Friday, October 18, 2013

ასფარა, კონკრეტულად კი აბულები

გამარჯობათ, მინდა კიდევ ერთი ჩემი ლამაზი შაბათ კვირა მოგიყვეთ. 12 13 ოქტომბერი, გასვლა ჯავახეთში დაიგეგმა, რათქამუნდა ნუცას მიერ, აბა ჯავახეთში მის გარეშე რამე მოხდება? ერთი სიტყვით ისევ და ისევ ჩემი საყვარელი ჯავახეთი, რამდენიმე კვირის უკან ვიყავი მესხეთში, მონატრებული ვიყავი სადმე წასვლას, ნუცას გასვლები კი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, არც ერთი გასვლა არ გამომიტოვია ნუცასი, რაც მას ვიცნობ და არც მომავალში არ გამოვტოვებ. ვიცი რო ის გასვლა სანახაობრივათ და კულტურულ ისტორიული თვალსაზრიზითაც ძაან მაგარი იქნება. ნუცამ კარგად იცის ის ადგილები სადაც დავყევართ და ბევრ საინტერესო ფაქტს და ისტორიას ვგებულობ ხოლმე. ერთი სიტყვით ჩავეწერე სიაში და დაველოდე თუ როდის მოვიდა ნანატრი შაბათი კვირა. ჩემი მეგობარი თამოც ჩაეწერა და მისი ძმაც ზვიადიც. ზაფხულის მერე სადაც კი ვყოფილვარ თამოს გარეშე არ წავსულვარ არსად და არც ეს გასვლა იყო გამონაკლისი. მე ძალიან მიხარია რო ასე ჩემი მეგობრები დამყვებიან და ჩემთან ერთად ნახულობონ ამ ყველაფერს. სამწუხაროდ მისი და ნინო ვერ მოდიოდა სამსახურის გამო და ძალიან დამწყდა გული. რაღაცნაირად რო დავფიქრდი მივხვდი, თუ რატო დავდივარ მე ამ პახოდებში, მარიამოს მაგრად უწერია და მე ძაან მიყვარს მისი სიტყვები. მარა მე ჩემი სიარულის აზრზ ჩავწვდი, თურმე ჩემი მეგობრების გამო დავდივარ, ჩემთვის ნაკლებად ექნება აზრი თუ იქ ვინმე ჩემი მეგობარი არ იქნება. ნინოს არ წამოსვლამ მიმახვედრა, არანაირი აზრი არ აქვს ამ ბედნირებას და ამ სიყვარულს თუ ვინმეს არ გაუზიარე, მე ვეხვეწები ხოლმე რო წამოდით ნახეთ მინდა რო ეს ყველაფერი მათაც გაიზიარონ და ნახონ, მე მაშინ ვიქნები ბედნიერი თუ ჩემი მეგორები იქნებიან ბედნირები და ვიცი რო მათ ეს პახოდები ბედნირებას მისცემენ, ვიცი რო თუ წამოველ რო მე მათ 2 ლამაზ დღეს ვაჩუქებ, თამო და ნინო რო ჯავახეთში იყვენ პირველად ახალქალაქში მეუფეს მუზეუმი რო ნახეს, ისენი ბედნირები იყვნენ მე მათ 2 ლამაზი დღე ვაჩუქე და მათ მე კიდე დიდი სიყვარული. ისე მოხდა რო ამ გასვლაში კიდევ ერთი ჩემი მეგობარი ნუნუ ხიდაშელი წამოვიდა, ნუნუ ჩემი კლასელი იყო. ნუცა მეღადავებოდა ვინმე არ მოგყავსო? და აი ნუნუ წამოვიყვანე, თამო უკვე სტაჟიანია და აღარა საჭირო პლიუსად რო ჩაეწეროს, საპახოდე ახჭურვილობაც აქვს, ერთი სიტყვით მოლაშქრეა. როგორც იქნა დადგა ნანატრი შაბათი დილა, დილით 05:30-ზე ავდექი 7-ზე სამგორში უნდა ვყოფილიყავი. მამაჩემმა ვერ წამიყვანა, მეტრომდე ფეხით ჩავედი, თამოსთან შეთანხმებული ვიყავი რო ვაგზალზე უნდა შევხვედრილიყავით, ეგრეც მოხდა მეტროში კიდევ ერთი ადამიანი ნატალია დაგვემგზავრა უფრო სწორად როცა ვაგზალზე ვიდექი ის იქ მოვიდა საბურთალოს ხაზიდან. მივედით სამგორში და ნელ ნელა შეკრება დავიწყეთ სიაში 18 კაცი ვეწერეთ აქედან 1 ადამიანი უკვე ასფარაში იყო. მოხდა ისო რო ბევრმა გადაგვაგდო და სულ 13 კაცი დავრჩით, ნუცასთან დავრეკეთ მძღოლს რამდენზე იყო შეთანხმებული გავარკვიეთ და რო გაირკვა ფული გვყოფნიადა რა დალოდება რის დალოდება ეგრევე დავიძარით. ისე მაგრად გამიტყდა და ყველას გაგვიტყდა რო ამდენმა გადაგვაგდო. 8 საათზე დავიძარით, თამოს გუაშები ქონდა წამოღებული თვითონ ცოტათი იყო მოხატული, მე როგორც მოხალისე სრულიად სახე მომიხატა. ნახევარს ვცნობდი ნახევარს არა, მარა უცებ გავიცანით ყველამ ერთმანეთი და ფოკისკენ გავწიეთ სადაც ნუცა და ქრისტი გველოდებოდა. ნუცას აბულების გასვლა შარშანაც ქონდა გაკეთებული და კივილაძესგან ვიცოდი რო საკმაოდ რთული იყო აბულებზე ასვლა. სადღაც 3 საათში ფოკაში ვიყავით. ფოკაში ნუცა, ქრისტი და ირაკლი დაგვხვდნენ. დედათა მონასტერი უნდა გვენახა მარა ნუცამ მე რო დამინახა ასე მოხატული და კიდე რამდენიმე ადამიანი გადაიფიქრა ხვალე ვნახოთო. დავიძარით სოფელი განძისკენ საიდანაც მიდიოდა გზა პატარა აბულისკენ სადაც შემორჩენილი იყო ციხე, და მის გარშემო საცხოვრებელი ადგილები. გავემზადეთ ასასვლელად ჩანთებში გადავინაწილეთ რაც რამე გვჭირდებოდა და დავიძარით. თამოს ჩანთაში ჩავდეთ, ჩემი, თამოსი და ზვიადის ნივთები ჩვენი საჭმელი და ისე გავუყევით გზას, ჩანთა თამოს მოქონდა ახალი იყო, პირველად ქონდა პახოდში და ზურგინდან არ იშორებდა, ჯერ დაღლაც არ აწუხებდა. ავიარეთ ერთი დიდი ფერდობი და მთის ქედზე დავსწორდით. არ დავიწყებ თუ რა ლამაზი იყო და ასე შემდეგ, მე მაგდენი ნიჭი და უნარი ვინ მომცა რო ის სილამაზე ავღწერო და აქ გადმოვცე, მაქსიმუმ სურათები ნახეთ. გავიარეთ ეს ქედი და კიდევ ერთი დიდ ფერდობს მივადექით, ციხე მარცხნივ იყო ჩვენგან, ნუცამ მწვერვალზე ავიდეთ იქიდან ლამაზდა ჩანსო და გადმოვხედოთო. წინ ერთი ჩვენიანი მიდიოდა ძალიან წინ, რომელიც უკვე ციხეზე იყო ასული. მე მწვერვალზე არ ავედი და ციხისკენ გავსწიე. უჩანთოთ ვიყავი და საკმაოდ სწრაფად ვმოძრაობდი.რავი რა გითხრათ აბულის ციხეზე, მწვერვალი 2700 მეტრზე არის, დიდი ლოდებითა დაფარული მთელი ფერდობი, ციხე კიდე უბრალოდ დაწყობილი ამხელა ლოდებითაა ნაშენი. ციხის გარშემო კარგად იყო შემორჩენილი ნასახლარები მარა ისეთი პატარა იყო არ ვიცი რისთვის იყენებდნე, თაროებიც ეტყობოდა თვითეულ ოთახს და ყველა ერთმანეთში იხლართებოდა, პატარაზე ქუჩაც ჩანდა რო თავოს დროზე ქუჩა იყო. უცნაური რამ იყო, სასტავი ზევით ავიდა და პური იქ ჩამეს, ციხეზე კი მე თათული და კიდევ ნინო მგონი ვიყავით. ნუნუს ჩანთა მე მქონდა და ნუნუს საჭმელი ჩვენ შევჭამეთ. ციხეზე ჩვენს გარდა 2 პოლონელი იყო გამოვესაუბრეთ და ხვალე ჩვენც ავდივართო დიდ აბულზე. ერთი სიტყვით ციხეზე ჩამოვიდა კამანდა მიათვარ მოათვარიელეს და უკან დავიძარით, მანქანისკენ, უკანა გზად დაგვაღამდა მარა უსაფრთხოდ და მშვიდობით დავბრუნდით. გზა საკმაოდ რთული და დამღლელი აღმოჩდა. ამჯერად დასაბანაკებლად გავსწიეთ ასფარაში სადაც ნუცას სახლი და თვილი ფეჩი გველოდებოდა, საკმაოდ მაღალზეა ფარავნის ტბა და ძაან ციოდა საღამოს. ფოკადან სულ რაღაც 9 კილომეტრში მივედით ნუცას სახში. სადღაც 9 იქნედოდა რო მივედი, გადმოვლაგდით და მზადება დავიწყეთ, სუფრის გაშლა და ფეჩის დანთებას შევუდექით, ფეჩი გარეთ ქონდა ნუცას, შუა ოთახში გავმართეთ და კარგად ავაგიზგიზეთ მართალია ბოლავდა მარა კარგადაც ათბობდა. ჩვენ იმ საღამოს იუბილარი გვყავდა. ჩვენ მარიშკას ქონდა დაბადების დღე. მარის ფეივერკი ქონდა წამოღებული ის გავუშვით 12 საათზე და რავი მოვილხინეთ, მერე კამანდა ორად გაიყო, ფეჩს შემოვუსხედით და კარგა დავლიეთ სადღეგრძელოები ჩამოვლით იყო. მე პირადა კარგად ვისიამოვნე და ის საღამო ძაან მესიამოვნა. დეტალებს აზრი არ აქვს იქ უნდა ყოფილიყავით, მე კარგად დავთვერი, იქვე ფეჩი სადაც იყო გაშლილი მქონდა საძილე და კარგად ჩამეძინა. მალევე ყველა მიწვა მოწვა, დილით ადრე ვიყავით ასადგომლები რადგან ახალქალაქში წირვას უნდა დავსწრებოდით 9-ზე. ეგრეც მოხდა, სადღაც 5-იქნებოდა რო თამოს სიარულმა გამაღვიძა უფრო სწორად ყველა გააღვიძა, ამდენ სიარულში ქრისტი წამოუხტა და გვარიანად ეჩხუბა კიდეც. რავი ვერ დაიძინა თუ რა იყო. მალევე ყველანი ავდეგით, პატარა წავილუკმეთ და ავბარგდით. ამ ჯერზე ახალქალაქისკენ გავსწიეთ, 10 იყო დაწყებული რო ჩავედით და წირვას დავესწარით, გეგმა იყო შემდეგი რო მეუფეს მუზეუმი უნდა გვენახა და მერე დიდ აბულზე ავსულიყავით. მე ძაან მინდოდა რო მეუფეს სახლი გვენახა უფრო სწორად მინდოდა რო ჩემ მეგობრებს ენახათ აღმოჩდა რო უმრავლესობას ნანახი არ ქონდა და მე მიხაროდა რო ამას ნახავდნენ, ვიცოდი რო ძაან მოეწონებოდათ. მარა დაგვიანდა ყველაფერი და პირდაპირ აბულზე წავედით, ამასობაში ჩვენ მანქანას ამორტიზატორი გაუფუჭდა და ჩანტები ახალქალაქში დავტოვეთ წონის მიზნით. გავუდეთიქ სოფელ აბულის გზას, ნუცა სიტყვით გამოვიდა რო ვინც დარწმუნებული არ ხართო ნუ წამოხვალთო. მარა ყველა წამოვიდა, ამ ჯერზეც თამოს ჩანთა წამოვიღეთ, შევთავაზე ჩანთის წამოღება მარა თამომ უარი მითხრა, რათქმაუნდა. რაღცნაირად ხოდზე ვიყავი, გამოვართვი თამოს აპარატი და წინ და უკან დავრბოდი. გავცდით სოფელს და აქ პატარა ისტროია მოგვიყვა ნუცამ, რომელიც მიზეზი იყო წინა გასვლაში ხალხის დაკარგივს, თურმე ამ ადგილზე თუ სურვილს ჩაიფიქრებ აგისრულდებაო, წრე შევკარით და ყველამ ჩვენ ჩვენი სურვილი ჩავიფიქრეთ, მაგარი იყო, ისე მე ეგ სურვილი ამისრულდა უკვე. რამდენიმე კილომეტრში მივადექით აბულის ძირს საიდანაც დიდი აღმართი იწყებოდა და შორს მწვერვალი მოსჩანდა, ეტყობოდა რო ზევით უკვე საკმაოდ ციცაბო იყო. ამ ჯერზე თამომ ჩანთა დამითმო, მოვიკიდე ჩანთა და გავუდექით გზას, გზას მარა რა გზას, ძაან დამრეცი აღმართი და ქვებით სავსე რელიეფი. ძლივს მივდიოდით, სადღაც შუაში დიდი შესვენება მოვაწყეთ და ისევ გავუდექით გზას, სამწუხაროდ გზა 3 ადამიანმა ვერ განაგრძო, ქრისტიმ, თათულიმ და გიორიგმ. მე აღარ ველოდებოდი ხალხს და საკმაოდ წინ გავიჭერი, ძაან მინდოდა ასვლა და დავთქვი რო 6 საათამდე სადამდეც ავალ ავალ და მერე უკან ვბრუნდები თქო, იმ აღმართის ჩამოვლა სიბნელეში არ მინოდა. ერთი სიტყვით ნელ ნელა სიმაღლეს ვკრიფავ და დაბლა ამხელა მთები ხელის გულივით მოსჩანს, ჩანთა სასიამოვნოდ მქონდა მორგებული და წინ წინ მივიწევდი, დავთქვამდი ამ ქვამდე უნდა მივიდე თქო მივიდოდი დავისვენებდი და მერე განვაგრძობდი გზას, სასტავიც ნელ ენლა მოიწევდა. ძაან მალევე ნატალია წამომეწია, სადღაც ბოლოში რო ვიყავი უკვე და მწვერვალზე ერთად ავედით. ბოლოში უკვე ძაან დამრეცი იყო და სულ ქვიანი. საათს დავხედე და 5 საათი იყო. კარგა ხანს ვიპოზიორეთ მე და ნათალიმ. მალევე კიდევ ერთი ადამიანი ამოვიდა, და ნელ ნელა ყველა გამოჩდა, თამოც მალევე ამოვიდა. ერთი სიტყით ყველანი ავედით. ზუსტად 3100 მეტრზე ვიყავით, სასტავი კიდევ ზევით ავიდა მარა მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი აღარ წავედით. სანამა კამანდა ამოვიდოდა მე და ნატალიემ სახლი ავიშენეთ, ქვებისგან ამოვასუფთავეთ და პატარა ორმო გავაკეთეთ ღრმა არ გამოვიდა დაბლა ქვები ჭაყინული იყო, ჩავსხედით შიგნი და მართლა გაამართლა ყოველ შემთხვევაში ქარი არ გვაწუხებდა. მაგარი სანახავები ვიყავით. მე როგორც დაგეგმილი მქონდა გახდა თუ არა 6 საათი დავიძარი, ამ ჯერზე მე, ნატილია, თამო და ზვიადი ერთად დავეშვით, დაშვების პირველი ეტაპი იყო რთული, ძაან ციცაბო იყო და მიწა იშლებოდა, სასტავმა თავი გავართვით და უვნებლად დავეშვით, დაშვება არც ისე მარტივი იყო. ეს ქვები სანდო არ იყო და ნებისმიერ წამს შეიძლებოდა დაცურებულიყავი. მოვდიოდით და არა და არ ილეოდა ეს დაღმართი მაგარი ნერვები მეშლებოდა. მზე ნელ ნელა ჩადიოდა და უკანასკენი სხივები ეცემოდა აბულს მაგარი სანახავი იყო საუცხოო ფერები ქონდა ბუმენას. ამასობაში აცივდა რაც მზე ეფარებოდა ჰორიზონტს სიცივეც მატულობდა, მარა სიარულისა არ იგრძნობოდა. თამო ძაან დაიღალა და ზვიადიც მარა ის გზა ხო გასავლელი ქონდათ, თამო მაგარ ხასიათზე დადგა, მღეროდა ყვიროდა და რავი. მიხაროდა რო ესეთ თამოს ვხდედავდი, ის უბრალოდ ბედნიერი იყო თავისი თავით რო ეს შეძლო რო მაგრად დაიღალა და საქართველოში არც ისე ბევრი ადამიანია ვინც აბულები დალაშქრა და ერთ ერთი მათქანი თვითონ არის. მეც მიხაროდან ჩემის მხრივ რო ჩემი სიხარული და ბედნიერება ვიღაცას ვუწილადე და გავუზიარე. დაბლა თათული და გიორგი იყვნენ, საკმაოდ დაღამდა გზა აღარ ჩანდა წესივრად და დაბლიდან გიორგი ანათებდა შუქს, შუქის მიმართულებით მივდიოდით. როგორც იქნა ჩავახწიეთ, ამასობაში ტატო წამოგვეწია რაც ძაან გამიკვირდა, ჩვენ ძაან ადრე გამოვედით და როგორ დაგვეწია თქო. მალევე ირაკლი ჩამოვიდა სულ სირბილით, თავზე ფანარი ეკეთა, საუცხოო სანახავი იყო მთაზე რაღაც შუქი დიდი სიჩქარით მოფრინავს, არ ვიცი ამ ქვებზე როგორ მორბოდა მარა ძაან სწრაფად მოდიოდა. დაბლა შევიკრიბეთ და ლოდინი დავიწყეთ, სასტავს შეგვცივდა გავჩერდით თუ არა, ირაკლისგამ ნებართვა ავიღეთ და მანქანისკენ გავსწიეთ. გზად იქაური მაცხოვრებელი შემოგვხდა, რომელიც ჩვენს დასახმარებლად მოდიოდა, ძაან მესიამოვნა ეს ფახტი, სოფლამდე მიგვაცილა, მამქამაში ავეყარენით მშივრები უფრო ვიყავით ვიდრე დაღლილები. თამო და ზვიადი ძაან დაიღალნენ მარა ვიცი რო ძაან ნასიამოვნები იყვნენ. მალევე მთელი გუნდი დაბრუნდა, მივხვდი რო ძაან ნელა მივლია უკანა გზაზე. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ახალქალაქისკენ გავსწიეთ, ავიღეთ ჩანთები და თბილისისკენ ავიღეთ გეზი. მანქანა გაფუჭებული იყო და ნელა დადიოდა, ფოკაში 4 ადამიანი ჩამოვსვით: ნუცა, ქრისტი, ირაკლი და ტატო. უფრო გავფართოვდით და ხალხმა დასაძინებელი ადგილების შოვნა დაიწყო, დრამმა უკანა სავარძლებზე გაიშალა ლოგიკი მე შუა სკამებზე მარა ვერ მოვისვენე დიდი ხანი, რავი ბოლოს ყველამ წავუძინეთ და ასე მშვიდოით და ძაან გვიან დავბრუნდით თბილიში, 2-ზე. სახში რო მივედი ვჭამე ვიბანავე და დავიძინე. ნუცა მადლობა მინდა გითხრა კიდევ ერთხელ რო ამ ყველაფერს გვიზიარებ, მაგარი გასვლა იყო, მინდა რო მადლონა გითხრა ასეთ კარგ ადამიანებს რო მაცნობ, ისენი ჩემი მეგობრები არიან შენი დამსახურებით. კარგი გულის პატრონი ხარ და მადლობა რო ამ გულის სითბოს გვიზიარებ. ეს არის ის მოკლე მიმოხილვა რაც მახსენდება, თვითეული გადაკითხვივას კიდევ ბევრ რამეს ვიხსენებ მარა წერა მეზარება. ამიტომ წამოდით ხოლმე ხალხო რო ასე ჩემი ნაჭღაპნების კითხვა არ მოგიწიოთ.!!!!

No comments:

Post a Comment