Wednesday, July 24, 2013

მარტვილი, კინჩხა

ორშაბათი დღეა, ბოლო 3 დღე საუცხოოდ გავატარე და მინდა რო დავწერო, აღვბეჭდო ფურცელზე რათა არასდროს არ დამავიწყდეს. თამამად შემიძლია ვთქვა რო უკვე ბევრჯერ ვარ ნამყოფი ლაშქრობაში და ასევე თამამად შემიძლია მივაწერო ეს ლაშქრობა ერთ ერთ საუკეთესოს იმ საუკეთესოთა შორის რომელიც მე მქონია. ძალიან მარტივად მოვხვდი ამ ლაშქრობაში, როგორც წესი კივილაძე მაწვდის ხოლმე კარგ, მართლაც საუკეთესო გასვლების შესახებ ინფდორმაციას. წინა შაბათ კვირა ბირთვისში გავატარე ჩემ მეგობრებთან ერთად. დაბრუნების თანავე კივილაძე მწერს მარტვილის კანიონებიზე გასვლაა და აუცილებლად უნდა წავიდეთო. მე არც კი მიფიქრია ეგრევე დავთამხდი, ფული მეგულებოდა ჯიბეში და ამან კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მომცა. კივილაძესთვის ეს გასვლა ერთ ერთი ოცნაბა იყო იმ ოცნებათა შორის რაც აქვს ლაშქრობებთან დაკავშირებით. მე და გიო ეგრევე ჩავეწერეთ სიაში სტატუსით უსიკვდილოდ. ჩვენი უღალატო მოლაშქრებიც ჩაეწერნენ სიაში რამაც უფრო გაგვახარა მე და გიო. ვემზადებოდით და ველოდებოდით პარასკევ დილას თუ როდის დაიწყებოდა ჩვენი თავგადასავალი. მეგობრებს რაც შეხება ორი ჩვენი საუკეთსო ადამიანი გამოგვაკლდა თამო ზარქუა და ნატო ცქიფურიშვილი. წამსვლელთა სია შემდეგი იყო: თორნიკე დავითაშვილი, გიორგი კივილაძე, ნინო წამალაშვილი, ელენე ჩიხრაძე და ჩვენი საყვარელი ირინა გიორგაძე. ერთი სიტყვით დადგა ეს ნანატრი პარასკევი დილაც. სია ვიცოდი ვინც მოდია, ჩვენების გარდა ნაცნობი მამუ შეწირული და გოგა ჯოხაძე იყო, რომელთაც ჩემი პირველი ლაშქრობიდან ვიცნობდი და თან კარგადაც დამამახსოვრდნენ. ეს იყო იმის საწინდარი რო წინ 3 უმაგრესი დღე მელოდა. დილიშ 7-ზე დავიწყეთ შეკრება, ძაან არავის არ დაუგვიანია, უცებ დავიძარით თბილისიდან. თბილიში ძააან ცუდი ამინდი იყო, მოღრუბლური და ცივი ამინდი, არა და ჩვენ ჩანჩქერებზე მივდიოდით, საბანაოდ და ასე შემდეგ. მე ამინდი ნანახი მქონდა, პარასკევს წვიმა იყო გამოცხადებული, სამაგიეროდ შაბათ კვირა იყო კარგი ამინდი. გავცდით თუ არა მცხეთას წვიმამ იმატა და იმატა, ხიდის ქვეშ ბარგს პარკები გადავაფარეთ და გზა გავარძელეთ. მარტვილისკენ გვქონდა გეზი აღებული. ორი მანქანით ვიყავით, სამარშუტოთი და ამ გასვლის ორგანიზატორი რამდენიმე ადამიანით დელიკით. ჩვენ ორგანზატორის მანქანას მივყვებოდით, ქუთაის რო გავცდით სამწუხაროდ შესახვევს გამოცდა ჩვენი ორგანიზატორი და არასწორი მიმართულებით წავედით. საკმაო მანძილის გავლის შემდეგ რო მივხვდით მარტვილში არ მივდიოდით და ტრაფარეტებზე ყველგან აფხაზეტი ეწერა, მივხვდით რო რაგაც რიგზე არ იყო. უკან გამოვტრიალდით სამწუხაროდ ამ გზის არევამ როგორც მძღოლმა თქვა 100 კილომეტრი ზედმეტი ვიარეთ. ამ ჯერზე ჩვენ მივდიოდით წინ და ორგანიზატორი ჩვენ მოგვყვებოდა, თურმე არც ერთმა წესივრად არ იცოდა გზა. კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი იყო ის რო წვიმა არა და არ იღებდა და არც კი ნელდებოდა. წვიმა საკმაოდ ძლიერი იყო. დაახლოებით 1 საათში თავი მარტვილში ამოვყავით, გეგმის მიხედვით მარტვილის მთავარი ტაძარი მოვინახულეთ, ტაძარი მარტივილის ყველაზე შემაღლებულ ადგილას იყო აშენებული, სამანქანო გზა ძაან ლამაზი იყო ტაძრისკენ მიმავალი. საკმაო სიმაღლე ავკრიფეთ, საიდანაც მარტვილი საკმაოდ კარგად მოსჩანდა, მარტვილში მთა სადაც ტაძარი იდგა ხელ უხლებელი იყო, მთის ფერდობები ტყით იყო დაფარული და მისი სიმწვანე ძაან უხდებოდა მარტვილს. სამწუხაროდ წვიმა არ წყდებო, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებდა, ჩავიცვით საწმვიმრები და ტაძარში ავედით. დიდი ხნის ნამგზავრები ვიყავით, ყველანი დაღლილები და ძალიან ძალიან მშვივრები, უმრავლესობას დილითაც არ ეჭამა, მათ შორის მეც, დილით 6 ავდექი და არ მიჭამია. წვიმის და შიმშილის გამო ვერ მოვახერხეთ ტაძრის უკეთ დათვარიელება, უფრო წვიმის გამო. ძალიან ლამაზი ადგილები და ხედები იყო ტაძრის ეზოში. მოვილოცეთ და მალევე წავედით საბანაკე ადგილისკენ. მარტვილის კანიონებთად დავბანაკდით, უფრო სწორად მივედით, წვიმა ისევ ძლიერი იყო, მამუმ და ბიჭებმა სეფა გააკეთეს პარკებისგან, მე და გიო შედარებით მშრალად ვიყავით კარგი საწვიმრის წყალობით. მივეხმარეთ მამუს და უცებ ავაწყევთ პატარა სეფა. მე და გიომ გარემოს დათვარიელება დავიწყეთ, მდინარე სადაც მეორე დღეს ნავებით ვაპირებდით ასვლას ძალიან იყო ადიდებული იქვე ჩანქერი იყო, იმხელაზე იყო ადიდებული რო ჩანჩქერი ანგრევდა იქაურობას, გიომ აღმოაჩიან და წამიყვანა ჩანჩქერის სანახავად, მართლაც საუცსხო იყო, ძაან წყალ უხვი იყო იმ მომენტში, ძაან დიდი ძალით ეშვედობა დაბლა და შხეფები ზევით იფრქვევოდა. ამასობაში წვიმამ ცოტა გადაიღო და ხალხი მანქანიდან გადმოვიდა, ჩვენ სამეგობროს ამ მგზავრობაში კიდევ ერთი ძალიან კარგი ადამიანი შემოუერთდა ეს არის თიკო ხარაიშვლი, საერთო მეგობრები აღმოგვაჩდა, მარა ეს არაფერ შუაში არ იყო ჩვენ დასამეგობრებლად. ჩვენი სასტავი წავედით ჩანჩქერის სანახავად, ბევრი კარგი სურათი გადავიღეთ. ამასობაში წვიმამ სრულად გადაიღო და ალა-ალაგ თუ წამოწვიმამდა ხოლმე. გზა მიგვასწავლეს, თუ როგორ უმდა მოვქცეულიყავი ჩანჩქერის ძირზე. რათქმაუნდა ჩავედით და ჩანჩქერს კიდევ უფრო ახლოს მივუახლოვდით, საკმაოდ ახლოსაც კი. ბევრი სურათო გადავიღეთ და კიდევ ერთხელ დავრწუნდით თუ რამხელა ძალა აქვს წყალს. ამასობაში საბანაკე ადგილი მოვნახეთ ჩვენი სეფა გავშალეთ, კარვებიც და როგორც იქნა დადგა ის ნანატრი წუთები რომელსაც ყველა ელოდა, ჭამის დრო მოვიდა. სეფის ქვეშ სუფრა გაიშალა მდინარის პირზე შესა შევაგროვეთ და ცეცხლიც დავანთეთ. საღამო ხანს 3 ადამიანი შემოგვიერთდა, ერთ ერთი გოგა ჯოხაძე იყო. კივილაძე კარგად იცნობს მაგ ადამიანს და თბილი შეხვედრაც ქონდათ საკმაოდ. უკვე დაბნელდა ჭამაც აღარ გვინდა, სუფრაზე მარტო ის ხალხი დარჩა ვინც სვამდა. კივილაძეს რაღაც განსაკუთრებული უნდოდა, უცებ პარალონი და საძილე ავიღეთ და ჩანჩქერის შორი ახლოს მოვკალათდით. მე, გიორგი, ნინო, ელენე და ირიან. საძილე ხუთივეს გავწვდა მე და გიო კიდეებზე ვიჯექით, წყნარად ჩანჩქერის გრუხუნს ვუსმენდით და საინტერესო ამბებზე ვსაუბრობდით. ამასობაში ღრუბლებიც გადავიდა და ვარსკვლავები გამოჩდა, რამაც ძაან გაგვახარა და იმედი მოგვცა რო ხვალე გამოიდარებდა. ჩვენ მეგობრეს გადავურეკეთ რომლებიც იქ ჩვენ გვერძე უნდა ყოფილიყვნენ, თამოს და ნატას. უკვე საკმაო გვიანი იყო, მამუმაც ჩამოგვაკითხა და გვთხოვა რო დავბრუნებულიყავით. უკან ავტრიალდით საკმაოდ ნასვამები იყვნენ და ბანაკში საუცხო ჟრიამული იყო. ყველა იცინოდა ყველა მხიარულობდა. გოგამ იმღერა, ბირთვისიდან მახსოვდა რო ძაან კარგად მღეროდა. კარგა ხანს გავჩერდით სუფრაზე ცეცხლის წინ. მერე ხუთივე ერთ კარავში შევედით, ჩემს ახალ კარავში რომელიც საკმაოდ დიდია. რამდენიმე ხანი ესე ერთად ვიყავით ისე ჩვენთის და მე მაგალითად ვტკბებოდი ამ წუთებით და ბედნიერი ვიყავი. მგზავრობის დაღლამ მაინც თავისი ქნა, მე და გიო ჩვენს კარავში გადავედით და დავიძინეთ. გარეთ ისევ ჟრიამული და სიმღებეს ხმა ისმოდა. გოგა მღეროდა, სიმართლე გითხრათ მგონი გიორგობის თვერს რო მღეროდა მაგ სიმღერაზე ჩამეძინა საკმაოდ ტკბილად რადგან ეგრე ფარდეთ პახოდში არ მძინებია არასდროს. დილით საკმაოდ ამოსული იყო მზე რო თვალები გავახილე, გიორგი ვერ დავინახე და ვიფიქრე რო ადგა უკვე თქო, ალბათ 8 იქნებოდა, ისევ გავარგძელე ძილი. 9ზე უკვე კარგად გავიღვიძე და ვნახე რო გიორგისაც ეძინა, მზე აჭერდა ცოტათი კარავს და ეგრევე ავდექი, გიორგიც მომყვა მალევე. გიოს ეგეთი წესი აქვს და ცდილობს ხოლმე რო ეს წესი ყოველთვის შეასრულოს ხოლმე, ნაგავს აგროვებს ხოლმე ახლო მახლო. მეც შევუერთდი და ნაგვის აგროვება დავიწყეთ საბანაკე ადგილის ტერიტორიაზე და ჩანჩქერთან ახლოს. ამასობაში ნელ ნელა იღვიძებდა ჩვენი ბანაკი. ყავის მოდუღბას შეუდგნენ და მოწესრიგებას. ამასობაში მე და გიომ საკმაო ნაგავი მოვაგროვეთ, სულ ხუთი მეშოკი გამოგვივიდა და იქვე ნაგვის ურნაში გადავაგდეთ. მაგრად გავბრაზდით იქვე ნაგვის ურნაა რომელსაც ყოველდგე ცლიან მენაგვეები და მაინც ამდენი ნაგავს ყრიან გარშემო, ხევევბსა თუ რავი ყველგან. მე და გიოც დავრუნდით და თან კარგი ამბავიც მოვიტანეთ, გუშინდელთან შედარებით ძაან იყო წყალი დაკლებული, ჩანჩქერზე ქვები ჩანდა, ეს კი იმის საწინდარი იყო რო ნავებით შევსულიყავით და გვებანავა. გოგოებიც ადგნენ მალევე, ჩვენი თიკოც ჩვენ გოგოებთან იწვა. უცებვე ავშალეთ ბანაკი, და მდინარეზე ჩასასვლელად გავემსზადეთ. შესაბამისად ჩავიცვი მეც და ჩავედით მდინარეზე, ამინდი იდეალური იყო, მზიანი და თბილი დღე იყო. გაბერეს ჩვენებმა ნავი და მდინარეში შევიდნენ მარა დინება მაინც ძლიერი იყო და საპირისპირო მხარეს ასვლა ძალიან ჭირდა. თან ჩვენი ნავი სუსტი იყო ნიჩბები პატარა გვქონდა და ვერ შევძელით. ისევ გიომ იდეა შემომთავაზა რო დაგვექირავებინა ნავები იქ მყოფების და მაინც ავსულიყავით, ჩვენ პონტში გავისწოროთო. ასეც მოვიქეცით ჩვენი სასტავი და კიდე 2 ადამიანი შემოგვიერთდა, სულ 8 გამოვედით შუაზე გავიყავით და 2 ნავით გავეშურეთ კანიონში. ძალიან უჭირდათ ჩვენს მენიჩბეებს. მარა როგორღაც ავედით სამწუხაროდ დინება ისეთი დიდი იყო რო ჩანჩქერებამდეც ასვლა კი ჭირდა. საბედნიეროდ თუ შემთხვევით მე და გიო ერთ ნავში ვისხედით მენიჩბეები კი ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და გზაში გადაწყა რო პირველ ჩანჩქერამდე მაინც ავსდულიყავით. 4 მენიჩბე იყო მაგათგან შედარებით ასაკით დიდები უარზე იყვნენ. მე შევთავაზე რო მეორე მხარეს თუ გადავიდოდით ნავს თოკით გავათრევდი ნაპირ ნაპირ და როგორმე ავიდოთი, ასეც ქნეს ძლისვ გადავედით მეორე მხარეს მე გიო და კიდევ ორი მენიჩმბე ჩამოვედით ნავს გრძელი თოკი ქონდა და ესე ცურვა და ნაპირ ნაპირ ავათრიეთ პირველ ჩანჩქერამდე, იქით ვერ გააგრძელებდი დინება დიდი იყო და თან ნავი ხელით უნდა გადაგეყვანა რამდენიმე ადგილას, ამიტომ პირველი ჩანჩქრეთი დავკმაყოფილკდით. სამწუხარიდ ჩანჩქერი მეორე მხარეს იყო, ერთ ერთმა მენიჩმებ დინება შემაოწმა და შუამდე მივიდა მერე მე მივყევი ორივენი გადავებით მარა წყალმა მაინც წაგვიღო ისე მოხდა რო კლდეების დახმარებით მაინც გადავედით მეორე მხარეს და ჩანჩერთან ამოვყავი თავი, მართლაც საუცხოო და ლამაზი ადგილი იყო. ისე მოხდა რო მარტო მე გადავედი, მალევე დავბრუნდით უკან და ნავით დავეშვით დაბლა. სამწუხაროდ მეორე ნავში მყოფდები უკმაყოფილონი იყვნენ რადგან დიდი ვერაფერი ვერ ნახეს, მე და გიოს ცოტა გაგვიტყდა რადგან ზუსტად ამ მეორე ნავშვი ისხდნენ ჩვენი გოგოები. ეს ნამდვილად სამწუხარო ფაქტი იყო, ესეთი ფაქტები უკანასკნელი იქნება .... ბევრი ირუჯებოდა ბევრი ბანაობდა და ასე მიდიოდა დღე ასე ლამაზი, კარგადაც დავიწვი. მერე როგორც იქნა ჩვენმა ნავმა მოაბა თავი და ავიდნენ ჩანჩქერებამდე მარა მარტო ერთი რეისი გააკეთეს. ხო ორი უცხოელი გვახლდა თან, ძაან კარგი ფოტო აპრატი ქონდა და საკმაოდ კარგი სურათები გადავიღეთ. ჩვენი თიკოს ტელეფონიტაც ძალიან ბევრ სურათი გადავიღეთ. უკვე წასვლის დრო მოვიდა, ვშრებოდით და ვმარგდებოდით მარშუტკაში და აი აქ მოხდა ჩემთვის და ყველასთვის საუცხოო რამ, კანიონებში ქორწილი მოვიდა. თვითეულ ჩვენთაგანს პირი დაგვრჩა ღია. მეფე ამ პაპანაქება სიცხეში ჩოხაში პატარძალი თეთრ კაბაში გადამღები ჯგუფი და კიდე მაყარი, გოგოები მაღალ ქუსლებს და კალკოტკებით, რამ ჩააცვათ ამ სიცხეში კაგოტკა, თურმე კანიონში უნდოდათ ასვლა. რაც ყველაზე მინი კაბა არსებოს ის ეცვა ყველას. მაგრად გამიკვირდა, ამასობაში როგორც იქნა ჩავბარგით ცოტა ვჭამეთ და წასასვლეწლად გავემზადეთ, უცებ კიდე დიდი საოცრება მეორე ქორწილი მოვიდა, აი აქ კი ყველას ყბა ჩამოგვივარდა, დავასკვენით რო ერთ ერთი საქორწილე ადგილია თურმე. როგორც იქნა წავედით და ამ ჯერზე დადიანების სასახლისკენ გავწიეთ უფრო სწორად საზაფხულო რეზიდენციისკენ. აი ეს იყო სასახლე, უშველები ეზო როგორც წარმოგიდგენიათ ზუსტად ისეთი, ყველაფერი იყო, ჩვენ ბევრს ვერთობოდით და ვხალისოფდით გოგოები უფრო მეტადაც. თვითონ სახლში არ შეგვიშვეს მარტო კარ მიდამო დავათვარიელეთ. ვნახეთ დათვი, ბევრი სურათი გადავიღეთ და ჭის წყალიც დავლიეთ. ყველაზე ბოლოს ჩვენ გამოვედით ყველა ადგილზე იყო. გავეშურეთ კინჩხისკენ სადაც უნდა დავბანაკებულიყავით. სადღაც ერთ საათზე მეტი მოვანდომეთ მისასვლელად, მარტვილთან შედარებით საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე ავედით. საბანაკე ადგილად ძალიან ლამაზი ადგილი შევარჩიეთ ტყე და გადამწვანებული დიდი მდელოები. უმაგრესი ადგილი იყო. უცებ დავბანაკდი გავშალეთ ჩვენი სეფა. აღმოჩდა რო აქაც ქორწილი იყო. მგონი იგივე კამანდა ამოვიდა რაც მარტვილში იყო, ამაზე მაგრად ვიღადავეთ. უცებვე მოსაღამოვდა მოსაყოლად ძნელია, საუცხოო საღამო იყო, ბევრი ვიცინეთ ვიხალისეთ და მე ქაჯური ვისწავლე. ეს ღამე უფრო დიდხანს გაგრძელდა ასე თუ ისე დაღლილები არ ვიყავით, გოგამ, ბესომ, ლევანიმ და კიდევ მგონი ნინო ერქვეა, ბინდის ფერია სოფელი იმღერეს, გაოგნებული ვუსმენდით ყველანი. როცა რამე მახარებს ხოლმე და მაბედნიერებს ჟრუანტელი მივლის ხოლმე თავის ქალიდან იწყებს ხოლმე მთელს თავზე ეკლები მაყრის მერე ტანზე და უცებ ერთი ზებზრიალებით ფეხებდამდე დამივლის ხოლმე. საუცხოო იყო. მერე ბესომ რამდენიმე ლექსი წარმოთქვა ერთ ერთის სახელი დავიმახსოვრე, თემურ ელიავას დიალოგი ღმერთთან. ისე მხატრულად და მთელი ემოციებით, თან ბიჭები ბანს აძლევდნენ საუცხოო სურათი იყო ისეთი საყურებელი და მოსასმენი რო თვალებიდან არ ამომდის ეხლაც ჩამესმის, ძალიან ძლიერით ხმით რო შემოსძახებდა ხოლმე თავი დავხარე, დავმალე სახე ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი მაგარი იყო, გიორგიმ ისევ იყოჩაღა და კიდევ ერთი საინტერესო იდეა შემოგვთავაზა. ჩემს გარდა ყველამ გარეთ კარვის გვერძე გაშალეს პარალონები და საძილეები და ყველა ერთად მოვკალათდით, ცაზე ალაგ ალაგ იყო ღრუბელი რომელიც არ უშლიდა ხელს არც ვარსკვლავეს და არც მთვარეს რო ჩვენთვის გაენათებინა ის საღამო. საკმაო გვიანი იყო, მე კარავში დავწექი გოგოები და კივილაძე საკმაო ხანს იყვნენ გარეთ. ნინომ და ელემ მერე კარავში გადაინაცვლეს ხოლო გიომ და ირინამ ღამე გაათენეს მთვარის შუქზე ღამე. მესამე დღეც გათენდა. მე კარავში მარტო მეძინა და ამხელა ფართის გამო კარგა განს გავაბი ძილი. ყველა გვიან ადგა, ბანაკიც გვიან აიშალა. უკვე 11 საათი იყო რო დავიძარით კინჩხის მთისკენ სადაც საუცხოო ჩანჩქერები გველოდა. მანქანით მივედით თითქმის ბოლომდე, დაახლოებით კილომეტრიანი აღმართი ავიარეთ, მაღლა რო მივდიოდით ჩვენი ჩანჩქერიც გამოჩდა, არ ვიცი რამდენი მეტრი იქნეოდა მარა ძააან მაღალი კი იყო. ზევიდან ხეობას დავუყევით და ამ დიდი ჩანჩქერის ქვეშ მოვექეცით, საუცხოო წყალი იყო, ამხელა ჩანჩექრის ქვეშ ვიდექით, შემზარა მისმა სიდიადემ. ეს ჩანჩქერი რო ეშვებოდა სადღაც 10 მეტრის იქეთ მეორე ჩანჩქერი იყო რომლის თავზეც ჩვენ ვიყავით და რომელზეც თოკებით ვაპირებით დაშვებას. სანამ სურათებს ვიღებდით და ვტკბებოდით ამ სილამაზით, ამასობაში მომუმ ყველაფერი გაამზადა იმისთვის რო თოკებით დავშვებულიყავით. ეს ჩანჩქერი 20 მეტრიანი იყო, 20 მეტრის სიმაღლიდან დავეშვით. პირველი ბესო დაეშვა რო დაბლა დახვედროდა ვინც ჩავიდოდა, მეორე კივილაძე, და ასე ნელ ნელა თითქმის ყველა დავეშვით. ძაან მაგარი შეგრძნება იყო. ამხელა სიმაღლეზე თოკით კიდიხარ. თავიდან არის ძნელი, ერთი თუ დაეკიდე მერე ხვდები რო არაფერი არა საშიში და წყნარად ეშვები. სამწუხაროდ ელენემ ვერ შეძლო დაშვება. დაბლა ჩვენი სასტავი ერთად დავუყევით კანიონს. მე და გიო ისედაც სველები ვიყავით რადგან ჩამომსვლელებს ვეხმარებოდით და დავსველდით, გიორგი დიდიხსნის განმავლობაში იდგა ჩასნჩქერთან ახლოს და თმებზე ისე საუცხოოდ ედო ცვარი სულ გადათეთრებული იყო. ბოლო ჩვენიანის ჩამოსვლის მერე ნებართვა ავიღეთ და გავუყევთ კანიონს დიდ ლოდებზე დავხტოდით. ნინო წამალაშვილმა გამაოცა ისე კარგად გადადიოდა და დიდ ნახტომებს აკეთებდა, მე ერთი ორგან ვერ გავბედე. ასე თუ ისე ამ პატარა ექსტრემით ჩამოვედით დანიშნულების ადგილზე. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, დანარჩენებიც მალევე შემოგვიერთდნენ, დაღლილებმა კარგად წავიხემსეთ, იქვე პატარა ბიჭმა ცხენი გამოიყვანა და ვისაც სურვილი ქონდა იჯირითა. ამასობაში თბილიში დაბრუნების დრო მოვიდა. მგზავრობა ხალისიანი იყო, მარა მაინც დაღლილები ვიყავით და გვეძინებოდა. 12-ზე ჩამოვედით თბილიში, მძღომლა იჯიგრა და ყველა სახლებამდე ჩამოგვარიგა. ნახალოვკით წავიდა იქ კი მამაჩემი დამხვდა და ასე მშვიდობით მივედი სახში, მივედი თუ არა საჭმელი ხაში დამახვედრეს, ერთი დიდი ულუფა დავახურდავე მერე ვის ვაი ვაგლახით ვიბანავე და დავიძინე. მეორე დღეს ანუ ორშაბათს სამსახურში წავედი აი მაშინ ვიგრძენი დაღლა, როგორ გავიდა სამსახურში ეს 9 საათი ვერ გავიგე. სახში რო დავბრუნდი წესივრად მოვუყევი თუ როგორ და რანაირად მოვიარე, სამარგალო, დედაჩემმა მითხრა რო ესეთი არასდროს არ დაბრუნებულხარ არც ერთი გასვლიდანო. ძალიან მშვიდი ხარ ენა საერთ არ გებმევა რაც ლაპარაკობ, რო დავუკვირდი ეგრეა სამსახურშიც ჩვეულებრივ ვსაუბრობდი. არასდორს არ მქონია ამაზე პრობლემა და მაგიტომ არავის არ მიუქცევია ყურადღება მარა დედაჩემმა მიაქცია და მართლაც ასეა. რავი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს ვინც იქ იყვნენ, კივილაძეს რო წამიყვანა და მითხრა ამის შესახებ. თქვენ ნინო, ელენე, ირინა, თიკო რო ესეთი კარგი მეგობრები და ადამიანები ხართ. ბესოს ესეთი კარგი ორგანიზებისთვის და იმ საუცხოო ლექსებისთვის. გოგას სიმღერებისთვის გიორგიბს თვზე მეძინება მარტო ეხლა და მამუს მადლობა რო ესე 5-ზე იყო ის ყველაფერი. რავი მიხარია რო კიდევ რამდენიმე ლამაზი დღე შევიდა ჩემს ცხოვრებაში და ჩემს მოგონებეში რომელიც სამუდამოდ ჩემთან დარჩება.

No comments:

Post a Comment