Thursday, February 21, 2013

მყინვარი, მეტეომდე


22.07.2012 00:00

შაბათი დღე გათენდა, ამჯერად ბუძელნიკმა სტანდარტულზე გაცილებით ადრე დარეკა, 06:00-ზე უცებ წამოვფრინდი, მოვწესრიგდი რამე რუმე, ჩანთანს ახლიდან გადავხედე, რა მიმაქ რა არ მიმაქვს, და ერთი მოსასხამი მოვაკელი წონის გამო. დედაჩემი ბევრს მეჩხუბა რო მძიმეაო და კივილასგანაც გაფრთხილებული ვიყავი რო რაც შეიძლება მსუბუქად წამოდიო, მეც ამოვაკელი ერთი მართლა მძიმე მოსასხამი. წინა ღამეს უკვე ყველაფერი გარკვეული იყო, კივილა მძღოლს შეუთანხმდა და ადგილები დაჯავშნილი იყო 08:30-ზე მარშუტკა უნდა გასული შესაბამისად 10 წუთით ადრე უნდა მივსულიყავით რო ეს ამხელა ჩანთები დაგვეწყო და რამე. მე მამაჩემმა ჩამიყვანა დიდუბეში, სასტავიც იქ იყო, და ძმა კივილაძეებიც უცებ მოვიდნენ. სულ 7 კაცი უნდა ვყოფილიყავით, მარა დილით 6 წავედით, და კიდე ერთი ადამიანი მერე გვიან დაგვეწეოდა. აქედან წავედით, მე, გიო, ირმა, ნინო, ნინოს თანამშრომელი შალვა და ლევანი, ერთმანეთი უცებ გავიცანით იქ, ყველანი გიორგის ან ნინოს მხრიდან ვიყავით, ჩემ შემთხვევაში ორივეს მხრიდან ვიყავი. იტოკში მგზავრობა 10 ლარი დაჯდა, საკმაოდ შორი მანძილია, უკვე გუდაურში რო ავდიოდით მიხვეულ მოხვეულ გზაზე, მანქანაში იგრძნობა რო მთის ჰაერი შემოდიოდი, ცივი და ძალიან სუფთა, მსუბუქი ჰაერი იყო. ბოლო გაჩერება სტეფარწმინდა იყო, მე კომაროვიდან ვიყავი ნამყოფი ექსკურსიაზე და გერგეთზე ასასვლელი გზა მახსოვდა კარგად. ჩანთები ავიღეთ და გავემზადეთ გერგეთზე ასასვლელად. ჩველებრივ სტანდარტულ გზას მივუყვებოდით, სადაც გადასახვევი იყო სოფელსა და გერგეთს შორის მარცხენა მხარეს ციხე შევნიშნეთ და რათქმაუნდა იქ მისვლა განვიზრახეთ და მივედით კიდეც. მაღალი გალავანიღა იყო შემორჩენილი, ციხის ძირში გავჩერდით ცოტა წავიხემსეთ, გიორგის ენერჯაიზერი ქონდა წამოღებული, რომელიც თაფლისგან და ჩირებისგან იყო გაკეთებული, თურმე ერთ ერთ პახოდში უსწავლია, ძალიან სასარგებლო და კალორიული რაღაც ყოფილა. ცოტახანი ვიპოზიორეთ კიდეც, მაღლა ციხის გალავანზე ავძვერით და სურათები გადავიღეთ, გასამგზავრებლად რო გავემზადეთ უკან რათქმაუნდა არავინ დაბრუნებულა ისევ იმ გზით წავედით, ბილიკი მიდიოდა და ჩვენც გავყევით. არავინ იცოდა სწორად მივდიოდით თუ არა მარა ხო მივდიოდით, იდეაში ჩვენ მთას შემოუარეთ და გერგეთს უკანა მხრიდან მოვექეცით, რათქმაუნდა უკანა მხრიდან ასასვლელი არ იყო, გერგეთის არქიტექტორები სულელები არ იყვნენ, მთის მწვერვალზე ააშენეს სადაც მარტო ერთი მხრიდან ექნებოდა მისასვლელი მეორე მხრიდან კი არც თუ ისე მარტივად გაუვალი მთა იქნებოდა თავისი კლდეებით. შევნიშნეთ რო თუ ბილიკს გავუყვებოდით ძალიან შორს წავიდოდით და კრუგების დარტყმა მოგვიწევდა, ამიტომ პირდაპირი გზა ავირჩიეთ და აღმართს ავუყევით, უფრო სწორად მთის თითქმის ციცაბო ფერდობს. მივდიოდით, ამხელა ჩანთებით და ბალახს მშვენივრად ვიყენებდით ძრომიალისთვის, სადღაც შუამდე რო მივედით, ფერდობი სულ გვირილებით იყო დაფარული, ძალიან ლამაზი სანახავი იყო ერთად ამდენი გვირილა. რათქმაუნდა სურათები გადავიღეთ გვირილებთან, როგორც იქნა ავედით, სიმართლე გითხრად არ გაგვჭირვებია. ყველა რო უკვე გერგეთზე იყო ჩანთები გარეთ დავტოვეთ და ეკლესიის ეზოში შევედით. ზევიდან ძალიან ლამაზი ხედები იშლებოდა და რათქმაუნდა ეს არ გავმაზეთ, ვტკბებოდი ამ სილამაზით, უკიდეგანოდ მაღალი მთებით, რომელთა მწვერვალზეც თოვლი იდო და ვფიქრობდი რო სულ რამდენიმე საათში მეც იმ სიმაღლეზე ვიქნებოდი და მიხაროდა. ამას ესე მარტივად ვერ გადმოგცემთ ამასაც ნიჭი უნდა ან ყველაზე მარტივი, თქვენი თვალით უნდა ნახოთ. დაგავორი შემდეგი იყო, გერგეთზე უნდა დავლოდებოდით, იმ ადამაიანს რომელიც დაგვიანებით წამოვიდა თბილისიდან. გერგეთი რო მოვილოცეთ, იქვე შორი ახლოს დავსხედით და ლოდინი დავიწყეთ, სანამ ცოტა ვჭამეთ და ვისაუბრეთ დრო მალე გავიდა და ის ადამიანიც მოვიდა. ცოტა სული მოითქვა და ჩვენც დავიძარით, დავიძარით მარა ამის იქით გზა არ ვიცოდი მე და წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდით, რათქმაუნდა სხვა გზით წავედით და ისევს თითქმის ციცაბო ფერდობზე მოგვიწია სიარული, რო ავიარეთ ფერდობი და ჩვეულებრივ ბილიკზე გავსწორდი გიორგი დამანახა თუ სად უნდა ავსულიყავით, დამანახა მთის მწვერვალი პირდაპირი მნიშვნელობით მწვერვალი, ძალიან ძალიან შორს იყო. თითს რო იშვერდა არ მეგონა რო იქ უნდა ავსულიყავით, იტოკში მივდიოდით და ნელ ნელა ზევით ზევით მივიწევდით. უკან კი გერგეთი ნელ ნელა პატარავდებოდა და სტეპარწმინდა ძლივსღა ჩანდა. გზადაგზა ვჩერდებოდით, ერთი აღმართიღა გვქონდა ასავლელი, სანამ ამ აღმართ შევუდგებოდით ერთი გენერალური დასვენება მოვაწყვეთ, სადაც გავრჩერდით დეკა ყვაოდა, ძალიან ლამაზი იყო პატარა ბუჩქები თეთრი ყვავილით, ბევრი ვიპოზიორეთ. ამასობაში დრო გადიოდა, ავიღეთ ჩვენი ჩანთები და გზა განვაგრძეთ, ხო დამავიჭყდა რო თქვენთვის მეთქვა, გერგეთიდან რო დავიძარით, მყინვარიდან მომავალი ძალიან ბევრი ტურისტი შეგვზდა, სულ უცხოელები, ყველას გამოვესაუბრეთ, ცოტა გამიკვირდა არ მეგონა თუ ამდენი ტურისტი იქნებოდა. ერთი სიტყვით ამ ბოლო აღმართს შევუდექით რომელიც სულ ქვიანი იყო, ამასობაში ქუხილის ხმაც გავიგონეთ, ღრუბელი ჩამოწვა, ქუხილის ხმა ნელ ნელა  გაიზარდა, მარა წვიმას ჯერ არ აპირებდა. უცებ მოვიხედე და ნისლი წვებოდა ნელ ნელა გვეპარებოდა, თითქოს საშინელებათა ფილმში ვიყავი, გარშემო გვივლიდა ნისლი, ძაან მაგარი იყო. ნილსი ჩამოწვა მარა საშიში არაფერი იყო უცებვე გაიფანტა, თითქოს გადაგვიარაო. როგორც იქნა ავიარეთ ეს აღმართი და მწვერვალზე მოვექეცით, ეს იყო საბერწე, უღელტეხილი, საბერწეზე გავჩერდით პური ვჭამეთ ცოტა არაყი დავლიეთ და თბილი ტანსაცმელი ჩავიცვით, უკვე 7 იყო დაწყებული, ოფლიანები ვიყავით და სიცივეს ვერ ვგრძნობდით მარა ციოდა. საბერძედან ერთი მთის იქით ორი კარავი დავინახეთ, მივხვი რო იქ უნდა მივსულიყავით, სანამ ვჭამდით ნისლი ისევ ჩამოწვა და ის კარვები უკვე აღარ ჩანდა. ქუხილმა გაიმეორა, აშკარად უნდა ვიჩქაროთ თორემ ნებისმიერ დროს შეიძლება იწვიმოს. ავბარგდით, უცებ მივახწიეთ კარვებამდე მარა გიორგიმ, აქ არ არის საბანაკო ადგილიო, თურმე კიდე იქით უნდა წავსულიყავით, რო გავცდით ამ ბანაკებს ეგრევე გამოჩდა პატარა მდინარე, სინამდვილეში ყინულის ნადნობი იყო, სიგანე 2 მეტრამდე ექნებოდა, ჩქარი მთის მდინარე, გადახტომა ვერ გავრისკეთ უფროს სწორად ძებნა არ დავუწყეთ ადგილებს სადაც გატახტომა შეიძლებოდა, თან დაღლიელბი ვიყავით. ორი ადამიანი გადახტა, ერთისთვის სავალალოდ დასრულდა, ჩანთა ჩაუვარდა, დანარჩენმა 5 ადამიანმა: მე, გიო, ნინო, ირმა და ლევანიმ გადავტოპეთ. უცებ შორტი ჩავიცვი, პირველი ლევანი გადავიდა, მეორე ნინო და გიორგი ერთდროულად, წყალი ძალიან ცივი იყო, გიოგრგი უკან გადმოვიდა და ირმა ზურგით გადაიყვანა, მერე მე გავემზადე გადასასვლელად, ჩანთა ავიკიდე და წყალში ფეხი ჩავყავი, წყალი სასიკვდილოდ ცივი იყო დაახლოებით 3000 მეტრზე ვიყავით, შევედი თუ არა წყალმა ეგრევე მატკინა ფეხები, ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი, შემდეგ გადასვალზე კივილამ ირმას ჩანთა გადმოიტანა. მეორე ნაპირზე მე და კივილა ვიყავით მარტო ფეხშველები, უცებ ჩავიცვი ნასკები და ბოტასები და ცოტა გათბა იქაურობა. ბიჭებს შორტები გვეცვა, იტოკში ჩავიცვით თუ არა ფეხთ ცვიმამაც დაუშვა თან ძაან ძლიერად. საბანაკო ადგილამდე 10 მეტრა გვაშორებდა, უცებ მივირბინეთ და ოპერატიულად დავიწყეთ კარვების გაშლა, მე გიორგის ვეხმარებოდი, იქით შალვა და სანდრო შლიდენ კარავს, მეც ჩემი კარავი მქონდა სიძესი, მარა არ გამაშლევინეს, ჩემი კარავი დამატებით ბრეზენტად გამოვიყენეთ, სანდროს კარავი ერთ ტენტიანი იყო, ჩემი კარვის ტენთი გადავაფარეთ, თვითონ კარავი კი გიორგის კარავას გადავაფარეთ, კარვებში განაწილება კი შემდეგნაირი იყო. გიო, ნინო, ირმა და ლევანი ერთ კარავში, ხოლო მე, შალვა, სანდრო მეორე კარავში. რო მივედი კარავთან, ჩანთა გარეთ დავტოვე გიორგიმ ნაგვის დიდი პარკები როა ის მომცა და თავზე წამოვაცვი ჩემ ჩანთას, პირველ რიგში სპალნიკი ამოვიღე და ეგრევე კარავში შევაგდე, მერე პარალონი და ბოლოს პარკი სადაც მაიკა და ნასკები მედო. რო შევედი კარავში საშინელება დამხვდა, ორივე სველი და იყინებიან, იქვე სველი ტანსაცმელი და ჩანთებია, ერთი მშლარი პარალონია გაფენილი. უცებ ჩემი პარალონი გავშალე რომელიც საბედნიეროდ მშრალი იყო, ყველაზე საშინელება ის იყო რო კარავი ბოლომდე გამართული არ იყო ანუ არ იყო დაჭიმული რადგან სოლები ვერ იპოვეს. კიდევ ერთი ცუდი ამბავი, შალვას საძილე არ ქონდა, დიდი პირსახოცები როა მაგით იყო წამოსული, ორი ცალი ქონდა, ხოლო სანდროს დიდი უბედურება გადახდა, მდინარეზე გადასვლისას, ჩანთა რო გადააგდო უკან გადმოვარდა და წყალში ჩაუვარდა, ერთი სიტყვით თვითონაც სულ სველი იყო და ჩანთაში რაც რამე ქონდა ყველაფერი სველი ქონდა. ერთი სიტყვით, ყველაზე წესივრად მე ვიყავი, სპალნიკი მშრალი იყო და თანაც ძალიან თბილი. შალვამ თავისი პირსახოციდან ერთი ათხოვა სანდროს და მეორე თვითონ დაიტოვა, მარა რას უშველიდა ის პირსახოცი არ ერთს ან მეორეს. მე მაიკით ჩავწექი და ეგრევე გავათბე სპალნიკი, ვატყობდი რო გვედძე სულ სველი იყო სანდრო და მაგრად კანკალებდა, შევთავაზე რო ფეხები ჩემ სპალნიკში შემოეყო ცოტათი გათბებოდა მაინც. ჯერ უარი მითხრა, მოერიდა მაინც რამდენიმე საათის გაცნობილი ყავდი, რამდენიმე საათის მერე კიდე შევთავაზე და ამჯერად დამთანხმდა, სპალნიკი ძაან გამთბარი იყო უკვე, ყველაფერი გავხადე რადგან სველები ქონდა, შემოყო თუ არა ფეხები ეგრევე ესიამოვნა სულ გაყინული იყო, ზმეიკა წელამდე შევკარით. რათქმაუნდა ორი ვერ დავეტეოდით, ამიტომ მე ვიწექი ჩვეულებრივ ოღონდ სანდრო წელამდე იწვა ჩემ სპალნიკში, ზმეიკაც ნახევრად იყო ამოწეუილი, შალვაც იყინებოდა მარა მას მშრალი ტანსაცმელი მაინც ეცვა, სამაგიეროდ სველი ფეხსაცმელი ეცვა და საკმაოდ ციოდა მასაც. მარა შალვამ გამოსავალი ის ნახა რო ჩემ სპალნიკთან როგორც შეეძლო ისე ახლოს იწვა, პრაქტიკულად მიკრული იყო ჩემ სპალნიკზე, სპალნიკი მას გარედანაც ათბობდა მშვენივრად. სურათი იყო შემდეგნაირი, ორი კაცი თითქმის შისველი იწვა ერთ სპალნიკში და მესამე კი მათ ზევიდან აწვა გათბობის მიზნით, დაძინებით არ დაგვიძინია ან როგორ დავიძინებდით, ასეთ სიტვაციაში ვართ და ამ გარემოებამ მაგარი სასაცილო თემები წამოჭრა, პირდაპირი მნიშვნელობით ვიხოცებოდით სიცილით. მერე სანდრომ ერთი ანეგდოტი მოყვა, “მიხო ისეთი მთვრალი იყო რო პალტო ყვერებით ქონდა შეკრულიო”, ამას მაგარი სიცილი მოყვა, მერე მე დავაყოლე რო ერთი ღილი აუწყდა თქო ამაზე კი მართლა ისტერიკული სიცილი აგვიტყდა. ერთი სიტყვიტ სამი კაცი ვიყავით კარავიშ, ვთბებოდით ერთი სპალნიკით და მაგრად ვიცინოდით, რამდენიმე საათში მე გარეთ გასვლა მოფსმა მომინდა, რაც მოვდიოდით გერგეთიდან ვქენი მერე აღარ, ასე რომ მაგრად მიჭირდა. შეთანხმება იყო რო დილით 5-ზე უნდა ავმდგარიყავით და მყინვარზე უნდა ავსულიყავით. მოთმინების უნარი დიდი აღმომაჩდა სამ საათამდე ვითმინე, კიდე მოვითმენდი ალბათ მარა შალვამ თქვა მგონი კუჭი მაქვს აშლილიო და გასვლა მინდაო. მაგრად გამისწორდა უცებ წამოვდეგით, აღარ წვიმდა ჩემი ჩანთიდან რომელიც მთელი ღამე გარეთ იდო, ბოტასები ამოვიღე, მართალია პარკში იყო გახვეული მარა ცალი დასველებულა ცალი კი მშრალი იყო, მარა ამას აღარ ვუყურებდი, ჩავყავი გაყინულ ფეხსაცმელებში ფეხი და კარვიდან გავედი, შალვაც უცებ გამოვიდა და ის ცოტა შორს წავიდა, მე ჩემ საქმეს რო ვაკეთებდი ინსტიკტურად მაღლა ავიხედე და ყბა ჩამომივარდა, სრულიად მოწმენდილი ცა და ძალიან ძალიან ბევრი ვარსკვლავები რომლებიც საუცხოოდ ანათებდნენ, ეგრევე ვიყვირე გამოდით რა მაგარი ცაა თქო. გაოგნებული ვიყავი, სოფელში ვხედავდი ხოლმე ამდენ ვარსკლავს ერთად მარა ეს სულ სხვა იყო, თვითეული ძალიან კაშკაშა და ნათელი. კარავში რო დავბრუნდით, უკვე აღარაფერი გვაწუხებდა, ჩანთიდან თავის ფანარი ამოვიღე და კარავში შევიტანე, მე და სანდრო კარგად მოვეწყვეთ სპალნიკში, შალვაც კარგად მოეწყო და უკვე იმის პირობები იყო რო როგორმე დაგვეძინა. ასეც მოხდა ცოტახნით ჩამეძინა, მარა ცოთახნით, შუაში ვიწექი და მაგრად ვიჭყლიტებოდი, შალვა მაწვებოდა, უფრო სწორად სპალნიკს აწვებოდა რო გამთბარიყო, მეორე მხარეს კი ნახევრად შიშველი კაცი იწვა ისიც ნახევრად ჩემ სპალნიკში და რო არ ჩავეხუტებოდი თან არც ვიცნობდი. ერთი სიტყვით ძლივ ძლიობით გავძელი, 1 საათით დაძინება მაინც მოვახერხე, ამასობაში კვირა თენდებოდა, სადღაც 6 იყო დაწყებული რო მეზობელი კარავი ადგა და გასამგზავრებლად გაემზადა მყინვარისკენ, სამწუხაროდ ასეთი ღამის მერე, ჩვენ ვერ წავედით, მე გული დამწყდა ყველაფერი მქოდნა პროსტა ცალი ბოტასი იყო სრულიად სველი და არ გავრისკე, ჯერ მაგ დონეზე არ გავგიჟებულვარ. გარეთ ცხვირი ვერ გამოვყავით მაგარი სიცივე იყო, მე კიდე თბილი არაფერი მქონდა ერდადერთი გრძელმლავება მაიკა მქონდა რომელზეც შეგეძლო გეთქვა ვითომ და თბილიაო. ბიჭები უკვე ფეხზე იდგნენ, მე და შალვა ავდეგით და სველი ჩვენი მეგობარი მარტო დავტოვეთ ჩემს სპალნიკში რო უკეთ გამთბარიყო. გარეთ გამოვედი, ნესტიანი შარვალი მეცვა, ცალი ბოტასი სველი, ნასკების გარეშე, და მაგრად ვიყინებოდით. ველოდებოდით გოგოებს როდის გამოვიდოდნენ რო მე და შალვას იმ კარავში დაგვეძინა, თან ყარაულობის პონტში და თან გათბობის მიზნითაც. როგორც იქნა გამოვიდნენ, ირმა და ნინო, ჩვენ ეგრევე შევარდით კარავში, ლევანს ჩემნაირი სპალნიკი ქონდა თურმე, შალვას წინასწარ დაუჯავშნია, მე ირმას და გიორგის სპალნიკში ჩავწექი, ორი სპალნიკი ჩავდე ერთმანეთში. ირმას წინდები ქონდა და ის მათხოვა, ნესტიანი შარვალი გავიხადე, წინდები ამოვიცვი და ჩავწექი, ფართის საკმარისი იყო, სასტავი რამდენიმე წუთში დაიძრა მყინვარისკენ, გიორგი იკავებდა თავს წასვლა არ უნდოდა მარა უმაგისოთ ვერ წავიდოდნენ და სხვა გზა არ ქონდა. აკრიფეს ბარგი რაც რამე ჭირდებოდათ და გზას გაუდგნენ, მე შალვა და სანდრო დავრჩით ბანაკში. რამდენიმე საათი წავუძინეთ მარა მალევე მოსაბეზრებელი გახდას, უკვე საათზე ვიყურებოდით წარა მარა, პრობლემა ის იყო რო გარეთ ვერ გავდიოდით, ძაან ციოდა. მზე კაი ხნის ამოსული იყო მარა ღრუბელი იყო და მზის სხივების გარეშე მთაში აზრი არ აქვს ზაფხულია თუ ზამთარი. უკვე რო გაუსაძლისი გახდა, გარეთ გამოვედით, შალვასაც სველი ფეხსაცმელი ეცვა, ოღონდ პარკი ქონდა ფეხზე ცამოცმული, რო შევამჩნიე მეც ეგრევე ვიშოვე პარკი და სველი ფეხსაცმელი პარკით ჩავიცვი, თან თბილი სქელი წინდა მქონდა და ვერ ვიგრძენი სისველე. გამოვედი ზაფხული მაინც თავისას შვრებოდა და ცოტა სითბო იყო, ეგრევე წყლის ძებნა დავიწყე, ნათქვამი ქონდა გიოს რომ ბანაკთან ძაან ახლოს იყოს, მარა მე ბევრი ვიარე, ჩვენ წინ პატარა გორას გვერდიდან მოუარე ბილიკი მიყვებოდა და მეგონა ბილიკზე წავაწყდებოდი სადმე, მერე ეს ბილიკი ზევით ავიდა მეც ავყევი და ჩვენი ბანაკის თავზე მოვექეცი, მარცხინ გავიხედე და დავინახე რამდენიმე კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ყინული, აგრეთვე დავინახე შენობა, ძაან ფერად ფერადი იყო და მივხვვდი რო მეტეო იყო, იმასაც მივხვდი რო იქამდე მისახწევად ეს ყინულით დაფარული ფერდობი უნდა გაგევლო რაც ძალიან საშიში იყო, ერთი ფეხის დაცდენა და იქ გაჩერება ძაან გაძნელდებოდა. გადმოვხედე ჩვენ ბანაკს, და პირდაპირ ჩამოვედი რათქმაუნდა ესეც მოდიოდა ბილიკი მარა წყლის ძებნა რო დავიწყე ვერ შევნიშნე, უკან ჩამოსვლისას ბანაკში რო მოვედი თითქმის შევნიშნე წყარო, პატარა მილი იყო და წყალი მოედინებოდა, ავავსე ბოთლი, წყალი ძალიან ცივი იყო, ხელ პირი დავიბანე და ცოტა აზრზე მოვედი. ბანაკში დავრუნდი რო მივედი შალვაც გამოვიდა კარვიდან, იმასაც მობეზრდა კარავში ყოფნა. ცოტა ვიბოდიალეთ ბანაკში, მერე  სანდრო გამოვიდა ჩემი სპალნიკი წელამდე ქონდა ამოცმული წელს ზევით სიშველი იყო. იქვე უცხოელი ტურსიტები იყვნენ, ჭამდნენ საჭმელს ცოტა იღადავა და ისევ შეტრიალდა კარავში, მაგარი პრიკოლები იყო. რამდენიმე საათში სამივე გამოსული ვიყავით კარვიდან, მე მოძრაობით ვხურდებოდი და ნელ ნელა ვთბებოდი, სანდროს არაფერი არ ქონდა მშრალი, ყველაფერი სველი ქონდა და შალვას პირსახოცების ამარა იდგა გარეთ. მაგარი საყურებელი იყო, აბაზანიდან რო გამოხვალ პირსახოცის ამარა ეგეთი პონტი იყო. ერთმანეთზე ვღადაობდით და წუხანდელ ამბებს ვყვებოდით, მერე მოგვშივდა გავშალეთ რაც რამე გვქონდა და მზეს ვევედრებოდით რო გამოსულიყო და გაეთბო არემარე. კაი ხანი გვახვეწნინა მზემ მარა მერე მაინც გამოანათა, უნდა გენახათ ყველაფერი გარეთ გამოვფინეთ, მე ჩემი ჩანთა დავშალე საზურგეები მოვხსენი და გასაშრობად გავფინე, იტოკში რაც რამე მქონდა სველი მზეს მივუფიცხე. უკვე ესეც მბეზრდებოდა ნელ ნელა, გადავწყვიტე წავსულიყავი, ბავშვებთან სადმე უკანა გზაზე შემხვდებოდნენ, პროსტა გავისეირნებდი რა და რამდენიმე მეტრით კიდე მაღლა ავიდოდი თუნდაც 1 მეტრით. ავიარე თუ არა გორა, შევნიშნე ჯგუფი რომელიც მოდიოდა ზემოდან, 6 ადამიანი დავთვალე ჩვენები 4 იყვნენ და გზა განვარგძე მარა უცებვე გავჩერდი, თითქოს ვიცანი, რო მომიახლოვდნენ ჩვენები იყვნენ, ოღონდ კიდე ვიღაც 2 კაცი რომლებიც კარგად იყვენ ახჩურვილნი და დამევასნენ. ჩვენები გამომემშვიდობნენ და ბანაკში დავბრუნდით უცებ. ზემოდან ჩუმად სანდროს სურათები გადავუღეთ პირსახოცის ამარას. ბანაკში რო ჩავედით გაირკვა რო თურმე ბოლომდე ვერ ასულან, მეტეომდეც კი, მარტო ნინო და ლევანი ავიდნენ მეტეომდე ირმა და გიო დაბლა დარჩენილან. მიზეზი ყოფილა გიორგი, თურმე სიცხე მიუცია, ცუდად გამხდარა, ამის მიზეზი ის იყო რო სველი ფეხსაცმლით წასულა, და ტანზეც წესიერი არაფერი ცმია. იტოკში ჩვენ უკვე მზად ვიყავით, სუფრა გაშლილი იყო და ზემოდან ჩამოსულებიც შემოგვიერდნენ, სანდრომ ნელ ნელა ჩაცმა დაიწყო, ტანსაცმელი უშრებოდა და უხაროდა, რო ტრუსიკიანი არ მოუწია სიარული. რამდენიემ საათი ვიხალტურეთ ვიწექით უბრალოდ, და ტანსაცმელს ვაშრობდით, მალევე ალაგებაც დავიწყეთ. ზემოდან ჩამოსულებიც გულ დაწყვეტილები იყვნენ რო ბოლომდე ვერ ავიდნენ და დავთქვით რო კიდევ ერთხელ წამოვსულიყავით მყინვარზე. ერთი სიტყვით, ჩანთები გავამზადეთ და ჩაბარგება დავიწყეთ, ამ დროს საუბარი წავიდა კარვის ყიდვაზე, მე ვთქვი რო კარავი უნდა ვიყიდო თქო, სანდრომ შემომთავაზა რო თუ გინდა კარავს გაჩუქებო, თავიდან ხუმრობა მეგონდა, მარა მითხრა წუხელი ისეთი რაღაც გააკეთეო მინდა რო გაჩუქოო. ადგა და კაცმა კარავი მაჩუქა, მაგარი გამისწორდა, ავიკიდე კიდევ ერთი კარავი და გზას გავუდექით, ამჯერად მდინარეს გადავახტით. საბერწმედე, ავედით და რას ვხედავ ძალიან ძალიან ბევრი ხალხი, გამიკვირდა ამდენი ხალხი რო ერთად დავინახე. არ გავჩერებულვართ საბერწეზე, დავიძარით და შევთანხმდით რო, ამოსვლისას დეკები რო იყო იქ გავჩერებულიყავით, უცებ ჩავირბინეთ კლდიანი გორა და მივედით დეკებით აყვავებ ადგილას. იქ კარგა ხანს გავჩერდით პური ვჩამეთ ბოლოჯერ იმ დღეს, ყველამ დავკრიბეთ ბერვი დეკა, ტურისტებმა ჩამოიარეს და გამოვესაუბრეთ, გიორგიმ თავისი ენერჯაიზერი გაასინჯა, მგონი მოეწონათ. სურათები გადავიღეთ, მაღლიდან გერგეთს გადმოვხედეთ და დავეშვით, მარშუტკის მძღოლს დავურეკეთ და შეხვედრა 5-ზე დავუთქვით, ვუთხარით რო 5-ზე სტეფარწმინდაში ვიქნებოდით. ერთი სიტყვით ყველა თავისთვის მიდიოდა, გერგეთთან რო მივედი ცოტა ზევით გავჩერდით, მე ფეხზე გავიხადე ირმას წინდები დავუბრუნე და ჩვეულებრივი ნასკები ჩავიცვი, ფეხსაცმელი უკვე გამშრალი იყო. გრძელმკლავება მაიკაც გავიხადე და მშრალი მოკლე მკლავიანი მაიკა ჩავიცვი, შევატყვე რო სახეზე და კისერზე მაგრად დამწვარი ვიყავი, ქუდი აღარ დამიფარებია, მეორე მაიკა რომელიც წინა დღეს მეცვა თავზე წავიკარი, სახეს არა მარა კისერს კარგად მიფარავდა, მაგარი სანახავი ვიყავი. გერგეთზე დიდხანს არ გავჩერებულვართ, საუბარი იყო რო სამანქანო გზით წავსულიყავით, მარა მე ვთქვი რო გზა ვიცი რომელიც გერგეთზე გადიოდა და ბილიკებით ჩადიოდა დაბლა, იგივე სამანქანო გზა იყო პროსტა მისახვევ მოსახვევებს ვჭრიდით ბილიკებით. მე და ნინო წინ მივდიოდით, რავი რა ენერგი აქვს ამ ადამიანს, სირბილით მიდიოდა, ისე უნდა გითხრათ რო მაგ დროს სირბილი ჯობია, ამხელა ჩანთით ტორმუზ ტორმუზით სიარული უფრო ძნელია მუხლებს ძალიან დიდი ძალა აწვება, მე ვერ დავრბოდი წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი. ნინო გარბოდა და მეც შეძლებისდაგვარად მივდევდი, ამ სირბილში მეც დავამუღამე წონასწორობას ვინარჩუნებდი და აღარ მიჭირდა. ერთი სიტყვით გერგეთიდან სულ სირბილით ჩამოვედით, თურმე უკან ჩვენი მეგობრებიც არ ჩამოგვრჩენიან, ლევანი და შალვა წამოგვეწივნენ სადღაც ბოლოში უკვე. მალე შევედით სოფელში და მძღოლმაც დარეკა, ლევანი წინ წავიდა მძღოლს რო შეხვედროდა, მე დავრჩი ნინოს დაველოდე, შორტი ამოიღო უნდა გამოეცვალა, მთელი გზაა გრძელი შარვალი აცვია. ამასობაში ყველა ჩამოვიდა და დავიძარით, მარშუტკის მძროლი შუაო სოფელში შეგვხდა, მერე გაირკვა რო ეს ის არ იყო ვისაც ჩვენ ველაპარაკეთ, მარა ამას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. უცებ ავბარგდით, და დავიძარით, იქვე გაირკვა რო ხაზის არ იყო, ეს იმას ნიშნავდა რო მარტო ჩვენ ვიქნებოდით მთელი გზა, პროსტა ერთი ქალი დაგვემგზავრა. გზაში კაი ხანი ვსაუბრობდით და სურათებს ვათვალიერებდით, მერე სადღაც უკვე რო თბილისთან ახლოს ვიყავით სასაუბრო არაფერი იყო და არც დასათვალიერებელი, ყველამ დაძინება ცადა, ბევრმა შეძლო, ნინო, გიორგი, ირმა და სანდროს ეძინათ, მე ესეთ დროს ვერ ვიძინებ ხოლმე, ლევანამაც არ დაიძინე არ უცდია, შალვა წინ იჯდა და მძღოლს და იმ ქალს რაღაცეებზე ელაპარაკებოდა. ასე ვიყავით თბილისის შესასვლელამდე, მერე დიღომში ყველამ გამოიღვიძა, ფული ავკრიბეთ მგზავრობის და მანდ გაირკვა რო თურმე ირმამ ტელეფონი დაკარგა. მე მამაჩემი ტუპიკთან დავიბარე მინდოდა რო მეტროში ესე შევსულიყავი, რატომღაც მეამაყებოდა თუ მებლატავებოდა არ ვიცი მარა მინდოდა. ესეც მოვიქეცი, შალვა ეგრევე დაგვემშვიდობა, მერე ირმა, მერე ლევანი და ბოლოს სანდრო. მე, გიო და ნინო მეტროში ავედით, მარა იქ შალლვა დაგვხვდა, ჯერ გიოს და ნინოს მატარებელი მოვიდა, ისინი სხვა მხარეს მიდიოდნენ, რო წავიდნენ უცებვე ჩვენი მატარებელიც მოვიდა, შევედით და რათქმაუნდა ყველას ყურადღება მივიქციეთ, მაგარი სანახავები ვიყავით, მე თავზე წაკრული მაიკით და ამხელა ჩანთებით. ვაგზალი უცებ მოვიდა და ჩამოვედი, რო ავედი ტუპიკთან მამაჩემი ჯერ არ იყო მოსული, გადავრეკე, რამდენიმე წუთი ლოდინი მომიწია. ერთი სიტყვით ავედი სახში, რო შევედი და დედაჩემმა დამინახა გული გაუსკდა, თურმე ზაგარი მიმიღია სახეზე და ეს მაიკა რო მეფარა და მარტო სახე მიჩანდა პაპუას გავდი. ერთი სიტყვით გადმოვეცი ჩემი ემოციები რო მაგარი იყო და ერთმა ადამიანმა იქ კარავი მაჩუქა თქო. ჩანთა დავდე იქვე ამოლაგების თავი არ მქონდა ნამდვილად, გარედან რაც ქონდა ისენი ჩავხსენი მარტო. ეგრევე აბაზანაში წავედი, მაგრად ვიბანავე, ვატყობდი რო მაგარი დაღლილი ვიყავი, ასეთი სირთულის პახოდი ჯერ არ მქონია, მიხაროდა რო წარმატებით გავიარე ეს ეტაპი და ამიერიდან კიდე მეტს ვიზამდი. ხვალე სამსახური მელის, ძილის დროა, ადრე უნდა ავდგე რო მამას გავყვე, ვარკეთილიდან წავალ აეროპორტში. ძილინებისა :* ღმერთი გფარავდეთ.










No comments:

Post a Comment