო. ჩვენც დაველოდეთ, ამ ლოდინში კარგა დაღამდა, ვიფიქრეთ რო აზრი არ ქონდა ანანურში ასვლას შეიძლება დაკეტილი ყოფილიყო. ისევ ამ მანქანას გავყევით ოღონდ ამჯერად უკან და თბილიში, drum შემოგვთავაზა რო პილმენი გვეჭამა, ვითომ ხინკალი იყო ჩაფიქრებული მარა ისანში მაგარი საპილმენე ვიციო ქოთნებში და იქ წავიდეთო, წინასწარ უკვეთავ და მზა გხვდებაო. მაგარ ხასიათზე მოწოდების სიმაღლეზე ვართ და რატომაც არა. აღმოჩდა რო ჩვენი მანქანა მოსკოვის პროსპექტზე მიდიოდა. პირდაპირ საპილმენენს კარებთან მიგვიყავნეს, რო მივედით 10 წუთი კიდე ველოდეთ, მოვწესრიგდით როგორც შეგვეძლო და 4 ქოთანი მოიტანეს. ძაან მაგარი იყო, თითოში 30 ცალი პილმენია, სმეტანა და თავისი წვენით, თავზე წომი იყო გადაკრული და ქოთანი რო ცეცხლში იყო ეს ცომიც იწვებოდა, შიგ კი პილმენი იხარშებოდა. პური იყო რა, მაგარი მგლებივით ვიყავით, არაყი გვქონდა და რამდენიმე drum-ს ყანწი გამოვიდა. მართლა მაგრად გაასწორა მე და თამომ, ხორციანები ვჭამეთ drum-მა და ნათიამ ყველიანი. მაგარი მშივრები ვიყავით და ძლისვს შევჭამეთ, გოგოებმა დატოვეს და იმათიც ჩვენ ვჭამეთ. ყველაზე მეტად იმან გაასწორა რო ქოთნებს ყურები ქონდა ორივე მხრიდან, რო ამოვჭამეთ პილმენები მერე წვენი დავლიეთ მოვიყუდებდით ხოლმე და ისე ვსვამდით, აუ მაგარი იყოოოოო!!!!!. ასეთი ემოციებით და ასეთი თავგადასავლებით დავიშალეთ. ძაან მაგარი იყო. ხო მოკლე რეზიუმე. მადლობა ლელას რო წაგვიყვანა, მადლობა drum-ს რო იქ შემოგვიერთდა, მადლობა ნათიას და თამოს რო ასე მაწვალებენ და ასე მიშრობენ სისხლს და ასე ძაან რო ვუყვარვარ.

No comments:

Post a Comment